საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-432-417(კ-09) 19 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ «მ. ბ-ძის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიმართ.
2008 წლის 11 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი/მ «მ. ბ-ძის» მიმართ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 11617,50 ლარის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს _ 1030,18 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელისა გამო მოპასუხე ი/მ «მ. ბ-ძის» მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა ქედის რაიონულ სასამართლოს.
2008 წლის 25 მარტს ი/მ «მ. ბ-ძემ» შეგებებული სარჩელით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 10185,56 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი/მ «მ. ბ-ძეს» საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო _ 1038,18 ლარის ოდენობით; ი/მ «მ. ბ-ძის» შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს ი/მ «მ. ბ-ძის» სასარგებლოდ _ 8800,82 ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ი/მ «მ. ბ-ძემ» სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ქედის რაიონულის სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურმაც გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ «მ. ბ-ძის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; ი/მ «მ. ბ-ძეს» საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარგებლოდ 12538,56 ლარის გადახდა დაეკისრა; ი/მ «მ. ბ-ძის» შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ი/მ «მ. ბ-ძემ» გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 27 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ ი/მ «მ. ბ-ძის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით ი/მ «მ. ბ-ძეს» დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების _ 12538,56 ლარის 5%-ის _ 626,90 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს ჩაჰბარდა 2009 წლის 8 აპრილს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2009 წლის 21 აპრილს. ი/მ «მ. ბ-ძემ» მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ი/მ «მ. ბ-ძის» საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ი/მ «მ. ბ-ძის» საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.