ბს-435-420 (კ-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ს-კო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1)ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
2)გ. გ-ძე
3) პ. კ-ძე (მოპასუხეები)
დავის საგანი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ახალი აქტის გამოცემის თაობაზე
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ს-კომ 2008 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ,,ხელვაჩაურის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის”, გ. გ-ძისა და პ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა გ. გ-ძისათვის 0,107 ჰექტარის გამოყოფის შესახებ ,,ხელვაჩაურის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის” 2007 წლის 28 დეკემბრის ¹4348 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა; პ. კ-ძისათვის 0,105 ჰექტარის გამოყოფის შესახებ ,,ხელვაჩაურის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის” 2007 წლის 28 დეკემბრის ¹4351 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა; ,,ხელვაჩაურის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის” მიერ 2007 წლის 28 დეკემბრის ¹4348 გადაწყვეტილებით გ. გ-ძისათვის და ,,ხელვაჩაურის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის” 2007 წლის 28 დეკემბრის ¹4351 გადაწყვეტილებით პ. კ-ძისათვის უკანონოდ მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების დაყადაღება; საქართველოს პრეზიდენტის ¹525 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი ,,ხელვაჩაურის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის” დავალდებულება ახალი აქტის გამოცემის თაობაზე და საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განჩინებით რ. ს-კოს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ხელვაჩაურის რაიონის დაბა ... მდებარე გ. გ-ძის საკუთრებაში არსებულ 0,107 ჰა მიწის ნაკვეთს და პ. კ-ძის საკუთრებაში არსებულ 0,105 ჰა მიწის ნაკვეთს; გ. გ-ძესა და პ. კ-ძეს აეკრძალათ სადავო მიწასთან დაკავშირებით რაიმე მოქმედების შესრულება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-კოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის ¹3-230 განჩინება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო გ. გ-ძის საკუთრებაში რიცხულ 0,107 ჰა და პ. კ-ძის საკუთრებაში რიცხულ 0,105 ჰა მიწის ნაკვეთებს; ასევე რომლითაც გ. გ-ძეს და პ. კ-ძეს სადავო მიწასთან დაკავშირებით აეკრძალათ რაიმე მოქმედების შესრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-კომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით რ. ს-კოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ს-კოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ს-კოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული რ. ს-კოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.