ბს-4-4(კ-09) 26 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. პ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენლის _ მ. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 3 აპრილს დ. ბ-ემ, გ. გ-ემ, გ. თ-ამ და სხვებმა (სულ 24 პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ,,აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანისათვის კონკურსის გამოცხადების შესახებ» საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანების და ამ ბრძანების ¹1 დანართის ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების დებულების», ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 აპრილის განჩინებით შეჩერდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებისა და ამ ბრძანების ¹1 დანართის მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების: დ. ბ-ის, გ. გ-ის, გ. თ-ას, გ. კ-ის, ზ. ნ-ის, ი. ჟ-ას, გ. ქ-ის, ზ. ქ-ის, ა. შ-ას, შ. ტ-ის, გ. ფ-ას, ა. დ-ას, თ. ა-ას, ა. კ-ის, თ. ყ-ის, თ. ყ-ის, ზ. წ-ისა და ჯ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და დ. ბ-ის, გ. გ-ის, გ. თ-ას, გ. კ-ის, ზ. ნ-ის, ი. ჟ-ას, გ. ქ-ის, ზ. ქ-ის, ა. შ-ას, შ. ტ-ის, გ. ფ-ას, ა. დ-ას, თ. ა-ას, ა. კ-ის, თ. ყ-ის, თ. ყ-ის, ზ. წ-ისა და ჯ. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65.03 ბრძანებისა და მისი ¹1 დანართის ბათილად ცნობის შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 აპრილის განჩინებითYსსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის» რექტორის მოვალეობის შემსრულებლის _ რ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუქმდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65.03 ბრძანების ,,აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანისათვის კონკურსის გამოცხადების შესახებ» და ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების შესახებ» ¹1 დანართის დებულების მოქმედების შეჩერება.
2006 წლის 15 ივნისს მოსარჩელეების _ ო. პ-ისა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ,,აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების» საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბრძანების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის _ მ. პ-ას შუამდგომლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ო. პ-ისა და სხვათა წარმომადგენლის _ მ. პ-ას გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ ,,აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ» საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
2006 წლის 27 ივლისს მოსარჩელეების: გ. ტ-ის, ბ. კ-ის, ო. პ-ის, ვ. ჯ-ისა და ვ. ყ-ის წარმომადგენელმა მ. პ-ამ, დამატებით მოითხოვა ,,პირადი შემადგენლობის შესახებ» საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით ვ. ყ-ისა და ბ. ბ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ო. პ-ის, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. პ-მა, გ. ტ-ემ, ბ. კ-ემ და ვ. ჯ-ემ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ,,აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანისათვის კონკურსის გამოცხადების შესახებ» საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანებისა და ამ ბრძანების ¹1 დანართის ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების დებულებისა» და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 7 ივლისის ¹285/03 ბრძანების ,,პირადი შემადგენლობის შესახებ» და მისი დანართის ¹63 რიგი პუნქტების ბათილად ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ო. პ-ის, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. პ-ის, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენელმა მ. პ-ამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ო. პ-ის, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. პ-ის, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 16 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ო. პ-ის, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2009 წლის 3 თებერვალს ო. პ-ის, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენელმა მ. პ-ამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
2009 წლის 5 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენლის _ მ. პ-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ტ-ის, ბ. კ-ის და ვ. ჯ-ის წარმომადგენლის _ მ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენლის _ მ. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ტ-ის, ბ. კ-ისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.