Facebook Twitter
ბს-464-443(კ-09)

ბს-464-443(კ-09) 1 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, მ. ზ-ძის, ა. კ-ძის, რ. ბ-ძის, ვ. კ-შვილის, მ. მ-შვილის, ე.თ-ძის, ნ. ს-ძის, რ. ბ-ძის, ნ. ჭ-იას, ბ. ბ-ძის, დ. კ-ძის, თ. ქ-ძის, თ. მ-ძის, ა. ვ-შვილის, ნ. ხ-ძის, ლ. მ-შვილის, დ. უ-იას, რ. კ-ძის, დ. ქ-ძის, რ. ვ-ძის, მ. ს-შვილის, მ. ლ-იას, ჯ. ნ-იას, ჯ. გ-იას, ტ. კ-ძის, გ. მ-უას, გ. ყ-შვილის, მ. მ-ძის, ქ. შ-ძის, რ. დ-ძის, ვ. თ-იას, კ. კ-იანის, ჯ. გ-ძის, გ. მ-ელის, რ. ს-ძის, ჯ. ო-შვილის, გ. მ-ძის, ი. კ-ძის, ლ. ზ-შვილის, ტ. ა-ძის, დ. მ-ძის, შ. ლ-იანის, ვ. თ-ძის, რ. ღ-ძის, დ. ქ-ძის, ნ. ჩ-ძის, გ. შ-შვილისა და ბ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ლ-ძემ, თ. ლ-ძემ, მ. ზ-ძემ, ა. კ-ძემ, რ. ბ-ძემ, ვ. კ-შვილმა, მ. მ-შვილმა, ე.თ-ძემ, ნ. ს-ძემ, რ. ბ-ძემ, ნ. ჭ-იამ, ბ. ბ-ძემ, დ. კ-ძემ, თ. ქ-ძემ, თ. მ-ძემ, ა. ვ-შვილმა, ნ. ხ-ძემ, ლ. მ-შვილმა, დ. უ-იამ, რ. კ-ძემ, დ. ქ-ძემ, რ. ვ-ძემ, მ. ს-შვილმა, მ. ლ-იამ, ჯ. ნ-იამ, ჯ. გ-იამ, ტ. კ-ძემ, გ. მ-უამ, გ. ყ-შვილმა, მ. მ-ძემ, ქ. შ-ძემ, რ. დ-ძემ, ვ. თ-იამ, კ. კ-იანმა, ჯ. გ-ძემ, გ. მ-ელმა, რ. ს-ძემ, ჯ. ო-შვილმა, გ. მ-ძემ, ი. კ-ძემ, ლ. ზ-შვილმა, ტ. ა-ძემ, დ. მ-ძემ, შ. ლ-იანმა, ვ. თ-ძემ, რ. ღ-ძემ, დ. ქ-ძემ, ნ. ჩ-ძემ, გ. შ-შვილმა და ბ. კ-ძემ (სულ _ 50 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითეს საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციაზე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 21 სექტემბრის ¹1070 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ კონკრეტული ოდენობების თანხების გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ლ-ძემ და სხვებმა (სულ _ 50 ფიზიკური პირი), რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით ნ. ლ-ძისა და სხვათა (სულ _ 50 ფიზიკური პირი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ლ-ძემ, თ. ლ-ძემ, მ. ზ-ძემ, ა. კ-ძემ, რ. ბ-ძემ, ვ. კ-შვილმა, მ. მ-შვილმა, ე.თ-ძემ, ნ. ს-ძემ, რ. ბ-ძემ, ნ. ჭ-იამ, ბ. ბ-ძემ, დ. კ-ძემ, თ. ქ-ძემ, თ. მ-ძემ, ა. ვ-შვილმა, ნ. ხ-ძემ, ლ. მ-შვილმა, დ. უ-იამ, რ. კ-ძემ, დ. ქ-ძემ, რ. ვ-ძემ, მ. ს-შვილმა, მ. ლ-იამ, ჯ. ნ-იამ, ჯ. გ-იამ, ტ. კ-ძემ, გ. მ-უამ, გ. ყ-შვილმა, მ. მ-ძემ, ქ. შ-ძემ, რ. დ-ძემ, ვ. თ-იამ, კ. კ-იანმა, ჯ. გ-ძემ, გ. მ-ელმა, რ. ს-ძემ, ჯ. ო-შვილმა, გ. მ-ძემ, ი. კ-ძემ, ლ. ზ-შვილმა, ტ. ა-ძემ, დ. მ-ძემ, შ. ლ-იანმა, ვ. თ-ძემ, რ. ღ-ძემ, დ. ქ-ძემ, ნ. ჩ-ძემ, გ. შ-შვილმა და ბ. კ-ძემ (სულ _ 50 ფიზიკური პირი), რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, მ. ზ-ძის, ა. კ-ძის, რ. ბ-ძის, ვ. კ-შვილის, მ. მ-შვილის, ე.თ-ძის, ნ. ს-ძის, რ. ბ-ძის, ნ. ჭ-იას, ბ. ბ-ძის, დ. კ-ძის, თ. ქ-ძის, თ. მ-ძის, ა. ვ-შვილის, ნ. ხ-ძის, ლ. მ-შვილის, დ. უ-იას, რ. კ-ძის, დ. ქ-ძის, რ. ვ-ძის, მ. ს-შვილის, მ. ლ-იას, ჯ. ნ-იას, ჯ. გ-იას, ტ. კ-ძის, გ. მ-უას, გ. ყ-შვილის, მ. მ-ძის, ქ. შ-ძის, რ. დ-ძის, ვ. თ-იას, კ. კ-იანის, ჯ. გ-ძის, გ. მ-ელის, რ. ს-ძის, ჯ. ო-შვილის, გ. მ-ძის, ი. კ-ძის, ლ. ზ-შვილის, ტ. ა-ძის, დ. მ-ძის, შ. ლ-იანის, ვ. თ-ძის, რ. ღ-ძის, დ. ქ-ძის, ნ. ჩ-ძის, გ. შ-შვილისა და ბ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ლ-ძის, თ. ლ-ძის, მ. ზ-ძის, ა. კ-ძის, რ. ბ-ძის, ვ. კ-შვილის, მ. მ-შვილის, ე.თ-ძის, ნ. ს-ძის, რ. ბ-ძის, ნ. ჭ-იას, ბ. ბ-ძის, დ. კ-ძის, თ. ქ-ძის, თ. მ-ძის, ა. ვ-შვილის, ნ. ხ-ძის, ლ. მ-შვილის, დ. უ-იას, რ. კ-ძის, დ. ქ-ძის, რ. ვ-ძის, მ. ს-შვილის, მ. ლ-იას, ჯ. ნ-იას, ჯ. გ-იას, ტ. კ-ძის, გ. მ-უას, გ. ყ-შვილის, მ. მ-ძის, ქ. შ-ძის, რ. დ-ძის, ვ. თ-იას, კ. კ-იანის, ჯ. გ-ძის, გ. მ-ელის, რ. ს-ძის, ჯ. ო-შვილის, გ. მ-ძის, ი. კ-ძის, ლ. ზ-შვილის, ტ. ა-ძის, დ. მ-ძის, შ. ლ-იანის, ვ. თ-ძის, რ. ღ-ძის, დ. ქ-ძის, ნ. ჩ-ძის, გ. შ-შვილისა და ბ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.