ბს-467-446(2კ-09) 16 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 3 სექტემბერს შპს «...» სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 15 აგვისტოს ¹0504/7754 გადაწყვეტილების და საქართველოს ფინანასთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 3 ივლისის ¹16-10/18442 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შესაბამისად შპს «...» დღგ-ს თანხის აღდგენა (იხ. ს.ფ. 1-11).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შპს «...» და შპს «...» (იხ. ს.ფ 53)
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (იხ. ს.ფ 131-132)
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «...»-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «...»-ს სარჩელი ¹279876 ანგარიშ-ფაქტურით სერია ბბ-72 გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის აღდგენის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სასამხურის 2008 წლის 3 ივლისის ¹1110/18442 და და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 15 აგვიტოს ¹05-04/7754 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დაევალა ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასხადო ინსპექციას) შპს «...»-ს აღუდგინოს ¹095873 ანგარიშ-ფაქტურაზე სერია აა-70 გაუქმებული Dდღგ-ს ჩათვლა, 2442 ლარის ოდენობით. ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს შპს «...» სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟის თანხიდან 50 ლარის გადახდა (იხ.ს.ფ. 176-178).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 185-194, 221-232, 236-239).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ბეთუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (იხ. ს.ფ 215-217)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 265-271).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 286-292, 298-302).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინიტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა, რამდენადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად.
Aშემოსავლების სამსახურის განმარტებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» პუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინიტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.