Facebook Twitter
ბს-469-448(2კ-09)

ბს-469-448(2კ-09) 1 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს «...» ლიკვიდატორის _ ბ. პ-ძისა და ა. ა-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 24 მარტს ა. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: აღმასრულებლის მიერ 2004 წლის 12 იანვარს შედგენილი ოქმის ნაწილობრივ გაუქმება და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ... ¹...-ში მდებარე ¹22 ბინის ყადაღისაგან გათავისუფლება; 2004 წლის 23 თებერვლისა და 2004 წლის 4 აგვისტოს აუქციონის შედეგების გაუქმება; ქონების ნატურით გადაცემის შესახებ აღმასრულებლის 2004 წლის 20 აგვისტოს განკარგულებების გაუქმება, რომლებითაც სს «...» საკუთრებაში გადავიდა მოსარჩელის საკუთრებად რიცხული ბინა და არასაცხოვრებელი შენობა; საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო განყოფილებისთვის დავალება; მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრება.

მოგვიანებით, ა. ა-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით უარი თქვა სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა 2004 წლის 12 იანვრის ოქმი და ყადაღისაგან გათავისუფლდა ა. ა-ძის საკუთრებაში არსებული, ... ¹...-ში მდებარე ¹22 ბინა; გაუქმდა 2004 წლის 23 თებერვლისა და იმავე წლის 4 აგვისტოს აუქციონის შედეგები; გაუქმდა ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2004 წლის 20 აგვისტოს განკარგულებები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო განყოფილებას დაევალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

2007 წლის 22 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს «...» ლიკვიდატორმა ო. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის საოქმო განჩინებით სს «...» განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება; მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს «...».

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო; ა. ა-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით ა. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...» ლიკვიდატორმა ბ. პ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «...» ლიკვიდატორის _ ბ. პ-ძისა და ა. ა-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ა. ა-ძეს თავის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «...» ლიკვიდატორის _ ბ. პ-ძისა და ა. ა-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. ა. ა-ძეს დაუბრუნდეს თავის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.