Facebook Twitter

ბს-482-461(კ-08) 14 იანვარიÄ 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი – ვ. პ-ი, (მოპასუხე), თარჯიმანი ლ. ლ-ე, წარმომადგენელი ნ. ხ-ე (რწმუნებულება 20.12.08წ., ¹1-1071)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე), წარმომადგენელი ნ. წ-ი (მინდობილობა 17.12.08წ., ¹21/1293/8-8)

მესამე პირები – საქართველოს თავდაცვის სამინისტროÄ (მესამე პირი), წარმომადგენელი გ. ც-ე (მინდობილობა 14.01.09წ., ¹8/171), ა. კ-ი (მესამე პირი), წარმომადგენელი რ. ა-ი (რწმუნებულება 2704.04წ. ¹1-978)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინება

დავის საგანი – ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. კ-ა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მშენებლობის და ჯარების განთავსების მთ. სამმართველოს, ვ. Pპ-ს, მესამე პირის – ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს გ. Fფ-ას მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. 30.05.06წ. საოქმო განჩინებით ა. კ-ი სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე, საქმის შეუწყვეტლად, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი, ამასთან თავდაპირველი მოსარჩელე – ა. კ-ი, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.

27.07.06წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოპასუხე ვ. Pპ-ის მიმართ, მესამე პირების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ა. Kკ-ის მიმართ, მოსარჩელემ მოითხოვა ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა. Mმოსარჩელემ აღნიშნა, რომ 19.02.82წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა ბინის ორდერი ვ. Pპ-ის სასარგებლოდ, რომელმაც მოახდინა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.თბილისი, .... პლატო, ..... ბინა ¹22 პრივატიზაცია. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან 08.12.90წ. სსრ კავშირის დაშლასთან ერთად იურიდიულად გაუქმდა სსრკ თავდაცვის სამინისტრო, ასევე მის სისტემაში შემავალი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი. შესაბამისად, სსრკ თავდაცვის სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი და მისი საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის სახლმმართველობა არ წარმოადგენდა სამართლის სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს სახელით, საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი ქონების პრივატიზაციის განხორციელებაზე იყო უფლებამოსილი.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადება ხანდაზმულია, ვინაიდან პრვიატიზაცია 17.12.92წ. განხორციელდა. ამასთან პრივატიზაციის კანონიერების შესახებ საკითხი ერთხელ უკვე განიხილა სასამართლომ, რომლითაც მოსარჩელეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მესამე პირის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ხანდაზმულობის ვადების დაცვით მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკოონმიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, უკანასკნელის სარჩელი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა მისი სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩართვისა და საქმის მასალების ჩაბარების დღიდან, არამედ იმ დღიდან, როცა სახელმწიფომ შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.08წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ა. კ-ის სააპელაციო საჩივრები, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენლსა და ვ. პ-ს შორის 17.12.92წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი ხანდაზმული იყო და აღნიშნა, რომ საპროცესო სამართალურთიერთობაში სამინისტრო მონაწილეობს მხარედ და არა წარმომადგენლად, შესაბამისად დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული სამინისტროების სსიპ სახელმწიფოს წარმომადგენლებად მიჩნევა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად იმ მომენტის განსაზღვრა, რომლიდანაც სახელმწიფო ორგანოსათვის (კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსათვის) ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო პრივატიზაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უკეთუ პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოთხოვენის უფლება გააჩნდა სახელმწიფოს, ა. კ-ი არასათანადო მხარედ არ უნდა მიჩნულიყო. სახელმწიფო, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი ვერ განახორციელებს თავის უფლებას საამისოდ უფლებამოსილი მმართველობის ორგანოების გარეშე. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დამოუკიდებლად უნდა აითვალოს და მასზე გავლენას ვერ იქონიებს თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის გზით, უფლების რეალიზების ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის, მისი სათანადო მოსარჩელედ ცნობამდე, ცნობილი იყო სადავო პრივატიზაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 1995 წელს ვ. პ-ის ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სადავო პრივატიზაცია განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107-ე დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, პრივატიზების უფლება ჰქონდა ბინის დამქირავებელ საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო ვ. პ-ი საქართველოს მოქალაქეობა 19.03.07წ. მოიპოვა და პრივატიზაციის მომენტში არ იყო საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მთავრობის 23.04.92წ., 09.10.92წ. დადგენილებების საფუძველზე სადავო ბინა წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებას და რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგეელს არ ჰქონდა მისი განკარგვის უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლოს 06.03.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. პ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი აღნიშნავს, რომ 17.12.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით ჯერ კიდევ 15.03.2000წ. მიმართა. ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ დავა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 17.12.92წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა მისი სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩაბმის მომენტიდან, არამედ იმ დღიდან, როდესაც სახელმწიფომ შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ბინის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების დარღვევით პრივატიზების, საქართველოს მოქალაქეობის 19.03.07წ. მოპოვების გამო ბინის პრვიატიზაციის უფლების არ ქონის შესახებ. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ის ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად სარგებლობდა სსრ კავშირის პასპორტით, «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების შემდეგ, კერძოდ 25.03.93წ. არის მიღებული. განსახილველ დავასთან კავშირი არ აქვს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ 1995 წელს მისი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით რუსეთის ფედერაციაში.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, აგრეთვე საქმეში მესამე პირად ჩაბმულები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ა. კ-ი და მისი წარმომადგენელი საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ვ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 15.03.2000წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.თბილისში, ....... პლატო ............ ბინა ¹22, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 15.01.01წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოსა (14.05.03წ.) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს (20.02.04წ.) განჩინებებით. ხსენებული სასამართლო აქტებით სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად, სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ თავდაცვის სამინისტროს თავისი უფლების დარღვევის შესახებ სადავო ბინის პრვიატიზების ხელშეკრულების დადებისთანავე (17.12.92წ.) უნდა შეეტყო.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 06.02.2000წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. პ-ის სარჩელი და სადავო ბინიდან გამოსახლებული იქნა ა. კ-ი თანმხლებ პირებთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ დატოვებული იქნა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 17.12.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მოთხოვნის მსგავსია, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტები. ორივე შემთხვევაში მოსარჩელეთა სამართლებრივ მიზანს, ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნება, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო საცხოვრებელი ბინა აღმოჩნდებოდა არა რომელიმე სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში, ორივე შემთხვევაში სამინისტროები მოქმედებენ სახელმწიფოს ინეტრესებში, საჯარო დაწესებულებას თავისი ინტერესი არ აქვს, ის იცავს სახელმწიფო ინტერესს.

საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის თანახმად, სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის თანახმად, სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც განსაზღვრულ სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირია სახელმწიფო, რომელიც სკ-ის 24-ე მუხლის მიხედვით, სამართალურთიერთობებში მონაწილეობს მისი ორგანოების მეშვეობით. სამინისტროები სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდიან სახელმწიფოს სახელით და ახორციელებენ მმართველობას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად, ორივე შემთხვევაში საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რიგი ნორმატიული აქტების საფუძველზე (მაგ. მთავრობის 23.04.92წ. ¹466, 30.07.92წ. ¹766, 09.10.92წ. ¹984 დადგენილებები) სამხედრო ობიექტები და მათ ბალანსზე რიცხული სოციალური და კულტურული დანიშნულების ობიექტები, ძირითადი ფონდები გადავიდა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ზემოაღნიშნული დადგენილებების საფუძველზე სახელმწიფო თავისი ორგანოების მეშვეობით ვალდებული იყო მოეძია და აღერიცხა რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების მიერ გადმოსაცემი ქონება. «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობს, განკარგავს და მართავს სახელმწიფო ქონებას. სკ-ის 143-ე მუხლის თანახმად, უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც. სკ-ის 128.3 მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დადაბულია 17.12.92წ., ხოლო სარჩელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 27.07.06წ. აღიძრა. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს საქმეში სათანადო მოსარჩელის სახით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩართვა.

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის, «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-4 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი ვერ იქნება დამოკიდებული უძრავი ქონების მიმართ სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილების გადანაწილებაზე, ამგვარი მიდგომა შედეგად გამოიწვევს პერმანენტული სამართლებრივი გაურკვევლობის მდგომარეობას, ერთიდაიგივე დავის რამოდენიმეჯერ განხილვას. აღნიშნული ფაქტობრივად უტოლდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კანონიერების და დასაბუთებულობის კიდევ ერთი, დამატებითი პროცედურის დაშვებას, სასამართლო აქტების გადასინჯვის დადგენილი პროცედურის შეცვლას. საქმის მასალების მიხედვით, სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სათანადო მოსარჩელედ ჩართვა ა. კ-ის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოტივირებულია იმით, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ტ.1, ს.ფ.126, 148). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილება არ წარმოადგენს ერთხელ უკვე გადაწყვეტილი დავის განახლების საფუძველს.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107-ე დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით ბინის პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად ბინის პრივატიზაციის უფლება ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეებს. ის გარემოება, რომ ვ. პ-ს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის 19.03.07წ. ¹188 ბრძანებულებით არ ადასტურებს ხსენებული დადგენილების მოთხოვნის დარღვევით ბინის პრივატიზაციას, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო «მოქალაქეობის შესახებ» 25.03.93წ. ორგანული კანონის მიღებამდე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მთავრობის 23.04.92წ., 09.10.92წ. დადგენილებებზე მითითება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას ვ. პ-ი სამხედრო მოსამსახურედ არ ირიცხებოდა, სსრ კავშირის შეიარაღებული ძალებიდან ის 16.08.1989წ. არის დათხოვნილი (ტ.1., ს.ფ. 167). მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მიხედვით აღიარებული იქნა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეების, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობდნენ ამ სამხედრო შენაერთებში, დაკავებული ბინების პრივატიზაციის უფლება, ამასთანავე მიეთითა, რომ იმ პირებს, რომლებსაც გადაფორმებული ჰქონდათ საკუთრებაში სამხედრო უწყებიდან მიღებული ბინები, უნარჩუნდებოდათ ყველა უფლება (18-19 პ.პ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, იმსჯელოს მოცემული სარჩელის საფუძვლებთან მათ იდენტურობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვიტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელის დასაშვებობის საკითხი. სასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია დააბრუნოს საქმე ხელახალი განხილვისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.