Facebook Twitter
ბს-485-458(კ-09) 6 აპრილი, 2009 წელი

ბს-485-458(კ-09) 6 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ი-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.

ზ. ი-ურმა სასარჩელო (წარმომადგენელი _ ქ. უ-შვილი) და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: პრივატიზაციის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც საწარმო «...-ის» ¹5 პავილიონი აღირიცხა სს «...-ის» საკუთრებად, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994 წლის 25 ივლისის ¹04.05.53 დადგენილების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 24 მაისის ¹1-4/194 ბრძანების, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 25 თებერვლის ¹26-131/7-3 მოწერილობის, თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 1 აგვისტოს დადგენილების, ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის სამსახურის 2004 წლის 15 სექტემბრის საინვენტარიზაციო გეგმის ბათილად ცნობა; სს «...-ში» იძულებით გაერთიანებული საწარმო «...-ის» ¹5 პავილიონის ამ სააქციო საზოგადოებიდან გასულად მიჩნევა; საწარმო «...-ის» ¹5 პავილიონისთვის დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის აღდგენა; სს «...-ის» სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით ზ. ი-ურის სარჩელზე, დაუშვებლობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ზ. ი-ურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის განსახილველად დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ზ. ი-ურს მიეცა 7 დღის ვადა ხარვეზების _ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდისა და კერძო საჩივრის სათანადო რაოდენობის ასლების წარმოდგენის _ შესავსებად. იმავე განჩინებით განიმარტა, რომ ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. ი-ურის კერძო საჩივარი, ხარვეზების შეუვსებლობის გამო, განუხილველი დარჩა. იმავე განჩინებაში მიეთითა, რომ აღნიშნული განჩინება იყო საბოლოო და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ი-ურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ზურაბ ინაურის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის (გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე) პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოო განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს და შესაბამისად, მხოლოდ ზემდგომი სასამართლო იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას კერძო საჩივრის თაობაზე _ კერძო საჩივრის დასაშვებობის, მისი დაკმაყოფილების თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აქედან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს განჩინება, რომლითაც კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა, საბოლოოა და იგი არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, ზ. ი-ურმა საკასაციო საჩივარი შეიტანა მისივე კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე, რომელიც იყო საბოლოო განჩინება და ამიტომ არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, აღნიშნული გარემოება ზ. ი-ურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ი-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ზ. ი-ურის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.