Facebook Twitter
ბს-487-466(კ-08) 28 ოქტომბერი, 2009წ

ბს-487-466(კ-08) 28 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი(მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «...»

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამართალმემკვიდრეობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

09.03.06წ. შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-3 ნაწილის ბათილად ცნობა და ქ. ბათუმის მთავრობისათვის ქ. ბათუმის მერიის 23.08.94წ. ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მთავრობა შეიჭრა მარეგისტრირებელი ორგანოს ფუნქციებში და ბათილად გამოაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.97წ. დადგენილება, რომლითაც შპს «...» აღიარებული იქნა მრავალდარგობრივი ფირმა შპს «...» სამართალმემკვიდრედ.

ქ. ბათუმის მერიამ 20.03.06წ. შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.07.05წ. დადგენილებისა და შპს «...» წესდების იმ პუნქტების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც შპს «...» გამოცხადდა შპს «...» სამართალმემკვიდრედ. შეგებებულმა მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 28.07.05წ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა შპს «...» და იგი აღიარებული იქნა შპს «...» სამართალმემკვიდრედ. შპს «...» დაფუძნებული იყო «მეწარმეთა შესახებ» 28.10.94წ. კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო «მეწარმეთა შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე» 28.10.94წ. საქართველოს პარლამენტის დადგენილების მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეგისტრაციაგაუქმებულად გამოცხადდებოდნენ. ვინაიდან მრავალდარგობრივ კომერციულ ფირმა «...» ხელახალი რეგისტრაცია 1996 წლის 1 სექტემბრამდე არ გაუვლია, იგი გამოცხადდა ლიკვიდირებულად.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.06წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მთავრობის 17.02.06წ. ¹46 დადგენილების პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მესამე ნაწილი, ბათუმის მერიას დაევალა 23.08.94წ. ¹437 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.07წ. განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.06წ. გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ და ბოლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. გადაწყვეტილება და სსკ-ის 272-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად შეწყდა საქმის წარმოება.

ქ. ბათუმის მერიამ 17.06.09წ. და შპს «...» 07.07.09წ. ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 13.07.09წ. განცხადებით მიმართა აგრეთვე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.09.09წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე შეჩერდა საქმის წარმოება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების განხილვამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.10.09წ. განჩინებით აჭარისა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. ¹ბს-487-466(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინება ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...»-ს შორის მორიგების დამტკიცების შესახებ და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საკასაციო პალატის მითითებით განცხადებაზე თანდართული მასალებით დგინდებოდა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 08.10.07წ. ¹01-22/3351 წერილის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 15.10.07წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 268 კვ.მ. სპორტული მოედნით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. საქართველოს მთავრობის 05.12.07წ. ¹770 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 09.01.08წ. ¹1-1/8 ბრძანებით საქართველოს მთავრობის ზ/აღნიშნული განკარგულების, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 06.02.08წ. გაფორმდა ხელშეკრულება ქონების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება 07.02.08წ. რეგისტრაციაში გატარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეეებს არ წარუდგენიათ და არც ამ გარემოებაზე მიუთითებიათ.

«აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას. ამდენად, სადავო ქონებაზე სასამართლოში საქმისწარმოებისას იგი იყო დაინტერესებული მხარე, ვინაიდან დავის საგანი (ქ. ბათუმი, ... ქ. ¹20-ში მდებარე 497,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) წარმოადგენდა მის მართვა-გამგებლობაში შემავალ ქონებას. სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მორიგების დამტკიცების შესახებ 22.04.09წ. განჩინება გაუქმდა და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.09წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე განახლდა საქმის წარმოება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიის და შპს «...» განცხადებებზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 08.10.07წ. ¹01-22/3351 მომართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 15.10.07წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 268 კვ.მ. სპორტული მოედნით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ» საქართველოს მთავრობის 05.12.07წ. ¹770 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 09.01.08წ. ¹1-1/8 ბრძანებით საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულების, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 06.02.08წ. გაფორმდა ხელშეკრულება ქონების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება 07.02.08წ. რეგისტრაციაში გატარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.

სადავო ქონებაზე სასამართლოში საქმისწარმოებისას, კერძოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იყო დაინტერესებული მხარე და დავის საგანი (ქ. ბათუმი, ... ქ. ¹20-ში მდებარე 497,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) წარმოადგენდა მის მართვა-გამგებლობაში შემავალ ქონებას, რის გამოც სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების საფუძველზე, გაუქმდა კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინება ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...»-ს შორის მორიგების დამტკიცების შესახებ და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 23.10.09წ. განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ სადავოდ ხდიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, რასაც კასატორიც დაეთანხმა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება საქმეში ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის ჩაბმული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე, მან უარი განაცხადა საკასაციო ინსტანციაში მესამე პირად ჩაბმაზე და სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. საჯარო რეესტრის 07.02.08წ. ამონაწერით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20 მდებარე 489,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის სახელმწიფო. «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას. ამდენად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან, მათ შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წამოჭრილ სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს და ამ სახის დავა შეეხება მის ინტერესებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას საქმეში ჩაბმული უნდა იქნენ პირები, რომელთა იურიდიული ინტერესის არსებობა განსახილველი დავის მიმართ დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებებით და სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოქმედებას მოახდენს მათ უფლებებზე.

სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღება სამართალურთიერთობის მონაწილე მხარის დაუსწრებლად ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს პირთა წრე, რომლებსაც იურიდიული ინტერესი გააჩნიათ განსახილველი დავის მიმართ, დავაში უნდა ჩააბას სამართალურთიერთობის მონაწილე ყველა პირი, დააზუსტოს დავის საგანი და სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.08წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საოლოოა და არ საჩივრდება.