ბს-518-489(3კ-09) 18 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, შპს ,,...» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციი) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 5 თებერვალს ბორჯომის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე შპს ,,...’-მა მოპასუხე ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა დღგ-ს ჩათვლა, დღგ-ს ჩათვლების გაუქმება და საურავების დარიცხვის გაუქმება;
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს ,,...» გადახდილად ჩაეთვალა დღგ - 93356,77 ლარის ოდენობით; გაუქმდა შპს ,,...» დღგ –ის ჩათვლის გაუქმება და ჩათვლის დარიცხვა.
აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 მაისის განჩინებით ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ახალციხის საოლქო საგადასახდო ინსპექციამ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 მაისის განჩინება და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში; ამავე განჩინებით საქმეში მე-3 პირებად ჩაებნენ ასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; ხოლო ასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, ი/მ ,,დ. მ-ძე’’, შპს ,,...’’, ი/მ ,,გ. ხ-შვილი’’, ი/მ ,,გ. ო-შვილი’’, ი/მ ,,...’’ შპს ,,...‘’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, ი/მ ,,მ-შვილი ა.’’, ი/მ ,,ა. დ-ალი’’ და ი/მ ,,ა. ფ-ძე’’.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინებით საქმეში მე-3 პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით მე-3 პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპქეცია) გადაყვანილ იქნა საქმეში თანამოპასუხედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციიცს) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპქეციას) დაევალა შპს ,,...» დღგ-ს – 93356,77 ლარზე დარიცხული საურავების მოხსნა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 26 თებერვლის ¹7 შეტყობინება, რომლითაც შპს ,,...» გაუუქმდა დღგ-ს ჩათვლა შემდეგი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით (გამომწერი ი/მ ,,...»): სერია აა05 ¹056813 დღგ-ს თანხა 330 ლარი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 4 იანვრის ¹5 შეტყობინება, რომითაც შპს ,, ,,...» გაუუქმდა დღგ-ს ჩათვლა შემდეგი ანგარიშ-ფაქტურების (გამომწერი შპს ,,...») მიხედვით: სერია: აა-02 ¹004575 დღგ-ს თანხა 1710,68 ლარი; სერია: აა-02 ¹004586 დღგ-ს 1138,80 ლარი; სერია აა-02 ¹004587 დღგ-ს თანხა 749,40 ლარი; შპს ,,...» სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპქეციამ) და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,...» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს ,,...» და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპქეციის) საკასაციო საჩივრები, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განჩინებით შპს ,,...» საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპქეციის) და შპს ,,...» საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპქეციის) და შპს ,,...» საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპქეციის) და შპს ,,...» საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ. ნ-ძეს უნდა დაუბრუნდეს შპს ,,...» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300+4228=4528 ლარი) 70% (3169,6 ლარი).
აქვე საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს შპს ,,...» საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის დაშვებითა და დაკმაყოფილებით, უხეშად დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც გამოიწვია სააპელაციო საჩივრის უკანონოდ დაშვება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად უდავოდ ადასტურებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე რიგი პროცესუალური ნორმების დაღვევის ფაქტს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოტივაცია შეიცავს თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 მაისის განჩინების ბათილობის საფუძვლებს და ამასთან, შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მითითებული საფუძვლით ცალსახად დაექვემდებარებოდა წარმოებაში მიღებას და დაშვებული პროცესუალური ხარვეზები გავლენას ვერ მოახდენდა საპელაციო საჩივრის შემდგომ ბედზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრსა (საგადასახადო ინსპქეციას) და შპს ...» უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. ტ. ნ-ძეს დაუბრუნდეს შპს ,,...» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4528 ლარი) 70% _ 3169,6 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222»;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.