ბს-528-499(კ-09) 18 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 21 აგვისტოს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე თ. ლ-ურმა მოპასუხეების: გურჯაანის რაიონის გამგეობისა და ე. ტ-შვილის მიმართ და მოითხოვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმება და გურჯაანის რაიონის გამგეობასა და ე. ტ-შვილს შორის 2005 წლის 8 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ლ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის გამგეობასა და ე. ტ-შვილს შორის 2005 წლის 8 თებერვლის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლება ე. ტ-შვილის კუთვნილი მაღაზიის მარჯვნივ მდებარე 50 კვ. მ-ის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში თ. ლ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ-შვილმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის გამგეობასა და ე. ტ-შვილს შორის 2005 წლის 8 თებერვლის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლება ე. ტ-შვილის კუთვნილი მაღაზიის მარჯვნივ მდებარე 50 კვ. მეტრზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების იმ ნაწილის, რომლითაც თ. ლ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ლ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თ. ლ-ურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ლ-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ლ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ლ-ურს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.