Facebook Twitter
¹ბს-534-505 (კ-09) 1 ივლისი, 2009წ

¹ბს-534-505 (კ-09) 1 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...» (მოსარჩელე)

მესამე პირი _ მ. ო-შვილი

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «...» 2007 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა გარდაბნის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ 2006 წლის 7 ივლისს მ. ო-შვილის სახელზე გაცემული ¹67 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა და გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტისათვის მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება, ასევე გარდაბნის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის 2006 წლის 7 ივლისის ¹67 მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერება.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის განჩინებით შპს «...» გენერალური დირექტორის ა. ხ-ოვის მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გარდაბნის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის 2006 წლის 7 ივლისის ¹67 მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულ იქნა გარდაბნის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის 2006 წლის 7 ივლისის ¹67 მშენებლობის ნებართვა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ო-შვილი.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ო-შვილის სახელზე გაცემული გარდაბნის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის 2006 წლის 7 ივლისს ¹67 მშენებლობის ნებართვა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შესაბამის სამსახურს) დაევალა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით ხელახლა განიხილოს მ. ო-შვილის განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მ. ო-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მ. ო-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა

საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.