Facebook Twitter
ბს-565-536(კ-09)

ბს-565-536(კ-09) 16 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 30 იანვარს ი/ს ნ. გ-იანმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის შეტყობინების ¹006-785 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, 2006 წლის 12 დეკემბრის შეტყობინების ¹006-44 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 2006 წლის 3 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნის ¹305287, 2006 წლის 28 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ¹305287, 2006 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნის ¹330380 და 2006 წლის 17 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ¹330380 ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-8).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი/მ ნ. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტყროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 ივლისის ოქმი ¹305287 საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილსის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 დეკემბრის შეტყობინება ¹006-785 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 5000 ლარის ნაწილში, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის შეტყობინება ¹006-44 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 5000 ლარის ნაწილში. მოსარჩელე ი/მ ნ. გ-იანის მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს განყოფილების 2006 წლის 17 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ¹330380-ის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ასევე სარჩელი _ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნის და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 დეკემბრს შეტყობინების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 500 ლარის ნაწილში, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 182-188).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და ნ. გ-იანმა. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. გ-იანის სასარჩელო განცხადება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ.)

ნ. გ-იანმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების მესამე ნაწილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 194-215).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. გ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონლალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. Nნ. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 ივლისის ოქმი ¹305287 საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა ¹330380, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 დეკემბრის შეტყობინება ¹006-785, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის შეტყობინება ¹006-44; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს განყოფილების 2006 წლის 17 ივლისის ოქმი საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹330380, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა ¹305287; ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 11 დეკემბრის შეტყობინება ¹006-785, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის შეტყობინება ¹006-44 (იხ. ს.ფ. 253-259).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 267-276).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და ნ. გ-იანმა.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» პუნქტები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» და «გ» პუნქტები. კასატორის განმარტებით. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები; ასევე, საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-6 ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე რეგიონალურმა ცენტრმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

Nნ. გ-იანმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, რამდენადაც მისი მოსაზრებით, არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.