¹ბს-598-567(2კ-09) 2 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 28 ოქტომბერს ი/მ დ. შ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ თელავის საგადასახადო ინსპექციისა და მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელით, შემდგომში კი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹450 საგადასახადო მოთხოვნა დღგ-ს ძირითადი თანხის ჯარიმისა და საურავის, სულ _ 149428 ლარის დარიცხვის ნაწილში, ბათილად ყოფილიყო ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹163 ბრძანება და დავალებოდა თელავის საგადასახადო ინსპექციას ჩამოეწერა დღგ-ს გადასახადის დარიცხული ძირითადი თანხა 59409 ლარი, ჯარიმა _ 59409 ლარი, საურავი _ 30610, სულ _ 149428 ლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 26 ოქტომბრის ¹10 საგადასახადო მოთხოვნა, თელავის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის სამმართველოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული 2005 წლის 24 ივნისის საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი დღგ-ს გადასახადის დარიცხვის ნაწილში და დავალებოდა თელავის საგადასახადო ინსპექციას 2006 წლის 29 მაისს დავალიანების დასაფარად შეტანილი 85831 ლარის გადახდილად ჩათვლა მოსარჩელის ბარათზე შესაბამისი კორექტირებით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ დ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹450 საგადასახადო მოთხოვნა, 2005 წლის 30 სექტემბრის ¹163 ბრძანება, 2005 წლის 26 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა ¹10, 2005 წლის 24 ივნისის ი/მ დ. შ-შვილის შემოწმების აქტი დღგ-ს გადასახადის ძირითადი თანის 59409 ლარის, ჯარიმის _ 59409 ლარისა და საურავის _ 30610 ლარის, სულ _ 149428 ლარის დარიცხვის ნაწილში; თელავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ი/მ დ. შ-შვილის მიერ 2006 წლის 29 მაისს დავალიანების დასაფარად შეტანილი 85831 ლარის გადახდილად ჩათვლა გადამხდელის პირად ბარათზე შესაბამისი კორექტირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო უფლებამონაცვლით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, საგადასახადო ინსპექციას განეხორციელებინა კორექტირება იმ საურავებზე, რომლებიც ერიცხებოდა ი/მ დ. შ-შვილს 85831 ლარის დარიცხვის ნაწილში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ დ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 ივლისის ¹450 საგადასახადო მოთხოვნა, 2005 წლის 30 სექტემბრის ¹163 ბრძანება, 2005 წლის 26 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა ¹10, 2005 წლის 24 ივნისის ი/მ დ. შ-შვილის შემოწმების აქტი დღგ-ს გადასახადის ძირითადი თანხის 59409 ლარის, ჯარიმის _ 59409 ლარისა და საურავის _ 30610 ლარის, სულ _ 149428 ლარის დარიცხვის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელოს მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელთაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 მაისისა და 15 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრები განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.