¹ბს-642-610(კ-09) 22 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. გ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. რუსთავის მერია (მოპასუხე)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. გ-შვილმა 2005 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. რუსთავის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავის მერიის 2000 წლის 31 მაისის ¹82 დადგენილების არარად ცნობა; ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროს კ. ძ-შვილის მიერ 2005 წლის 25 ივლისს დამტკიცებული ¹106 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, არქიტექტორულ-გეგმარებითი დავალების სხვა თანმხლები დოკუმენტაციის ბათილად ცნობა; ბათილად ან არარად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე აშენებული საყოფაცხოვრებო მომსახურების-ობიექტის ნაგებობის დაუყოვნებლივ დემონტაჟის აღსრულება; ქ. რუსთავის მერიის 2000 წლის 31 მაისის ¹82 დადგენილებისა და 2005 წლის 25 ივლისს დამტკიცებული ¹106 მშენებლობის სანებართვო მოწმობის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განჩინებით ასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა მოქალაქე ბ. დ-შვილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არარა აქტად იქნა აღიარებული არქიტექტორულ-გეგმარებითი დავალება საყოფაცხოვრებო მომსახუროების ობიექტის მშენებლობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის კ. ძ-შვილის მიერ 2005 წლის 25 ივლისს გაცემული ¹106 მშენებლობის ნებართვა, მისი გამოცემის მომენტიდან; არარა აქტად იქნა აღიარებული 2005 წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული სამშენებლო პასპორტი; მოსარჩელე გ. გ-შვილის წარმომადგენლის გ. ლ-შვილის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება, რუსთავში, ... ქუჩა ¹12 და ... ქუჩის ¹16 საცხოვრებელი სახლებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთზე აგებული შენობის დემონტაჟის მოთხოვნის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-შვილმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, გარდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა, რომელიც ეხება შენობის დემონტაჟის მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო
სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ. გ-შვილის საკასაციო საჩივრისათვის ო. ჩ-შვილს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი ლარი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ო. ჩ-შვილს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი ლარი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე;
2. ო. ჩ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი ლარი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.