Facebook Twitter

ბს-667-633(კ-09) 23 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ს-უას, ტ. ა-ელის, ხ. ღ-ძის, თ. ჯ-ძის, დ. კ-ძის, ც. ჯ-იას, ნ. გ-შვილის, ა. ი-შვილის, ზ. ზ-შვილის, კ. ჩ-ძის, ა. გ-ძის, ი. ხ-ძის, ქ. ბ-ძის, დ. ზ-შვილი-ჩ-ძის, შ. პ-შვილის, ა. ბ-ავას, ლ. ნ-შვილის, მ. მ-ძის, ზ. ა-შვილის, ზ. ც-შვილისა და გ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ს-უამ, ტ. ა-ელმა, ე. ბ-შვილმა და სხვებმა 22.02.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მესამე პირად საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია დაასახელეს. მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის 5481710 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.08წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ე. ბ-შვილის, მ. გ-ურის, ნ. ა-შვილის, თ. მ-შვილის, ლ. ფ-შვილის, ნ. მ-ძის, მ. ბ-ულის, რ. ვ-შვილის, გ. მ-ძის, მ. მ-ელის, ლ. კ-ძის, ც. მ-ძის, ა. ნ-შვილის, ა. გ-ძის, მ. ჩ-იანის, ზ. გ-ძის, რ. თ-იას, დ. ბ-ძის, გ. თ-შვილის, მ. გ-შვილის, მ. მ-ძის, ლ. თ-ძის, ქ. ს-ძის, ნ. ჩ-ძის, ნ. ზ-შვილის, ჟ. მ-ძის, ლ. ბ-შვილის, მ. ი-ძის, პ. ბ-ძის, ე. ჰ-ინის, ვ. ზ-ძის, ქ. კ-კის, ზ. ც-შვილის, ნ. დ-ძის, ნ. გ-შვილის, ე. ს-უას, ტ. ა-ელის, ხ. ღ-ძის, თ. ჯ-ძის, დ. კ-ძის, ც. ჯ-იას, ნ. გ-შვილის, ა. ი-შვილის, ზ. ზ-შვილის, კ. ჩ-ძის, ი. ხ-ძის, ქ. ბ-ძის, დ. ზ-შვილი-ჩ-ძის, შ. პ-შვილის, ა. ბ-ავას, ლ. ნ-შვილის, მ. მ-ძისა და ზ. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.08წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ს-უამ, ტ. ა-ელმა, ე. ბ-შვილმა და სხვებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-უას, ტ. ა-ელის, ხ. ღ-ძის, თ. ჯ-ძის, დ. კ-ძის, ც. ჯ-იას, ნ. გ-შვილის, ა. ი-შვილის, ზ. ზ-შვილის, კ. ჩ-ძის, ა. გ-ძის, ი. ხ-ძის, ქ. ბ-ძის, დ. ზ-შვილი-ჩ-ძის, შ. პ-შვილის, ა. ბ-ავას, ლ. ნ-შვილის, მ. მ-ძის, ზ. ა-შვილის, ზ. ც-შვილისა და გ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ს-უას, ტ. ა-ელის, ხ. ღ-ძის, თ. ჯ-ძის, დ. კ-ძის, ც. ჯ-იას, ნ. გ-შვილის, ა. ი-შვილის, ზ. ზ-შვილის, კ. ჩ-ძის, ა. გ-ძის, ი. ხ-ძის, ქ. ბ-ძის, დ. ზ-შვილი-ჩ-ძის, შ. პ-შვილის, ა. ბ-ავას, ლ. ნ-შვილის, მ. მ-ძის, ზ. ა-შვილის, ზ. ც-შვილისა და გ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ს-უას, ტ. ა-ელის, ხ. ღ-ძის, თ. ჯ-ძის, დ. კ-ძის, ც. ჯ-იას, ნ. გ-შვილის, ა. ი-შვილის, ზ. ზ-შვილის, კ. ჩ-ძის, ა. გ-ძის, ი. ხ-ძის, ქ. ბ-ძის, დ. ზ-შვილი-ჩ-ძის, შ. პ-შვილის, ა. ბ-ავას, ლ. ნ-შვილის, მ. მ-ძის, ზ. ა-შვილის, ზ. ც-შვილისა და გ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.