¹ბს-689-655(კ-კს-09) 13 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ შპს «...» და სს «...» წარმომადგენლები პ. კ-ძე და კ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (შუამდგომლობის ავტორი) _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გასაჩივრებული განჩინება _ შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 16 მარტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ _ გ. ჩ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა: «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებით შპს «...» თ. კ-იანის სპეციალურ მმართველად დანიშვნის დამტკიცება, სალიცენზიო პირობების შესრულების ვადით, მაგრამ არა უმეტეს 2010 წლის 1 მაისისა, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრული იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებით; სასამართლოს მიერ შუამდგომლობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს «...» მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «დ» ქვეპუნქტების თანახმად, უარის თქმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებით: სასამართლოს წინაშე აღიძრა შუამდგომლობა შპს «...» სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ; თ. კ-იანი დაინიშნა შპს «...» სპეციალურ მმართველად, სალიცენზიო პირობების უწყვეტად შესრულების ვადით, მაგრამ არა უმეტეს 2010 წლის 1 მაისისა; სპეციალურ მმართველს: ა) შპს «...» სახელითა და ხარჯით უნდა უზრუნველეყო სალიცენზიო პირობების შესრულება, კერძოდ, შპს «...» შპს «...» დავალიანების _ 68777519,77 ლარის გადახდა და შპს «...» ქ. თბილისის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგება; ბ) მხოლოდ მას უნდა წარმოედგინა შპს «...» მე-3 პირებთან ურთიერთობაში და მისი უფლებამოსილება უნდა განსაზღვრულიყო «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონითა და შპს «...» წესდებით გათვალისწინებული შპს «...» გენერალური დირექტორის დონეზე; გ) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიში დასამტკიცებლად უნდა წარედგინა სასამართლოსათვის; დ) 2010 წლის 1 მაისამდე სალიცენზიო პირობების შესრულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართა სასამართლოსათვის სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ; ე) თუ 2010 წლის 1 მაისამდე ვერ შესრულდებოდა სალიცენზიო პირობები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართა სასამართლოსათვის აღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ; ვ) შპს «...» მხრიდან ხელის შეშლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაეყენებინა ბრალეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) საჭიროების მიხედვით, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, კომისიაში უნდა წარედგინა განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სპეციალური მმართველის _ თ. კ-იანის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 7500 ლარის ოდენობით; შპს «...» ხელმძღვანელობას დაევალა, ყოველმხრივ შეეწყო ხელი სპეციალური მმართველისათვის _ თ. კ-იანისათვის მისი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიეწოდებინა მისთვის ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტები; გადაწყვეტილება ძალაში იყო კომისიის სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების დღიდან; გადაწყვეტილება მიმართულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის _ გ. ჩ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს «...» სპეციალურ მმართველად დამტკიცდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებით დანიშნული თ. კ-იანი, სალიცენზიო პირობების უწყვეტად შესრულების ვადით, მაგრამ არა უმეტეს 2010 წლის 1 მაისისა; სპეციალურ მმართველს: ა) შპს «...» სახელითა და ხარჯით უნდა უზრუნველეყო სალიცენზიო პირობების შესრულება, კერძოდ, შპს «...» შპს «...» დავალიანების _ 68777519,77 ლარის გადახდა და შპს «...» ქ. თბილისის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგება; ბ) მხოლოდ მას უნდა წარმოედგინა შპს «...» მე-3 პირებთან ურთიერთობაში და მისი უფლებამოსილება უნდა განსაზღვრულიყო «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონითა და შპს «...» წესდებით გათვალისწინებული შპს «...» გენერალური დირექტორის დონეზე; გ) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიში დასამტკიცებლად უნდა წარედგინა სასამართლოსათვის; დ) 2010 წლის 1 მაისამდე სალიცენზიო პირობების შესრულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართა სასამართლოსათვის სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ; ე) თუ 2010 წლის 1 მაისამდე ვერ შესრულდებოდა სალიცენზიო პირობები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართა სასამართლოსათვის აღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ; ვ) შპს «...» მხრიდან ხელის შეშლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაეყენებინა ბრალეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) საჭიროების მიხედვით, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, კომისიაში უნდა წარედგინა განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, სპეციალური მმართველის _ თ. კ-იანის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 7500 ლარის ოდენობით; ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იყო, სპეციალური მმართველის მოთხოვნისას, დაუყოვნებლივ მიეწოდებინა მისთვის ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები; ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევდა ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში; მხარეებს განემარტათ, რომ კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებდა განჩინების აღსრულებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსაფუძვლობის გამო, შპს «...» სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან განსჯადობის წესების შესაბამისად, აღნიშნული შუამდგომლობის განსჯადი სასამართლოსათვის _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის განსახილველად გადაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ ასევე შეიტანეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსაფუძვლობის გამო, შპს «...» სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან განსჯადობის წესების შესაბამისად, აღნიშნული შუამდგომლობის განსჯადი სასამართლოსათვის _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის განსახილველად გადაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს «...» და სს «...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 10 აპრილს, ზეპირი მოსმენის გარეშე; განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის კიდევ ერთი განჩინებით შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო; განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში, მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებით განმარტებული იყო იმავე განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ვადა და წესი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს «...» და სს «...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამდენად, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება არ შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო, როგორც კერძო, ისე სააპელაციო საჩივრით. სასამართლოს მიერ გამოტანილ აქტზე, მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე, დაიშვებოდა მხოლოდ კერძო საჩივარი, რის გამოც შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს «...» და სს «...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინება; განჩინება არ გასაჩივრდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობა (ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიხედვით), «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრულ განსჯადობას მოპასუხეთა ადგილმდებარეობის შესახებ. «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონი და სახელდობრ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის ანალიზი ცხადყოფდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებით ნიშნავდა სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენდა სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც შინაარსობრივად და არსობრივად, მიზნობრივი დატვირთვით, განჩინების ფორმით უნდა ყოფილიყო მიღებული და ამ შემთხვევაში, «სასამართლოს გადაწყვეტილება» გაგებული უნდა ყოფილიყო იმგვარად, რომ იგი გულისხმობდა ასევე განჩინების ფორმით სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დასაბუთებული იყო, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი.
შპს «...» და სს «...» კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს შპს «...» და სს «...» წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა, სასარჩელო წარმოების წესით განსახილველად იმავე, სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.
შპს «...» და სს «...» კერძო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე, შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებასა და შპს «...» და სს «...» კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს შპს «...» და სს «...» წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის (სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე) არსებითად განსახილველად იმავე, სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.
შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის კერძო საჩივარში, მისი ავტორები განმარტავენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, კონკრეტული სასამართლო დადგენილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს კერძო საჩივრით გასაჩივრების ობიექტი, თუ მისი ამ სახით გასაჩივრების შესაძლებლობა პირდაპირ, პოზიტიური ფორმით არის გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმით. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის სპეციალურ მოწესრიგებას. არც ერთი დასახელებული კოდექსი არ ითვალისწინებს აღნიშნული საკითხის განჩინების ფორმით გადაწყვეტას და შესაბამისად, მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა არსებითად _ საქმეზე მიიღო არსებითი ხასიათის სასამართლო დადგენილება. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლითა და 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელთა ნორმების შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა სწორედ სააპელაციო და არა კერძო საჩივრითYგასაჩივრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინებით, შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის კერძო საჩივრისა და ხსენებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებით განმარტებული იყო იმავე განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ვადა და წესი, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს «...» და სს «...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და ამდენად, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება არ შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო, როგორც კერძო, ისე სააპელაციო საჩივრით. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ აქტზე, მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე, დაიშვებოდა მხოლოდ კერძო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივრის ავტორთა მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, კონკრეტული სასამართლო დადგენილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს კერძო საჩივრით გასაჩივრების ობიექტი, თუ მისი ამ სახით გასაჩივრების შესაძლებლობა პირდაპირ, პოზიტიური ფორმით არის გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის სპეციალურ მოწესრიგებას, არც ერთი დასახელებული კოდექსი არ ითვალისწინებს აღნიშნული საკითხის განჩინების ფორმით გადაწყვეტას და შესაბამისად, მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კი პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა არსებითად _ საქმეზე მიიღო არსებითი ხასიათის სასამართლო დადგენილება, მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლითა და 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელთა ნორმების შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა სწორედ სააპელაციო და არა კერძო საჩივრითYგასაჩივრებას.
ამდენად, შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტას სასამართლოს მიერ განჩინების მიღებითა და ხსენებული განჩინების მხოლოდ კერძო საჩივრით გასაჩივრების წესის განმარტებით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორები, ფაქტობრივად, ამტკიცებენ, რომ შპს «...» თ. კ-იანის სპეციალურ მმართველად დანიშვნის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობა უნდა განხილულიყო სასარჩელო წარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები არ შეიცავს სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის სპეციალურ მოწესრიგებას, ანუ სპეციალურ საპროცესო ნორმებს ამ საკითხის თაობაზე, მაგრამ ხსენებულ საკითხს არეგულირებს «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტი, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზირებადი საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ლიცენზიის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის მე-2 წინადადებაში ნათლად არის მითითებული, რომ ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და მისი დანიშვნის დამტკიცებისათვის დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს შესაბამის შუამდგომლობას გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებაში იგულისხმება არა მარტო უშუალოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ სასამართლოს განჩინებაც, ანუ სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო აქტების ზოგად, კრებით, ტერმინს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას ითვალისწინებს ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე, ხოლო, რადგან შუამდგომლობა არ არის სარჩელი, შესაბამისად, ხსენებულ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში იგულისხმება სასამართლო განჩინება და შპს «...» თ. კ-იანის სპეციალურ მმართველად დანიშვნის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განხილვა ნიშნავს სასამართლოს მიერ ხსენებული შუამდგომლობის დამტკიცების საკითხის გადაწყვეტას, ანუ სასამართლოს მიერ ამ საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს დასახელებული შუამდგომლობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტული სპეციალური მმართველის დამტკიცებას და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის ჩვეულებრივი _ სასარჩელო წარმოების წესით შუამდგომლობის განხილვას და მასზე კლასიკური ფორმით (სარჩელის წარდგენა) სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული (სამოქალაქო) საპროცესო კანონმდებლობა არ მოიცავს სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის სპეციალურ საპროცესო რეგულაციას, შესაბამისად, აღნიშნული ლოგიკურად გამორიცხავს ამ საკითხთან მიმართებაში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გასაჩივრების სპეციალური შეზღუდვის გავრცელებას და ამავდროულად, აფუძნებს ამავე ნაწილის ნორმის შესაბამისი ტექსტით გამოხატული, კერძო საჩივრის შეტანას დაქვემდებარებული ობიექტის ზოგადი დეფინიციის გამოყენებას _ ასეთ ობიექტად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების ლეგალურად კონსტატაციას, ანუ სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის საპროცესო რეგულაცია არ შეიცავს სპეციალური რეგულაციის ხსენებულ საკანონმდებლო ელემენტს და ამ კუთხით, მთლიანად განისაზღვრება ზოგადი რეგულაციის დასახელებული, შესაბამისი ობიექტის მარეგლამენტირებელი, პრინციპის ხასიათის მქონე დებულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის _ გ. ჩ-შვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინების (ტ. 1, ს.ფ. 131-133) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტზე, რომლითაც განიმარტა ხსენებული განჩინების გასაჩივრება კერძო საჩივრით. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ კერძო საჩივართან ერთად, ასევე შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მესამე წინადადებების მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო წესით სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის _ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობა, ანუ ისეთი გადაწყვეტილება (განჩინება), რომელზეც სასამართლოს მიერ განიმარტა სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ხოლო თუ სახეზე არ არის ამგვარი გადაწყვეტილება (განჩინება), არ არსებობს არც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების ობიექტი და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებული, სააპელაციო საჩივრის შეტანით გასაჩივრებას დაქვემდებარებული პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება (განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ხსენებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე შპს «...» და სს «...» წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს შპს «...» და სს «...» სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.