Facebook Twitter

ბს-707-673 (კ-09) 8 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, წარმომადგენელი _ ნ. წ-ძე (2008 წლის 18 ივნისის ¹01/1184 რწმუნებულება)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს «...», წარმომადგენელი _ ტ. ბ-ძე (2009 წლის 24 ნოემბრის რწმუნებულება, სანოტარო აქტი ¹090780301)

მესამე პირი _ სს «...» (არ გამოცხადდა)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 16 მაისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ სს «...», მესამე პირის _ სს «...» მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობისა და ვადაგადაცილებით შესრულებისათვის სანქცია-საურავების 168 296 ლარის დაკისრების თაობაზე.

სასარჩელო განცხადების თანახმად, 2004 წლის 15 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემსყიდველს), სს «...» (დამკვეთს) და სს «...» (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა ¹33.04-22 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება სს «...» 510 მვა, 500/220 ავტოტრანსფორმატორის «4ატ»-ს 2 ფაზის კაპიტალური შეკეთება-რეკონსტრუქციის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 445 000 ლარს, ხოლო შესრულების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 31 დეკემბერი. მიღება-ჩაბარების აქტი 445 000 ლარის სამუშაოს მიღებაზე გაფორმდა 2005 წლის 5 აგვისტოს.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში განმარტავდა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების დროს გამოვლინდა დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რის გამოც 2005 წლის 11 ივლისს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება 116 329 ლარის დამატებითი სამუშაოების შესრულების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2005 წლის 15 სექტემბერი. Gაღიწერა კონკრეტული სამუშაოების დასახელება და მათი შესრულების გეგმა-გრაფიკი. 2005 წლის 5 აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელს 86 329 ლარის სამუშაოები შესრულებული აქვს ვადაში, რაც შეეხება დანართის მე-18 პარაგრაფით განსაზღვრულ სამუშაოებს, კერძოდ, «22ბ» და «23ბ» უჯრედების საჰაერო ამომრთველების კაპიტალურ შეკეთებას, რომელთაგან თითოეულის ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს, მისი ერთი ნაწილის _ «23ბ» უჯრედის საჰაერო ამომრთველის შეკეთების სამუშაო მოპასუხემ შეასრულა ვადაგადაცილებით, ნაცვლად დამატებით ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადისა (2005 წლის 15 სექტემბერი), 2006 წლის 24 თებერვალს, ანუ 23 კვირის ვადაგადაცილებით, რაც შეეხება «22ბ» ამომრთველის შეკეთებას, აღნიშნული სამუშაო მიმწოდებლის მიერ საერთოდ არ შესრულებულა.

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვადის გადაცილების შემთხვევაში ვალდებული იყო, შემსყიდველის სასარგებლოდ გადაეხადა დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,15 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენდა 216 დღეს, ხოლო ჯარიმა _ 144 180 ლარს. 2005 წლის 11 ივლისის დამატებითი ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაზე მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 0,15 %-ის ოდენობით. ამდენად, «23ბ» უჯრედის საჰაერო ამომრთველის შეკეთების სამუშაოს 13 კვირის ვადაგადაცილების გამო ჯარიმა შეადგენდა 4013 ლარს. რაც შეეხება «22ბ» ამომრთველის შეკეთებას, აღნიშნული სამუშაო საერთოდ არ შესრულებულა, ვადაგადაცილებული იყო 115 კვირა, შესაბამისად სანქცია შეადგენდა 20 066 ლარს. ამასთან ხელშეკრულების შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,25 % და შეადგენდა 37 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის _ სს «...» 168 296 ლარის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 15 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემსყიდველს), სს «...» (დამკვეთს) და სს «...» (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა ¹33.04-22 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება სს «...» 510მვა, 500/220 ავტოტრანსფორმატორის «4ატ»-ს 2 ფაზის კაპიტალური შეკეთება-რეკონსტრუქციის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 445 000 ლარს, ხოლო შესრულების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 31 დეკემბერი. საქმეში წარმოდგენილი სს «...» წერილებით ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ, კერძოდ, 2004 წლის ოქტომბრის ორი წერილით, 2004 წლის ნოემბრის 4 წერილით, 2004 წლის დეკემბრის წერილით, საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მიმართავდა მოსარჩელე მხარეს და ითხოვდა, მომხდარიყო მისი დაშვება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად. 2004 წლის 30 ნოემბრის წერილის თანახმად, სს «...» ავტოტრანსფორმატორის გამორთვის ნებართვა მიიღო 2004 წლის 21 ნოემბერს, 13:00 საათზე. Mმოპასუხემ დაიწყო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები, მაგრამ იმავე დღეს სისტემაში შექმნილი ავარიული სიტუაციის გამო საღამოს 17:30 საათზე დისპეტჩერის მოთხოვნით სს «...» შეწყვიტა სამუშაოები. ელექტროსისტემის სადისპეტჩერო სამსახურის მიერ გამორთვა გადაიდო გაურკვეველი ვადით. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს «...», სს «...» და სს «...» შორის 2005 წლის 4 ივნისს გაფორმებულ იქნა ¹54.06.06-298 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულის თანახმად, მხარეთა შორის 2004 წლის 15 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სს «...» 801 მვა, 500/220 ავტოტრანსფორმატორის «4ატ»-ს რეკონსტრუქცია, რისთვისაც საჭირო იყო ავტოტრანსფორმატორის გამორთვა, გამორთვაზე ნებართვა უნდა გაეცა შპს «...» სადისპეტჩერო სამსახურს. 2004 წლის ნოემბერ-დეკემბერში ენერგოსისტემაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო სადისპეტჩერო სამსახურმა ნებართვა ვერ გასცა და სს «...» სამუშაოებზე დაშვებული ვერ იქნა. აღნიშნულის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შესრულდა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს «...» მიერ 2005 წლის ივნისიდან 5 ივლისამდე შესაბამისის განკარგულების გაცემა, რომელშიც აისახებოდა სს «...» უფლება დროებით გაეთიშა ავტოტრანსფორმატორი «4ატ», შეკეთება-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესასრულებლად. ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს «...» კისრულობდა ვალდებულებას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს «...» და სს «...» შორის 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, გაეცა შესაბამისი განკარგულება 2005 წლის 5 ივნისიდან 5 ივლისამდე ავტოტრანსფორმატორის დროებითი გათიშვის შესახებ. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება სს «...» მიერ ავტოტრანსფორმატორის დროებით გათიშვის პროცესში, 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამონისთვის გადაეხადა 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სს «...» კისრულობდა ვალდებულებას აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს «...» მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შედეგად სს «...» ავტოტრანსფორმატორის გამორთვის პერიოდში ჯეროვნად შეესრულებინა 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. Aამდენად, სს «...» კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვანი შესრულების შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ რაც ენერგოსისტემა გამორთავდა ტრანსფორმატორს. 2005 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების შემდეგ გაფორმდა გეგმა-გრაფიკი, რომლიც დამტკიცებულ იქნა 2005 წლის 7 ივნისს.

საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად სცნო, რომ მხარეებს შორის 2005 წლის 11 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹33.04-22 ხელშეკრულების დამატება, რომლის პრეამბულის თანახმად, 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს გამოვლენილი დამატებითი დეფექტებიდან გამომდინარე, შემსყიდველის მიერ წარმოებული მოლაპარაკების საფუძველზე, სს «...» 4ატ 801 მვა 500/220 ავტოტრანსფორმატორის «ა» და «ც» ფაზების რეკონსტრუქციის სამუშაოებზე მიიღო მიმწოდებლისაგან წინადადება 116 329 ლარის სამუშაოს შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2005 წლის 15 სექტემბერი. გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 აგვისტო, ამდენად, სს «...» სამუშაოს შესრულება უნდა განეხორციელებინა წინსწრებით. 2005 წლის 3 აგვისტოს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი «...» ავტოტრანსფორმატორის «ა» და «ც» ფაზების შეკეთება-რეკონსტრუქციისათვის შესრულებულ სამუშაოებზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის დასკვნის შესაბამისად, შემსყიდველი და დამკვეთი შესრულებულ სამუშაოებს აძლევდნენ დადებით შეფასებას და მიმწოდებლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა, ავტოტრანსფორმატორი შეიძლებოდა შეყვანილიყო ექსპლუატაციაში. ამავე დღეს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი «ა» და «ც» ფაზების შეკეთების პროცესში «4ატ»-სა და «4ატ»-ს 500კვ და 220 კვ უჯრედებში არსებული დეფექტების აქტი, რომლის საფუძველზე შედგა დამატებითი სამუშაოების მოცულობის აქტის მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა დამატებითი ხელშეკრულებით გათვალსწინებულ სამუშაოებზე. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იყო, რომ ვინაიდან «4ატ»-ს «22ბ», «23ბ» უჯრედების საჰაერო ამომრთველების შეკეთება, რომელიც გათვალისწინებული იყო დამატებითი მოცულობის აქტით, მოითხოვდა ხანგრძლივ დროს და შეუძლებელი იყო გამორთვის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში, ეს სამუშაოები შესაძლებელელი იყო, შესრულებულიყო ავტოტრანსფორმატორის ჩართვის შემდეგ, ვინაიდან მას არ სჭირდებოდა «4ატ»-ს გამორთვა და ეს სამუშაოები შესრულებული იქნებოდა სს «...» მიერ ავტოტრანსფორმატორის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ. 2006 წლის 27 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად სცნო, რომ დამკვეთის მხრიდან დაშვებულ იქნა «შემსრულებელი» «23ბ» უჯრედის საჰაერო ამომრთველის კაპიტალური შეკეთების ჩასატარებლად 2005 წლის აგვისტოს თვეში. მის მიერ შესრულებულ იქნა აღნიშნული სამუშაოები «დამკვეთის» მხრიდან დამტკიცებული გეგმა-გრაფიკისა და დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე 2005 წლის 5 სექტემბრამდე. Aანუ «23ბ»-ს საჰაერო ამომრთველის შეკეთება დაიწყო 2005 წლის 25 აგვისტოს და დამთავრდა 2005 წლის 7 სექტემბერს, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებად სასამართლომ მიიჩნია ასევე საქმეში წარმოდგენილი სს «...» ელექტრონული მოწყობილობების რემონტების აღრიცხვის ჟურნალიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ჟურნალში ჩანაწერი განხორციელებულია 2005 წლის 24 სექტემბერს.

საქმეში წარმოდგენილი სს «...» გაკოტრების მმართველის თ. ბ-ძის 2006 წლის 9 თებერვლის ¹2/39 წერილში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიმართ, მითითებული იყო 2005 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული «22ბ» და «23ბ» საჰაერო ამომრთველების შეკეთების თაობაზე. «23ბ» ამომრთველის შეკეთება ჩატარებული იყო და ის ექსპლოატაციაში ჩაირთო 2005 წლის 28 დეკემბერს, ხოლო «22ბ» უჯრედის საჰაერო ამომრთველის შეკეთება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისი შეკეთებაში გამოყვანით მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ელექტრო სისტემის მუშაობის იმედიანობა, ელექტროსისტემის არამდგრადი მდგომარეობის გამო. ამიტომ გაკოტრების მმართველი მიზანშეწონილად მიიჩნევდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ შეიქმნებოდა მისი შეკეთების პირობები. საქმეში წარმოდგენილი წერილებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ არაერთხელ, კერძოდ, 2006 წლის 23 და 27 თებერვალს მიმართა მოსარჩელეს და სს «...»¬ გაკოტრების მმართველს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული 2004 წლის 15 სექტემბრის ¹33.04-22 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სს «...» მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად დამკვეთი ვალდებული იყო, მოეხდინა მისი სამუშაოზე დაშვება, მოცემულ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ტრანსფორმატორის გამორთვა, რის შემდგომაც შესაძლებელი იქნებოდა მოპასუხის მიერ სამუშაოს შესრულება. ამავე კოდექსის მე-400 და 401-ე მუხლებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალე პასუხს არ აგებდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის თუ ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული მისი ბრალით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებდა იმას, რომ 2004 წლის 15 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემსყიდველს), სს «...» (დამკვეთს) და სს «...» (მიმწოდებელს) შორის გაფორმებული ¹33.04-22 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესაბამისად, სს «...» 510მვა, 500/220 ავტოტრანსფორმატორის «4ატ»-ს 2 ფაზის კაპიტალური შეკეთება-რეკონსტრუქციის სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევა არანაირად არ იყო გამოწვეული სს «...» ბრალეული ქმედებით, პირიქით ხელშეკრულების შესაბამისად, დამკვეთი იყო ვალდებული მოეხდინა სს «...» სამუშაოზე დაშვება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე განხილულ იქნა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ არასწორია სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება მხარეებს შორის 2004 წლის 4 ივნისს შედგენილი შეთანხმების საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნულ შეთანხმებაში არ იყო განსაზღვრული თავდაპირველი ხელშეკრულების შესრულების რაიმე სხვა ვადა. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ შეცვლილა, ვადაგადაცილებისათვის მხარე ვალდებულია, გადაიხადოს სანქცია-საურავი 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2005 წლის 5 აგვისტომდე. კასატორი ასევე მიუთითებს 2005 წლის 7 ივნისს დამტკიცებულ გეგმა-გრაფიკზე, რომელიც შედგენილია სს «...» და სს «...» მიერ და მასზე სამინისტროს წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. ამდენად, აღნიშნული გეგმა-გრაფიკი კასატორს მიაჩნია არასრულფასოვან დოკუმენტად.

კასატორი თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება «22ბ» საჰაერო ამომრთველის შეკეთების სამუშაოს შესრულების შეუძლებლობაზე და მიუთითა სს «...» 2006 წლის 9 თებერვლის წერილზე. სამუშაოების შესრულებით ელექტრო სისტემის იმედიანობისა და მდგრადობის შემცირება, არ გულისხმობდა მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობას, ვინაიდან არ გაფორმებულა არანაირი შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტისა და შემსრულებლის მიერ სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე. ასევე არ არსებობდა სხვა რაიმე დოკუმენტი, რაც მხარეს უფლებას მისცემდა, აღარ შეესრულებია დაკისრებული ვალდებულება. კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს სამუშაოების შეუსრულებლობისათვის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,25%, რის გამოც სს «...» უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ამ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო მიჩნეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით ცნობილ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2005 წლის 4 ივნისს გაფორმებული ¹54.06.06-298 ხელშეკრულებით, რაკი მხარეებს შორის უკვე არსებული 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ შეცვლილა, ვადაგადაცილებისათვის სს «...» ვალდებულია გადაიხადოს სანქცია-საურავი. საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 15 სექტემბერის ¹33.04-22 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ვადა სს «...» 510 მვა, 500/220 ავტოტრანსფორმატორის «4ატ»-ს 2 ფაზის კაპიტალური შეკეთება-რეკონსტრუქციისათვის განსაზღვრული იყო 2004 წლის 31 დეკემბერი. საქმეში წარმოდგენილი წერილების თანახმად, სს «...» მიმართავდა მოსარჩელე მხარეს და ითხოვდა მომხდარიყო მისი დაშვება «4ატ»-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად.

უდავოა, რომ სს «...» მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2004 წლის 31 დეკემბერი) ვერ მოხერხდა. მას გააჩნდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუ «დამკვეთი» აცნობებდა ობიექტზე შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ, ემოქმედა «დამკვეთის» მითითებით. 2004 წლის 30 ნოემბრის წერილის თანახმად, ავტოტრანსფორმატორის ელექტროსისტემის სადისპეტჩერო სამსახურიდან გამორთვის ნებართვა მიიღო 2004 წლის 21 ნოემბერს, 13:00 საათზე, მაგრამ იმავე დღეს სისტემაში შექმნილი ავარიული სიტუაციის გამო საღამოს 17:30 საათზე დისპეტჩერის მოთხოვნით სს «...» შეწყვიტა სამუშაოები, ხოლო ელექტრო სისტემის სადისპეტჩერო სამსახურის მიერ გამორთვა გადაიდო გაურკვეველი ვადით. ამდენად, სს «...» შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას «დამკვეთის» მხრიდან დაშვების გარეშე ეწარმოებინა ავტოტრანსფორმატორის შეკეთება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს «...», სს «...» და სს «...» შორის 2005 წლის 4 ივნისს გაფორმებული ¹54.06.06-298 ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მხარეთა შორის 2004 წლის 15 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სს «...» 801 მვა, 500/220 ავტოტრანსფორმატორის «4ატ»-ს რეკონსტრუქციისათვის საჭირო ავტოტრანსფორმატორის გამორთვის ნებართვა ვერ გასცა შპს «...» სადისპეტჩერო სამსახურმა, რის გამოც სს «...» ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შეასრულა. ხელშეკრულების თანახმად, შპს «...» კისრულობდა ვალდებულებას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სს «...» და სს «...» შორის 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, გაეცა შესაბამისი განკარგულება 2005 წლის 5 ივნისიდან 5 ივლისამდე ავტოტრანსფორმატორის დროებით გათიშვის შესახებ. ამდენად, ახალი ხელშეკრულებით, რომელიც დადებულ იქნა 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულების შესასრულებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვრა 2005 წლის 5 ივლისი.

საკასაციო სასამართლო ზოგადად ადასტურებს სადავო ურთიერთობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის გამოყენების სისწორეს და მიიჩნევს, რომ თავდაპირველი (2004 წლის 15 სექტემბრის) ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში სს «...» ბრალის არარსებობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მათ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის 2005 წლის 4 ივნისს გაფორმებული ¹54.06.06-298 ხელშეკრულება ადასტურებს «მიმწოდებლის» მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობას, ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სს «...» მხრიდან უშუალოდ იყო დამოკიდებული «დამკვეთის» მიერ დაშვებაზე. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ახალი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად.

კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2005 წლის 7 ივნისს შედგენილი გეგმა-გრაფიკი სამუშაოების შესრულების შესახებ დამტკიცებული არ არის სამინისტროს მხრიდან, რაც აღნიშნული დოკუმენტის არასრულფასოვნებას განაპირობებს, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან 2005 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების შემდეგ გაფორმდა გეგმა-გრაფიკი, რომელიც დამტკიცებულ იქნა 2005 წლის 7 ივნისს და სს «...» ავტოტრანსფორმატორის 801 მვა 500/220 კვ. «ა» და «ც» ფაზების რეკონსტრუქციის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2005 წლის 3 ივლისს, რის შემდეგაც მოხდებოდა 72 საათიანი დაკვირვება ავტოტრანსფორმატორის მუშაობაზე ტვირთის ქვეშ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2005 წლის 4 ივნისს ხელშეკრულების დადებისას გამოხატა ნება სამუშაოების შესასრულებლად ახალი ვადის განსაზღვრისათვის. რაც შეეხება გეგმა-გრაფიკს, მასში გაწერილ იქნა შესასრულებელი სამუშაოს დრო და შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულების მონაწილე იმ პირთა მიერ, რომელთაც უშუალოდ მონაწილეობა უნდა მიეღოთ ავტოტრანსფორმატორის შეკეთებისას სამუშაოების შესრულებასა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სამინისტროს მხრიდან აღნიშნული დოკუმენტის შეუთანხმებლობა მის არასრულფასოვნებას ვერ განაპირობებს, ვინაიდან მხარეთა მიერ გეგმა-გრაფიკის შეთანხმების სხვაგვარი წესი წინასწარ დადგენილი არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2005 წლის 3 აგვისტოს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე. აღნიშნული აქტით ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ სს «...» 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გამოვლენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად შეასრულა დამატებითი სამუშაოები. 2005 წლის 3 აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა როგორც 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე გამოვლენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული დამატებითი სამუშაოები, რომელთა გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ავტოტრანსფორმატორის სრულფასოვანი ექსპლოატაცია. მხარეებს რაიმე პრეტენზია მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას შესრულებული სამუშაოების მიმართ არათუ არ გამოუთქვამთ, არამედ დამტკიცდა დამატებითი სამუშაოების მოცულობა 2005 წლის 7 ივლისის გეგმა-გრაფიკით, ხოლო 2005 წლის 11 ივლისის დამატებით 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებაზე მხარეებმა იკისრეს ვალდებულებები გამოვლენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ სამუშაოების 2005 წლის 3 აგვისტომდე გაგრძელება გამოწვეული იყო «მიმწოდებლის» ბრალით, არამედ დადგენილია, რომ ავტოტრანსფორმატორის ფუნქციონირებისათვის ჩატარებულ იქნა რიგი დამატებითი სამუშაოები, რაც რასაკვირველია, საჭიროებდა დამატებით დროს.

მხარეებს შორის 2005 წლის 11 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹33.04-22 ხელშეკრულების დამატება, რომლის პრეამბულის თანახმად, 2004 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს გამოვლენილი დამატებითი დეფექტებიდან გამომდინარე, შემსყიდველის მიერ წარმოებული მოლაპარაკების საფუძველზე, სს «...» 4ატ 801 მვა 500/220 ავტოტრანსფორმატორის «ა» და «ც» ფაზების რეკონსტრუქციის სამუშაოებზე მიიღო «მიმწოდებლისაგან» წინადადება 116 329 ლარის სამუშაოს შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2005 წლის 15 სექტემბერი. გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 აგვისტო, ამდენად სს «...» სამუშაოს შესრულება უნდა განეხორციელებინა წინსწრებით. 2006 წლის 27 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ «23ბ» უჯრედის საჰაერო ამომრთველის კაპიტალური შეკეთება დამთავრდა 2005 წლის 7 სექტემბერს, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულს ასევე ადასტურებს სს «...» ელექტრონული მოწყობილობების რემონტების აღრიცხვის ჟურნალიდან ამონაწერი, სადაც ჩანაწერი განხორციელებულია 2005 წლის 24 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი სს «...» გაკოტრების მმართველის თ. ბ-ძის 2006 წლის 9 თებერვლის ¹2/39 წერილით დგინდება, რომ «23ბ» ამომრთველის შეკეთება ჩატარებული იყო და ის ექსპლოატაციაში ჩაირთო 2005 წლის 28 დეკემბერს, ხოლო «22ბ» უჯრედის საჰაერო ამომრთველის შეკეთება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისი შეკეთებაში გამოყვანით მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ელექტრო სისტემის მუშაობის იმედიანობა, ელექტრო სისტემის არამდგრადი მდგომარეობის გამო. ამიტომ სს «...» გაკოტრების მმართველი მიზანშეწონილად მიიჩნევდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ შეიქმნებოდა მისი შეკეთების პირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებაზე. აღნიშნულ დავაზე სს «...» სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ 15 000 ლარის დაკისრების თაობაზე მიჩენულ იქნა საფუძვლიანად და მოპასუხეს _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ამდენად, დღეისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სს «...» მიერ მხარეებს შორის 2005 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესრულდა სს «...» 4ატ 801 მვა 500/220 ავტოტრანსფორმატორის «4ატ» 220 კვ «23ბ» უჯრედში საჰაერო ამომრთველის ტიპი _ 220/15 კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა არანაირი შეთანხმება სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობა ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას განაპირობებდა, უსაფუძვლოა. საქმეში წარმოდგენილი წერილებით ენერგეტიკის სამინისტროსა და სს «...» დასტურდება, რომ სს «...» დაშვება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხდა «22ბ» უჯრედის საჰაერო ამომრთველის შესაკეთებლად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გარემოებები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. სარჩელის ამ მოთხოვნის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის გამოყენება, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია და თვლის, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებული, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება მიღებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 410-ე და 257-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.