Facebook Twitter
¹ბს-716-682(კ-09) 24 ივლისი, 2009 წელი

¹ბს-716-682(კ-09) 24 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს «...» წარმომადგენელ დ. ხ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 18 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა და საქმეშიც არ იყო წარმოდგენილი შპს «...» მიერ დ. ხ-იანზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი, როგორც წარმომადგენლის მიერ შპს «...» სახელით საკასაციო საჩივრის შეტანის, ანუ საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება. გარდა ამისა, შპს «...» საკასაციო საჩივარს თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი, თუმცა მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, ასევე საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. საკასაციო საჩივარი ასევე არ შეიცავდა კასაციის განაცხადის შესაბამის ნაწილს.

ზემოაღნიშნული განჩინებით კასატორ შპს «...» დაევალა, ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა შპს «...» მიერ დ. ხ-იანზე გაცემული, საკასაციო საჩივრის შეტანის სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, ასევე _ სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის გადახდის ქვითარი და კასაციის განაცხადის შესაბამისი ნაწილის შემცველი საკასაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით, იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. ¹18) შპს «...» წარმომადგენელ დ. ხ-იანს ჩაჰბარდა 2009 წლის 30 მაისს, ხოლო შპს «...» დირექტორ ი. ს-ძისთვის იმავდროულად გაგზავნილი, ხსენებული განჩინების შემცველი კონვერტი ი. ს-ძეს არ ჩაჰბარდა და უზენაეს სასამართლოში უკან დაბრუნდა.

2009 წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება, შესაბამისად, განმეორებითა და დამატებით გაეგზავნათ შპს «...» დირექტორს _ ი. ს-ძეს და შპს «...» წარმომადგენელ დ. ხ-იანს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება ი. ს-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. ¹47) ჩაჰბარდა 2009 წლის 13 ივლისს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს «...» (წარმომადგენელმა _ დ. ხ-იანმა) მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები. აღნიშნული გარემოება შპს «...» წარმომადგენელ დ. ხ-იანის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (ამ მუხლში) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, შპს «...» წარმომადგენელ დ. ხ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს «...» წარმომადგენელ დ. ხ-იანის საკასაციო საჩივარი;

2. ი. ს-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.