¹ბს-722-687(კ-09) 23 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
24.04.08წ. ვ. ბ-ძემ, მ. გ-ძემ, ნ. ბ-ძემ, დ. ბ-ძემ და ა. ბ-ძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 01.09.06წ. ¹835 ბრძანებისა და ქ. ბათუმის მერის 29.02.08წ. ¹178 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.06.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 29.02.08წ. ¹178 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 08.02.08წ. ¹98 ბრძანების პირველი ნაწილის 29-ე პუნქტი და ¹790 საკუთრების უფლების მოწმობა, მოსარჩელეების მოთხოვნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 01.09.06წ. ¹835 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ, ვ. ბ-ძემ, მ. გ-ძემ, ნ. ბ-ძემ, დ. ბ-ძემ და ა. ბ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.08წ. განჩინებით მ. გ-ძის, ნ. ბ-ძის, დ. ბ-ძის და ა. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.08წ. გადაწყვეტილებით ვ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქალაქ ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.06.08წ. გადაწყვეტილება ვ. ბ-ძის, მ. გ-ძის, ნ. ბ-ძის, დ. ბ-ძისა და ა. ბ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ბ-ძის, მ. გ-ძის, ნ. ბ-ძის, დ. ბ-ძისა და ა. ბ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერის 08.02.08წ. ბრძანების პირველი პუნქტის 29-ე ქვეპუნქტის და ¹790 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.06.08წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადამხდელ პირს, მ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70 პროცენტი, 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ვ. ბ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.