Facebook Twitter
¹ბს-731-696(კ-09) 9 სექტემბერი, 2009წ

¹ბს-731-696(კ-09) 9 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. დ-ძე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. ნ. და ა. ვ-ძეები

(მოსარჩელეები)

2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის

სარეგისტრაციო სამსახური

3. აჭარის ა.რ. სააღსრულებო ბიურო

(მოპასუხეები)

დავის საგანი – ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების დადგენა და რეგისტრაციის დავალდებულება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. და ხ. ვ-ძეებმა 2007 წლის 26 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 13 აპრილის განკარგულების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების დადგენა და რეგისტრაციის დავალდებულება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. და ხ. ვ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. მ-ძის 2004 წლის 13 აპრილის ¹5 განკარგულება თ. დ-ძეზე მოვალე გ. ვ-ძის კუთვნილი ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე, როგორც უკანონოდ გაცემული; ბათილად იქნა ცნობილი თ. დ-ძეზე საკუთრების უფლების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრში, 2007 წლის 21 ივნისს განხორციელებული რეგისტრაცია-განაცხადის ¹16.68/07, მიწის სარეგისტრაციო ნომერი 20/01/01/012 ამონაწერის მომზადების თარიღი 3.07.07 წელი; დადგენილ იქნა მოსარჩელეების ა. და ხ. ვ-ძეების საკუთრების უფლება, ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 150 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე განლაგებულ 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე; ქობულეთის საჯარო რეეტრს დაევალა ხსენებული ქონება დაერეგისტრირებინა მოსარჩელეების ა. და ხ. ვ-ძეების თანასაკუთრებად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის სააღსრულებო ბიურომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა თ. დ-ძე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე 150 კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ა. და ხ. ვ-ძეების საკუთრების უფლების აღიარებისა და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიურომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოვალე გ. ვ-ძის კუთვნილი ქონების თ. დ-ძეზე ნატურით გადაცემის თაობაზე ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. მ-ძის 2004 წლის 13 აპრილის ¹5 განკარგულების, ასევე თ. დ-ძეზე საკუთრების უფლების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 21 ივნისს ¹16.68/07 რეგისტრაცია-განაცხადის, მიწის სარეგისტრაციო ნომერი 20/01/01/012 ამონაწერის მომზადების თარიღი 2007 წლის 3 ივლისი, ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება მოვალე გ. ვ-ძის კუთვნილი ქონების კრედიტორისათვის ნატურით გადაცემის შესახებ 2004 წლის 13 აპრილის ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. მ-ძის ¹5 განკარგულებისა და თ. დ-ძის სახელზე ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში 2007 წლის 21 ივნისს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. და ხ. ვ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოვალე გ. ვ-ძის კუთვნილი ქონების თ. დ-ძეზე ნატურით გადაცემის შესახებ ქობულეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. მ-ძის 2004 წლის 13 აპრილის ¹5 განკარგულება ამ განკარგულებით გადაცემული ქონების, ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 2500 მ2 მიწის ნაკვეთის 5/6 (ხუთ მეექვსედ) ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 21 ივნისს თ. დ-ძის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ უფლებით რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლისა და 2500 მ2 მიწის ნაკვეთის 5/6 (ხუთ მეექვსედ) ნაწილზე (განაცხადის რეგისტრაციის ¹1668/07; მიწის სარეგისტრაციო ნომერი 20/01/01/012, ამონაწერის მომზადების თარიღი 2007 წლის 3 ივლისი).

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე თ. დ-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი ლარი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი ლარი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული თ. დ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე

2. თ. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი ლარი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.