ბს-732-697(კ-09) 10 სექტემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. კ-ძის წარმომადგენელ ვ. გ-ძისა და ზ. და გ. კ-ძეების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 ნოემბერს გ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხის ქ. ბათუმის მერიის დავალდებულებას გ. კ-ძისათვის საკუთრებაში გადაეცა 59 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელიც განთავსებული იქნებოდა ქ. ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში.
2006 წლის 6 მარტს ზ. და გ. კ-ძეებმა დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს სახელმწიფოს გადაეცა მათთვის 22 კვ.მ ფართი ან მისი საბაზრო ღირებულება, რაც შეადგენდა 1 კვ.მ 2000 აშშ დოლარს.
მოსარჩელე გ. კ-ძემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განაცხადა, რომ იგი უარს ამბობდა 22 კვ.მ ფართზე ზ. კ-ძის სასარგებლოდ და მოითხოვა მერიის დავალდებულება მისთვის 37 კვ.მ ფართის გამოყოფაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ძის, მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეების სარჩელი არ დამკაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-ძემ და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეებმა.
აპელანტი გ. კ-ძე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
მეორე აპელანტები - მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ზ. და გ. კ-ძეების შუამდგომლობის საფუძველზე მათ სარჩელზე არასათანადო მოპასუხე - ქ. ბათუმის მერია შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით გ. კ-ძის, ზ. და გ. კ-ძეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-ძემ და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეებმა.
კასატორი გ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
მეორე კასატორები - მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. კ-ძისა და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეების საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. კ-ძის და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეების წარმომადგენელ ვ. გ-ძის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. კ-ძისა და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეების წარმომადგენელ ვ. გ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. კ-ძისა და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. კ-ძის და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეების საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ძის წარმომადგენელ ვ. გ-ძესა და მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ. და გ. კ-ძეების საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე;
2. ვ. გ-ძეს დაუბრუნდეს გ. კ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ზ. კ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% _ 105 ლარი და გ. კ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% _ 105 ლარიანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.