Facebook Twitter
¹ბს-735-700(კ-09)

¹ბს-735-700(კ-09) 7 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ს-იდის წარმომადგენელ მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 9 ივნისს ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თ-შვილმა მოპასუხეების _ დ. ჟ-ტის, ჩოხატაურის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, შპს ,,...» ჩოხატაურის საწარმოო გაერთიანებისა და ჩოხატაურის სანოტარო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 1999 წლის 22 ნოემბერს დ. ჟ-ტსა და ჩოხატაურის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და დ. ჟ-ტის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, კურორტ ბახმაროში, ... ქ. ¹7-ში მდებარე 28 კვმ საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა, ასევე დ. ჟ-ტის მიერ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის გამო 2000 ლარის, გზის ხარჯის 300 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 245 ლარის გადახდის მოპასუხისათვის სოლიდარულად დაკისრება.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. თ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჩოხატაურის სამმართველოს მიერ 1999 წლის 14 ნოემბერს ჩატარებული აუქციონი, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, დ. ჟ-ტის სახელზე გადაცემული საკუთრების მოწმობა და მიღება–ჩაბარების აქტი, სადაო ქონება გადაეცა ქ. თ-შვილს, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელისათვის 2940 ლარის გადახდა.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჟ-ტმა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ჟ-ტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 2940 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა ნაწილობრივ, დ. ჟ-ტს ქ. თ-შვილის სასარგებლოდ დეკისრა 78,64 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჟ-ტმა და ქ. თ-შვილმა.

დ. ჟ-ტმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება აუქციონის შედეგების გაუქმებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ 78,64 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

ქ. თ-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, მისთვის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით ქ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ. ჟ-ტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჩოხატაურის სამმართველოს მიერ 1999 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის, ამ უკანასკნელსა და დ. ჟ-ტს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, დ. ჟ-ტის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დ. ჟ-ტის წარმომადგენლების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჟ-ტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დ. ჟ-ტის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა, ქ. თ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში მისი შვილი თ. ს-იდი ჩაება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დ. ჟ-ტისა და მისი წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე შესაბამისი მითითებებით ხელხლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ჟ-ტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. თ-შვილის უფლებამონაცვლის თ. ს-იდის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-იდის წარმომადგენელმა მ. ჯ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-იდის წარმომადგენელ მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან თ. ს-იდის საკასაციო საჩივარზე თ. ჟ-ოვას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-იდის წარმომადგენელ მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. თ. ჟ-ოვას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.