Facebook Twitter

¹ბს-737-702(კ-09) 29 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ მ. პ-ძე, წარმომადგენელი _ მ. ხ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვანის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი _ არ გამოცხადდა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თ. პ-ძე

დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტარცია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. პ-ძემ სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების – თ. პ-ძისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 31 ივნისის ¹310202386 მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის გაუქმება და მიწის ნაკვეთის მ. პ-ძეზე დარეგისტრირება /იხ.ს.ფ. 3-10/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობდა ვანის რაიონის სოფ. ... დედისეულ – ე. პ-ძის კომლში, ასევე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, როგორც საკუთარით, რომელიც მდებარეობდა მისი საცხოვრებელი სახლის მოსაზღვრედ, შესაბამისად, იხდიდა ყველა გადასახადს. 2006 წლიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთს ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით დაეუფლა მისი ძმისშვილი – თ. პ-ძე. 2006 წლიდან მათ შორის დავას იხილავდა სხვადასხვა სასამართლოები, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა იმ მიზეზის გამო, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მიწის ნაკვეთის თ. პ-ძის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნული შეიტყო 2008 წლის 22 სექტემბერს.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, ის ფაქტი, რომ იგი წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, დადასტურებული იყო სოფ. ... თემის რწმუნებულის 2008 წლის 19 ნოემბრის ¹03 ცნობით. აღნიშნული ცნობით ასევე დადასტურებული იყო მის მიერ მიწის ნაკვეთზე გადასახადების გადახდა (გადასახადის გადახდის ქვითრები). ზემოაღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ასევე მოწმეები, რომლებსაც სამსახურებრივად პირდაპირი შეხება ჰქონდათ ვანის რაიონში სასოფლო-სამეურნეო მიწებთან. ასევე ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო თ. პ-ძის საკუთრებაში, დადასტურებული იყო ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. სადავო მიწის ნაკვეთი თ. პ-ძეზე დარეგისტრირებული იყო უკანონოდ. მოპასუხე არასოდეს ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით, შესაბამისად, არ იხდიდა გადასახადებს და არ შეუძენია სადავო მიწის ნაკვეთი. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რითაც დაირღვა მოსარჩელის, როგორც სადავო მიწის მფლობელისა და მესაკუთრის კანონიერი უფლებები და მას მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურმა რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ვანის სარეგისტრაციო სამსახურში თ. პ-ძის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 8 ნოემბერს, ¹310202386 სარეგისტრაციო ნომრით. მითითებულ პერიოდში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული «უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ» ინსტრუქციის მე-20 მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო პირების (ფიზიკური, კომლი) საკუთრებაში პირველადი რეგისტრაცია წარმოებდა შემდეგი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ან სოფლის (დაბის ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე დამტკიცებული მიწის განაწილების სიით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია ან მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურების გარეშე; კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მიუხედავად იმისა უფლების დაგადასტურებელ დოკუმენტში მხოლოდ კომლის უფროსია დაფიქსირებული თუ კომლის ყველა წევრი, საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი ზონარგაყრილი (საკომლო) წიგნიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული კომლის უფროსის ან კომლის რომელიმე წევრის გარდაცვალებისას, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; მარეგისტრირებელი ორგანო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პასუხს არ აგებდა გაცხადებულ უძრავ ნივთზე უფლებისა და საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მათ საფუძვლად წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტის ნამდვილობაზე.

მოპასუხის განმარტებით, თ. პ-ძის უძრავი ქონების რეგისტრაცია სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა კანონის დაცვით, იგი ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადამხდელთა საგადასახადო სიაში – სოფ. .... აღნიშნულის დასადასტურებლად სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა ცნობა, რაზეც სოფ. ... საკრებულოს მიერ გაიცა ¹142 ცნობა, რითაც დადასტურდა, რომ თ. პ-ძეს სოფ. ... ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 0,45ჰა, რომელზეც იხდიდა გადასახადს. სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ¹142 ცნობა, განცხადება მითითებული უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ვანის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონით დადგენილ ვადაში განახორციელა უძრავი ნივთის რეგისტრაციის წესის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია /იხ. სხდომის ოქმი/.

ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით მ. პ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში მ. პ-ძის სახელზე საკუთრებად მიწის ნაკვეთი საერთოდ არ ირიცხებოდა, ხოლო საგადასახადო სიით მას ეწერა ნაკვეთი 4,5ჰა, რომლიც მდებარეობდა მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ. ასევე საქმეში არსებული მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე იხდიდა მიწის გადასახადს, მაგრამ გაურკვეველი იყო აღნიშნული გადასახადი შეეხებოდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთს.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გაერემოება, თუ რა სახის ზიანი მიაყენა მას სადავო მიწის ნაკვეთის თ. პ-ძის სახელზე რეგისტრაციამ. მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი და მითითებული იმ სახის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა რაიმე სახის პირდაპირ და უშუალო ზიანს. მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა მითითებული, თუ რა სახით წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელს და მესაკუთრეს და რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ვერ იქნა დადასტურებული და დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად თ. პ-ძის სახელზე რეგისტრაციით მოსარჩელის მიმართ დამდგარი პირდაპირი და უშუალო ზიანი /იხ.ს.ფ. 69-71/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ძემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც იგი ექვემდებარებოდა გაუქმებას. აპელანტის მითითებით, იგი ათეული წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით და იხდიდა გადასახადებს, რაც დასტურდებოდა სოფ. ... თემის რწმუნებულის ¹03 ცნობით. ამასთან, თ. პ-ძეს არ წარუდგენია საგადასახადო სიაში აღნიშნულ ნაკვეთზე გადასახადის გადახდის შესახებ რაიმე მტკიცებულება, ხოლო საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა ვერ წარადგინა ის ძირითადი დოკუმენტი - ¹609 საგადასახადო სია, რაც საფუძველი გახდა მისი მესაკუთრედ რეგისტრაციისა იმ მიზეზის გამო, რომ ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ არსებობდა, თუმცა მიწის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო ამონაწერში.

აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ სოფ. ... საკრებულოს მიერ გამოცემულ ¹142 ცნობას, რაც, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლება გამხდარიყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების სარეგისტრაციო საფუძველი. ამასთან, აპელანტს მოპასუხის ქმედებით მიადგა ზიანი, ვინაიდან მისი საკარმიდამო მიწა, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ფლობდა, სარგებლობდა, იხდიდა გადასახადებს და იღებდა შემოსავალს, ფიზიკური ძალის გამოყენებით და უკანონო რეგისტრაციით წაართვა თ. პ-ძემ, რითაც მოსარჩელის სოცუალურად დაუცველ წაართვა ძირითადი საარსებო წყარო /იხ.ს.ფ. 75-80/.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინებით მ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ვანის რაიონის სოფ. ... მდებარე 1726კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იყო თ. პ-ძის საკუთრება. უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 8 ნოემბერს, ხოლო უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტებს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო ¹609 სია და სოფ. ... საკრებულოს 2006 წლის 1 ნოემბრის ¹142 ცნობა. ვანის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 28 ნოემბრის ¹22/36-673 მიმართვით მ. პ-ძეს ეცნობა, რომ ვანის რაიონის სოფ. ... მდებარე 1726 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თ. პ-ძის საკუთრებად იყო დარეგისტრირებული. 2008 წლის 8 დეკემბერს მ. პ-ძემ სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სადავო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვანის რაიონის სოფ. ... მდებარე 1726 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ. პ-ძის საკუთრებად დარეგისტრირება მოხდა კანონიერად, ვინაიდან 2006 წლისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული «უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ» ინსტრუქციის მე-20 მუხლის «ა», «ბ» და «გ» პუნქტების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო პირების (ფიზიკური, კომლი) საკუთრებაში პირველადი რეგისტრაცია წარმოებდა შემდეგი დოკუმენტების წარდგენით: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ან სოფლის (დაბის ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე დამტკიცებული მიწის განაწილების სიით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სიის ან მიწების განაწილების სიის, მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურების გარეშე; კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მიუხედავად იმისა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მხოლოდ კომლის უფროსი იყო დაფიქსირებული თუ კომლის ყველა წევრი, საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი ზონარგაყრილი (საკომლო) წიგნიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული კომლის უფროსის ან კომლის რომელიმე წევრის გარდაცვალებისას, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 1726 კვ.მ. მიწს ნაკვეთის თ. პ-ძის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება განხორციელდა ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად. თ. პ-ძე ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადამხდელთა სიაში, რაც დადასტურდა სოფ. ... საკრებულოს 2006 წლის 1 ნოემბრის ¹142 ცნობით, რომელშიც მითითებული იყო, რომ თ. პ-ძეს ვანის რაიონის სოფ. ... ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იხდიდა გადასახადებს და დავალიანება არ ერიცხებოდა. ვანის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის განმარტებით, თ. პ-ძემ წარადგინა «...» მიერ 2006 წლის 7 ნოემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, განცხადება უძრავი ქონების დარეგისტრირების მოთხოვნით და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მ. პ-ძეს სადავო უძრავი ქონების დარეგისტრირებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები არც სარეგისტრაციო სამსახურში და არც სასამართლოში არ წარუდგენია, შესაბამისად, ვანის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონით დადგენილ ვადაში და წესით განახორციელა უძრავი ქონების 1726 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ. პ-ძის საკუთრებად დარეგისტრირება /იხ.ს.ფ. 125-130/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანის საფუძვლად უთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებას «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ», მაშინ, როცა სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია განხორციელდა აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე - 2006 წლის 18 ნოემბერს. ასევე, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, წარმოადგენს სოფ. ... საკრებულოს მიერ გაცემული ¹142 ცნობა, რომელიც ასევე გაცემულია ზემომითითებული ბრძანების გამოცემამდე - 2006 წლის 1 ნოემბერს. აღნიშნულ ცნობაში საერთოდ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ თ. პ-ძეს სოფ. ... ერიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1726 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და რომ ის ამ მიწის ნაკვეთზე იხდიდა გადასახადებს. ამდენად, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ¹142 ცნობის შინაარსს და უკანონოდ დაუდო საფუძვლად სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას.

კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარადგინა სადავო მიწის ნაკვეთის როგორც ფაქტობრივად ფლობის, ისე მისი შესყიდვის ან მასზე გადასახადის გადახდის დოკუმენტაცია, მაშინ, როცა მის მიერ წარმოდგენილია 2008 წლის 19 ნოემბრის ¹03 ცნობა, რითაც დასტურდება, რომ წლების მანძილზე 2003 წლამდე იხდიდა გადასახადებს. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანება, სადავო მიწაზე თ. პ-ძის საკუთრებაში დარეგისტრირების მომენტში, მისი არ არსებობის გამო, ვერ გახდებოდა რეგისტრაციის საფუძველი, ასევე რეგისტრაციის საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო საგადასახდო სია, რამდენადაც 2004 წლიდან გაუქმდა მიწის გადასახადი, რასაც ადასტურებს სოფ. ... თემის რწმუნებული რ. გ-ძე მის მიერ 2008 წლის 19 ნომერის ¹03 ცნობაში /იხ.ს.ფ. 137-140/.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით მ. პ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «გ» პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა მათი ახლო ნათესაური კავშირის (მამიდა-ძმიშვილი) გათვალისწინებით, რაც გაზიარებულ იქნა და შედეგად მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად, ერთის მხრივ კასატორი მ. პ-ძე, ადვოკატი _ მ. ხ-ძე, მეორეს მხრივ თ. პ-ძე შეთანხმდნენ შემდეგზე, რომ ორი კვირის ვადაში თ. პ-ძე თავისი ხარჯებით დაუთმობს მ. პ-ძეს მის საკუთრებაში, ვანის რაიონის სოფ. ... მ. პ-ძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან არსებული ღობის სიგრძეზე 2 მეტრის სიგანის მიწის ფართობს, კერძოდ, «ჭურისთავებიდან საქონლის სადგომის ჩათვლით». ამასთან, არ ისარგებლებს მ. პ-ძის ეზოზე გამავალი გზით. სანაცვლოდ მ. პ-ძე იღებს ვალდებულებას, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდეს თ. პ-ძესთან, მის ოჯახთან და უარს აცხადებს სარჩელზე.

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია მ. პ-ძის, თ. პ-ძის და ადვოკატ მ. ხ-ძის მიერ, რაც ერთვის საქმეს /იხ.ს.ფ. /.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ მ. პ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინება და ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მ. პ-ძისა და თ. პ-ძეს მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოსარჩელის მ. პ-ძის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო წარმოების დროს საკასაციო პალატამ მხარეებს შესთავაზა მორიგება, რაც გაზიარებულ იქნა ამ უკანასკნელთა მიერ და წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:

«ერთი მხრივ, კასატორი მ. პ-ძე, ადვოკატი _ მ. ხ-ძე, მეორეს მხრივ, თ. პ-ძე შეთანხმდნენ შემდეგზე, რომ ორი კვირის ვადაში თ. პ-ძე თავისი ხარჯებით დაუთმობს მ. პ-ძეს მის საკუთრებაში, ვანის რაიონის სოფ. ... მ. პ-ძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან არსებული ღობის სიგრძეზე 2 მეტრის სიგანის მიწის ფართობს, კერძოდ, «ჭურისთავებიდან საქონლის სადგომის ჩათვლით». ამასთან, არ ისარგებლებს მ. პ-ძის ეზოზე გამავალი გზით. სანაცვლოდ მ. პ-ძე იღებს ვალდებულებას, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდეს თ. პ-ძესთან, მის ოჯახთან და უარს აცხადებს სარჩელზე».

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია მ. პ-ძის, თ. პ-ძის და ადვოკატ მ. ხ-ძის მიერ /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა, რის გამოც გამოუცხადებელი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია არ არის არსებითი, სარჩელზე მოსარჩელის მიერ უარის განცხადების გათვალისწინებით, ვინაიდან სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მ. პ-ძემ უარი თქვა რა სარჩელზე, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. პ-ძის სარჩელზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 «გ" მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მოსარჩელეს მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. პ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინება და ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მ. პ-ძისა და თ. პ-ძის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოსარჩელის მ. პ-ძის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. პ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინება და ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება;

3. დაკმაყოფილდეს მ. პ-ძის და თ. პ-ძის შუამდგომლობა; დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: «ერთი მხრივ, კასატორი მ. პ-ძე, ადვოკატი _ მ. ხ-ძე, მეორეს მხრივ, თ. პ-ძე შეთანხმდნენ შემდეგზე, რომ ორი კვირის ვადაში თ. პ-ძე თავისი ხარჯებით დაუთმობს მ. პ-ძეს მის საკუთრებაში, ვანის რაიონის სოფ. ... მ. პ-ძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან არსებული ღობის სიგრძეზე 2 მეტრის სიგანის მიწის ფართობს, კერძოდ, «ჭურისთავებიდან საქონლის სადგომის ჩათვლით». ამასთან, არ ისარგებლებს მ. პ-ძის ეზოზე გამავალი გზით. სანაცვლოდ მ. პ-ძე იღებს ვალდებულებას, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდეს თ. პ-ძესთან, მის ოჯახთან და უარს აცხადებს სარჩელზე».

4. შეწყდეს მ. პ-ძის სარჩელზე საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;

5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.