ბს-759-731(კ-08) 4 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,, ს ’’ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
06.08.04წ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,, ს ’’ ფილიალმა ,, თ ’’ მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის საბჭოს 26.08.04წ. ¹179 დასკვნის გაუქმება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 17.01.05წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ვ. ს-ი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 17.01.05წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹256-05 მოსარჩელე შპს ,, ს ’’ ფილიალი ,, თ ’’ სარჩელისა გამო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ადმინისტრაციულ საქმესთან ¹3/202-05 მოსარჩელე შპს ,, ს ’’ ფილიალის ,, თ ’’ სარჩელისა გამო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ¹3/202-05.
10.03.05წ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ადმოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა მესამე პირმა ვ. ს-მა და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,, ს ’’ ფილიალი ,, თ ’’ სარჩელი 26.08.04წ. დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ, უცვლელად დარჩეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დასკვნა, მოსარჩელე ,, თ ’’ დაეკისროს მის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა თვეში 90 ლარის ოდენობით და 5000 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტასთან შესაბამისობაში არაქონებრივი ზიანისათვის.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 24.03.05წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე შპს ,, ს ’’ ფილიალ ,, თ ’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მესამე პირის, ვ. ს-ის დამოუკიდებელი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა მოსარჩელეს ყოველთვირი სარჩოს გადახდა 120 ლარის ოდენობით ვ. ს-ის სასარგებლოდ, დაკარგული შრომისუნარიანობის აღდგენამდე. უარი ეთქვა ვ. ს-ს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრებული იქნა მოსარჩელე შპს ,, ს ’’ ფილიალი ,, თ ’’ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.03.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 24.03.05წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით დაეკისრა შპს ,, ს ’’.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,, ს ’’ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.08წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს ,, ს ’’ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,, ს ’’ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,, ს ’’ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) 70% -210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300773150, გადახდის დანიშნულება სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.