Facebook Twitter

¹ბს-771-735(კ-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 1 აგვისტოს ვ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ხ-ზის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 1954 წლიდან მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქ. ქობულეთში, ... ქუჩა ¹...-ში, ბინა ¹1-ში. მისივე მითითებით, მან 2007 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქ. ქობულეთში ... ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მასზე საკუთრებით გადმოცემის შესახებ. 2007 წლის 11 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებულ იქნა ¹464 ბრძანება, მოსარჩელეზე ქ. ქობულეთში, ... ¹...-ში მდებარე ბინა ¹1-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. 2007 წლის 15 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა ¹170, რომლის თანახმადაც საკუთრებაში გადაეცა ქ. ქობულეთში ... ¹...-ში მდებარე ბინა საერთო ფართით 57,7 კვ.მ.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოთ მითითებული ბრძანებების საფუძველზე იგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში სადაო ბინის მესაკუთრედ გატარდა.

მოსარჩელის მითითებით, 2008 წლის 2 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2008 წლის 18 აპრილს მიუღია ¹95 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹464 ბრძანება და საკუთრების უფლების მოწმობა ¹170.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 18 აპრილის ¹95 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. ქობულეთში ... გამზ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹1-ის კვლავ მის საკუთრებად აღრიცხვა მოითხოვა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. დ-ძის სარჩელი მოპასუხეების: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ხ-ზის მიმართ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 18 აპრილის ¹95 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით ვ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. დ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.