Facebook Twitter
¹ბს-778-742 (კ-09) 15 ივლისი, 2009წ

¹ბს-778-742 (კ-09) 15 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «...» 17.10.08 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკსრი ვალდებულების შესრულება, 7114 ლარის გადახდა, ზიანის _ 3129 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯი _ 600 ლარის და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 307 ლარის დაკისრება მოითხოვა.

შუახევის რაიონული სასამართლოს 12.12.2008 წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე _ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 7114 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურება, კერძოდ 1564,5 ლარის ოდენობით, ხოლო ზიანის თანხის დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «...» მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 600 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხეს დაეკისრა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად _ 285 ლარი, ხოლო 22 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც შუახევის რაიონული სასამართლოს 12.12.2008 წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2009 წ. გადაწყვეტილებით შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 12.12.2008 წ. გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 7114 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 600 ლარის და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 285 ლარის გადახდა დაეკისრა. სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 22 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2009 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების «...» სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმება მოითხოვა. კასატორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2009 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.