Facebook Twitter
¹ბს-784-748(კ-09)

¹ბს-784-748(კ-09) 10 სექტემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2001 წლის 21 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წყნეთის აგარაკების ¹..., ¹..., ¹... კორპუსებში მცხოვრებმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეეების _ ქ. თბილისის მთავრობის, დაბა წყნეთის გამგეობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის მთავრობის მიერ მიღებული 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹17.13.255 დადგენილების გაუქმება და წყნეთის გამგეობის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ყ-შვილისა და სხვათა სარჩელი თანდართული მასალებით განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების - საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წყნეთის აგარაკების ¹..., ¹..., ¹... კორპუსებში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სასარჩელო განცხადება და საქმის მასალები დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქმე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წყნეთის აგარაკების ¹..., ¹..., ¹... კორპუსებში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სასარჩელო განცხადების გამო მიჩნეულ იქნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადად და საქმე განსახილველად გადაეცა აღნიშნულ სასამართლოს.

2002 წლის 22 თებერვალს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამარლოს მოპასუხეების - ქ. თბილისის მთავრობის, დაბა წყნეთის გამგეობის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹17.13.255-ის დადგენილების და დაბა წყნეთის გამგეობის 2000 წლის 26 ოქტომბრის ¹9 სხდომის ოქმისა და დადგენილების ბათილად ცნობა. ასევე მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹17.13.255 დადგენილებისა და მისგან გამომდინარე დაბა წყნეთის გამგეობის 2000 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის მთავრობის სადავო დადგენილებით უშუალოდ დაირღვა სამინისტროს კანონიერი უფლებები და ინტერესები მისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით, რადგან ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ნოემბრის ¹23.51.696 დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს, რომლის სამართალმემკვიდრეა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, დაბა წყნეთში, ... ქუჩაზე სამინისტროს კუთვნილი დასასვენებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყო 0,46 ჰა მიწის ნაკვეთი ბავშვთა სათამაშო მოედნების და მსუბუქი კონსტრუქციის სათამაშო ობიექტების მშენებლობისათვის.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელები: ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 2000 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება ¹17.13.255 ,,თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ნოემბრის ¹23.51.696 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ” და დაბა წყნეთის გამგეობის 2000 წლის 26 ოქტომბრის ¹9 სხდომის ოქმი, ასევე გაუქმდა მათი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მესამე პირებმა დ. კ-შვილმა, ბ. ე-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. გ-შვილმა, თ. თ-შვილმა, თ. შ-შვილმა, ნ. ბ-შვილმა, ვ. კ-შვილმა, ე. გ-იანმა და მოითხოვეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2004 წლის 20 ივლისს თ. ყ-შვილის, გ. ბ-შვილის და სხვათა წარმომადგენელმა გ. პ-აიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა დ. კ-შვილის, ბ. ე-შვილის და სხვათა (სულ 9 ფიზიკური პირის) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ აპელანტები განსახილველ საქმეში ჩაბმული არიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის პირველი ნაწილით, რომლებსაც ამავე კოდექსის შესაბამისად არ აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ივლისის განჩინებით თ. ყ-შვილის, გ. ბ-შვილის და სხვათა წარმომადგენლის გ. პ-აიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დ. კ-შვილის, ბ. ე-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილის, თ. თ-შვილის, თ. შ-შვილის, ნ. ბ-შვილის, ვ. კ-შვილის, ე. გ-იანის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს დ. კ-შვილმა, ბ. ე-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. გ-შვილმა, თ. თ-შვილმა, თ. შ-შვილმა, ნ. ბ-შვილმა, ვ. კ-შვილმა, ე. გ-იანმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით თ. ყ-შვილის, გ. ბ-შვილის და სხვათა წარმომადგენლის გ. პ-აიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დ. კ-შვილის, ბ. ე-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილის, თ. თ-შვილის, თ. შ-შვილის, ნ. ბ-შვილის, ვ. კ-შვილის, ე. გ-იანის კერძო საჩივარი გამოგადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 22 დეკემბრის განჩინებით თ. ყ-შვილის, გ. ბ-შვილის და სხვათა წარმომადგენლის გ. პ-აიას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; დ. კ-შვილის, ბ. ე-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილის, თ. თ-შვილის, თ. შ-შვილის, ნ. ბ-შვილის, ვ. კ-შვილის, ე. გ-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ივლისისა და 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის მთავრობის 2000 წლის 19 ოქტომბრის ¹17.13.255 დადგენილება და დაბა წყნეთის გამგეობის 2000 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მერიას დაევალა ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ლ. ბ-ძემ, ე. გ-იანმა, ფ. რ-იამ, ბ. ე-შვილმა, ა. ზ-შვილმა, დ. კ-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. გ-შვილმა, ზ. მ-იანმა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების შეწყვეტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებს, ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).»

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ძის, ე. გ-იანის, ფ. რ-იას, ბ. ე-შვილის, ა. ზ-შვილის, დ. კ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. გ-შვილისა და ზ. მ-იანის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. ლ. ბ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.