¹ბს-792-761 (2კ-08) 27 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ნ. გოგატიშვილის მდივნობით
კასატორები: ქ. ქუთაისის მერია (მოპასუხე), წარმომადგენელი ლ. გ-ძე (მინდობილობა ¹01-479, 10.02.2009წ);
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველო (მესამე პირი), წარმომადგენელი მ. კ-ძე, ე. ხ-ძე (მინდობილობა ¹57, 14.01.2008წ).
მოწინააღმდეგე მხარე: ს. ყ-შვილი, რ. ჭ-შვილი, წარმომადგენელი თ. ჭ-შვილი (რწმუნებულება ¹1-3719,10,05,06წ.; ¹ 1-3519, 29.04.2008წ.; ¹1-7191, 19.11.2007წ.)
მოპასუხე სარჩელზე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა
მესამე პირი - ფ. ა-ძე, სხდომაზე არ გამოცხადდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2008წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი: ქ. ქუთაისის მერიის 12.12.1997წ. ¹709 ბრძანების, ტექინვენტარიზაციის ბიუროს 29.06.1998წ. ჩანაწერის, აგრეთვე ქ. ქუთაისის მერიის 12.10.2004წ. ¹38 დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობა, არასაცხოვრებელი ფართის ი. ყ-შვილის სახელზე აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ყ-შვილმა და რ. ჩ-ძე-ჭ-შვილმა 24.11.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქუთაისის მერიის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს: ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹42-ში (ყოფილი ¹36) მდებარე შენობის ნაწილის პირველადი ინვენტარიზაციით საავიაციო ქარხნის ბაგა-ბაღის ბალანსზე აღრიცხვის შესახებ ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 29.06.98წ. განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა და მოპასუხისათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესწორების შეტანის დავალება; ქ. ქუთაისის მერიის დადგენილების და დანართის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლებიც ეხებოდა ქ. ქუთაისში, ... ქუჩის ¹42-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹42-ში (ყოფილი ¹36) მდებარე 1400 (ათას ოთხასი) კვ.მ მიწის ფართისა და მასზე აგებული ორსართულიანი, 360 კვ.მ ფართის სახლის, საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალება აწ გარდაცვლილ ი. ე.-ძე ყ-შვილის სახელზე და ქ. ქუთაისის მერიის დადგენილებისა და თანდართული ნუსხის სასამართლოს მიერ გამოთხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.02.06წ. გადაწყვეტილებით ს. ყ-შვილისა და რ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 29.06.1998წ. განხორციელებული ქმედება, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ... გამზირის ¹42-ში (ყოფილი ¹36) მდებარე შენობის დასავლეთი ნაწილის პირველადი ინვენტარიზაციით საავიაციო ქარხნის ბაგა-ბაღის «... მუნიციპალიტეტის» ბალანსზე აღრიცხვის ჩანაწერი და მისი თანმდევი შედეგები, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 12.10.04წ. ¹38 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ეხება ქ. ქუთაისში, ... გამზირი ¹36/ა-ში (ამჟამად ¹42) მდებარე 219,66 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას, მისი თანმდევი შედეგებით; იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით, მოახდინოს ქ. ქუთაისში, ... გამზირის ¹42-ში (ყოფილი ¹36) მდებარე 219,66 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია ი. ყ-შვილის სახელზე; ქ. ქუთაისის მერიას და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ და ქ. ქუთაისის მერიამ. სააპელაციო პალატის 09.06.2006წ. განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის არშევსების გამო. 18.07.06წ. განჩინებით სააპელაციო პალატის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დავის საგნის გაზრდა, კერძოდ ქ. ქუთაისის მერიის 12.12.1997წ. ¹709 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საკითხის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა საქმეთა საკასაციო პალატის 08.11.06წ. განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით ნაწილობრივი გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.06წ. განჩინება, საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული ფ. ა-ძე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.06წ. განჩინება თ. ა-იანის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.07წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი; დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.02.06წ. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; დაკმაყოფილდა ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 12.12.97წ. ¹709 ბრძანება ,,ს/ს ...» სოციალური, კომუნალური და კულტურული დანიშნულების ობიექტების მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ» იმ ნაწილში, რომელიც ეხება ... გამზირის ¹42-ში მდებარე ნაგებობის არასაცხოვრებელი 219.66 კვ.მ ფართის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემას, თანმდევი შედეგებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.12.2007 წ. განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2007წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებით დაკმაყოფილდა ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 12.12.1997 წ. ¹709 ბრძანება ... გამზ. ¹42-ში მდებარე ნაგეობის არასაცხოვრებელი 219,66კვ.მ. ფართის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებით. საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2008წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, ქ. ქუთაისის სასამართლოს 17.02.2006წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელი, დაკმაყოფილდა ს. ყ-შვილისა და რ. ჭ-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 12.12.97წ. ¹709 ბრძანება ,,ს/ს ...» სოციალური, კომუნალური და კულტურული დანიშნულების ობიექტების მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ» იმ ნაწილში, რომელიც ეხება ... გამზირის ¹42-ში მდებარე ნაგებობის არასაცხოვრებელი 219.66 კვ.მ ფართის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემას, თანმდევი შედეგებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 16.01.1920წ. ი. ყ-შვილსა და დ-ძე-კ-კებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ცნობით გატარებული იქნა სანოტარო არქივის რეგისტრაციაში, ე.წ. სიმაგრის წიგნში. ხელშეკრულებაზე გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის შესახებ ¹217 სანოტარო აქტი რეგისტრირებულ იქნა სიმაგრის წიგნში – 1920 წლის ¹1 წიგნი, გვ. 438-ე.
საარქივო ცნობების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1927წ. ქ. ქუთაისის ნაციონალიზაციაქმნილი და მუნიციპალიზაციაქმნილი სახელების სიაში ¹133 და ¹134 შეტანილი, ყოფილა ... ქ. ¹40-ში მდებარე ¹141 და ¹142 სახლები არ წარმოადგენენ დავის ობიექტს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყოფილი ... ქ. ¹40-ში, ამჟამად ... გამზ. ¹42-ში სამი ორსართულიანი სახლი მდებარეობს, ისინი ერთმანეთზე მიბჯენითაა აშენებული და გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელები. ნაციონალიზაციაქმნილი შენობათა სიაში არ არის მითითებული ი. ყ-შვილის კუთვნილი სახლი. არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 1998 წლამდე სახლის რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაზე აღრიცხვას.
საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ი. ყ-შვილის 05.09.1940წ. გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს სოფ. ... მდებარე სახლი მემკვიდრეობით მიღებული აქვთ ფაქტიური ფლობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისის მერიის და ტექინვენტარიზაციის ბიუროს ქმედების და ადმინისტრაციული აქტების ბათილობა, თანმდევი შედეგებით. ამ მოთხოვნის დაყენებით მოსარჩელე ითხოვს 1997 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას, რის საფუძველზე ითხოვს ი. ყ-შვილის სახელზე საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციას. სარჩელი არ განეკუთვნება არც აღიარებით და არც ვინდიკაციურ სარჩელს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 16.01.1920წ. ი. ყ-შვილის მიერ შესყიდული ფართი არ ჩამორთმეულა, 1923 სკ-ის მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ საცხოვრებელ სახლზე კერძო საკუთრების უფლება არ გაუქმებულა, საქართველოს სსრ რევკომის 14.05.1921წ. ¹35-ე დეკრეტის, სახკომსაბჭოს 1924წ. ¹6 დეკრეტის თანახმად სახლის ჩამორთმევისათვის საჭირო იყო ცალკე აქტის გამოცემა. მოპასუხეებმა ვვერ წარმოადგინეს სადავო ობიექტის ჩამორთმევის, მუნიციპალურ საკუთრებაში აყვანის რაიმე დოკუმენტი. ქონება შედიოდა ი. ყ-შვილის სამკვიდრო მასაში. ი. ყ-შვილის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები დაეუფლნენ სამკვიდრო ნაწილს, სოფ. ... მდებარე მამულს და მოძრავ ქონებას, რაც სააპელაციო სასამართლოს აზრით ნიშნავდა ქ. ქუთაისში ... გამზ. ¹42-ში (ყოფილი ¹36) მდებარე სახლის დაუფლებასაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ სკ-ის 1421-ე მუხლის თანხმად თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო. 1923წ. სკ-ი არ ითვალისწინებდა ამგვარ დათქმას მაგრამ გულისხმობდა გერმანული სამართლოს ამ პრინცოპს, აღნიშნულს ადასტურებს სსრკ უზენაესი სასამართლოს 10.04.1957წ. ¹2 და 01.07.1966წ. ¹6 პლენუმის დადგენილებები. იმის დასადასტურებლად, რომ სახლის რეგისტრაცია მემკვიდრეებს ნებისმიერ დროს შეეძლო, სასამართლომ მიუთითა, სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.1951წ. ¹36/828 დადგენილებაზე. მართალია 1923წ. სკ-ის 182-ე მუხლი ზღუდავდა პირის მიერ მეორე ბინის ყიდვის უფლებას, მაგრამ კოდექსი არ არეგულირებდა ორი ან მეტი ბინის მემკვიდრეობის შედეგად მიღებას. ვინაიდან ნასყიდობა 1920წ. იყო დადებული, გატარებულ იქნა სანოტარო არქივის რეგისტრაციაში და მასზე არ ვრცელდება 1923წ. სკ-ის ნორმები. რაც შეეხება 1964წ. სკ-ის 104-ე და 105-ე მუხლს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კოდექსის შემოღების დღისათვის ი. ყ-შვილის მემკვიდრეები სრულწლოვნები იყვნენ, გარდა ამისა მეორე სახლის ჩამორთმევისათვის საჭირო იყო აღმასკომის გადაწყვეტილების მიღება და სააღსრულებო წარმოების ჩატარება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება ქარხნის ბალანსზე სადავო ფართის ყოფნა. ობიექტი არ შესულა სს-ის საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონების სიაში. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულების ძალა არ მიანიჭა ქარხნის დირექტორის 10.12.07წ. ¹264 წერილს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მერიის 12.12.97წ. ¹709 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის მიხედვით საბავშვო ბაღი არ ყოფილა ქარხნის ბალანსზე და მუნიციპალიტეტზე მისი გადაცემა არ მომხდარა. სკ-ის 183-ე მუხლის დარღვევით, სადავო ობიექტის პირველადი რეგისტრაცია სააღრიცხვო ბარათში იურიდიული საფუძვლის გარეშე განხორციელდა 29.06.1998წ., სკ-ის 1514-ე, 1515-ე მუხლების, აგრეთვე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის 10.01.98წ. ¹2-5 ბრძანების შესაბამისად, ტექბიურო არ იყო უფლებმოსილი ასეთი ჩანაწერის განხორციელებაზე. შესაბამისად ამ სააღრიცხვო ჩანაწერის შედეგად გამოცემული მერიის 12.10.04წ. ¹38 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ფართის საპრივატზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანას ეხება.
რაც შეეხება მერიის 12.12.97წ. ¹709 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბრძანების გამოცემამდე უნდა შესწავლილიყო ქარხნის ბალანსზე აღრიცხული ობიექტები, ბრძანებაში მითითებულია, რომ ქარხნის ბალანსზე აყვანილ იქნა 31 ობიექტი, მათ შორის საბავშვო ბაღი (¹17). ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ ქარხნის ბალანსიდან მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადასცა 30 ობიექტი, გარდა სადავო ობიექტისა. მინისტრთა კაბინეტის 12.04.1993წ. ¹228 დადგენილების 1.5 პუნქტის თანახმად, სს-ის დაფუძნებისას მის ბალანსზე რიცხული სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების ღირებულება არ შეიტანებოდა სს-ის საწესდებო კაპიტალში და შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდნენ. სახელმწიფო მეთაურის 28.07.95წ. ¹292 ბრძანებით დამტკიცებული “ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ” დებულების თანახმად, მერი უფლებამოსილი იყო აეყვანა მუნიციპალურ საკუთრებაში სახელმწიფო ქონება, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მერიას არ წარმოუდგენია არცერთი საბუთი, რომელიც დაადასტურებდა კერძო სახლის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 12.12.97წ. ¹709 ბრძანება, ტექბიუროს ჩანაწერი მოსარჩელეების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებშია გასაჩივრებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქ. ქუთაისის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სახლის ჩამორთმევის ფაქტი უდავოდ დასტურდება სოფ. ... საბჭოს კრების 11.04.1926წ. ოქმით. ი. ყ-შვილის გარდაცვალების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სამკვიდროს ნაწილის ფაქტიური დაუფლების გამო მთელი სამკივიდროს მიღებულად ცნობას. 1923 წ. სკ-ის 182-ე და 1964წ. სკ-ის 104-ე მუხლები არ ითვალისწინებდნენ რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის პირის საკუთრებაში ყოფნის შესაძლებლობას. საქმეში დაცული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მერიის 12.10.04წ. ¹38 დადგენილების მიღების დროს სადავო ფართი სხვა პირის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. კასატორი თვლის, რომ საპრივატიზებო ობიექტის ნუსხის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს არა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლით, არამედ სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. კასატორი თვლის აგრეთვე, რომ ხანდაზმულობის ვადის გაცდენით არის დასმული 12.12.1997წ. ¹709 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მერიის 12.10.04წ. ¹38 დადგენილების მიმართ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეს, რის გამო არ არსებობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვის საჭიროება. არ დარღვეულა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 9.3 მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან ეს მუხლი ითვალისწინებს არა საპრივატიზაციო ნუსხაში შესატან, არამედ საპრივატიზებო მასალების დასრულების შემდეგ უკვე კონკურსის ან აუქციონის შესახებ ინფორმაციაში შესატან მონაცემებს. ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან უნდა დაიწყოს. სასამართლომ საქმის ფაქტბრივი გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის სახელზე აყვანა მოხდა იურიდიული საფუძვლის გარეშე. სადავო ქონების ქარხნის ბალანსზე არსებობის დასადასტურებლად წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებანი, რომლებითაც დასტურდება, რომ 1940წელს სამხედრო-საავიაციო ჯარების სარდლის ბრძანებით შეიქმნა საავიაციო – ტექნიკური სახელოსნო, რომელსაც 25.10.1940წ. ¹305 ბრძანებით ეწოდა ¹305 სტაციონალური სახელოსნო, ხოლო 10.08.1946წ. სამხედრო-საავიაციო ბაზა. 07.09.1956წ. ქარხანა შეყვანილ იქნა სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალების დაქვემდებარებაში. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 21.12.92წ. ¹968 განკარგულებით შეიქმნა ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ტექნიკური ქარხანა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.07.1995წ. ბრძანებით მას მიენიჭა ს.ნ. ¹45430. საქართველოს პრეზიდენტის 19.05.1997წ. ¹170 განკარგულებით ქარხნის ხელმძღვანელობას ქარხნის აქციონირების ნება დაერთო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.07.1997წ. ¹241 ბრძანების და ქ. ქუთაისის მერიის 30.07.1997წ. ¹392 ბრძანების საფუძველზე მერიის კომისიას გადაეცა ქარხნის (სამხედრო ნაწილი ¹45430) ქონების ჩაბარება, რომელშიც 96-ე ნომრად მითითებულია საბავშვო ბაღი. 28.07.1997წ. ¹50 ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზებო კომისია, რომელსაც დაევალა ქონების ინვენტარიზაცია და საპრივატიზებო მასალების მომზადება, კომისიის 01.09.1997წ. მდგომარეობით ქარხნის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის ღირებულების შეფასებითაც დგინდება, რომ აღიშნული პერიოდისათვის ბაგა-ბაღი ირიცხებოდა ქარხნის ბალანსზე. 30.09.1997წ. შემუშავდა პრივატიზების გეგმა, რომლითაც გადაწყვდა პრივატიზებას არდაქვემდებარებული სოციალური და კულტურული ობიექტების მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემა. სწორედ ამის შემდეგ იქნა მეღებული მერიის 12.12.1997წ. ¹709 ბრძანება. სადავო შენობის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემა დასტურდება აგრეთვე ქარხნის 06.11.01წ. ¹270, 10.12.07წ., ¹264 წერილებით. სააპელაციო სასამართლომ სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დაუცველად განიხილა საქმე, გადაწყვეტილება გამოიტანა მტკიცებულებების შეფასების გარეშე. სადავო ფართის აყვანა მუნიციპალურ საკუთრებაში განხორციელდა იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არარსებობს მერიის 12.12.1997წ. ¹709 ბრძანების და შესაბამისად ტექბიუროს ჩანაწერის და მერიის 12.10.04წ. ¹38 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელეებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდეც (23.09.04წ.) იყო ცნობილი სადავო ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, შესაბამისად 12.12.97წ. ¹709 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა ხანდაზმულია. კასატორი არ ეთანმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქონება არ ჩამორთმეულა, ჩამორთმევას ადასტურებს 11.04.1926წ. ... საბჭოს კრების ოქმი. 1923წ. სკ-ის 44-ე, 45-ე მუხლების ამჟამად მოქმედი სკ-ის 143-ე, 198-ე მუხლების საფუძველზე კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეებს გაცდენილი აქვთ ხანდაზმულობის ვადა. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.12.08წ. განჩინებით ქ. ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორების წარმოადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი საკასაციო საჩივრების საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრების ნაწილობრივი დაკმაყოფილებით უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ყველა გარემოება არ არის სათანადოდ გამოკვლეული, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩინია, რომ 16.01.1920წ. ხელშეკრულება გატარდა ე.წ. სიმაგრის წიგნში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დასტურდება ქუთაისის სახელმწიფო არქივის 08.11.05წ. ცნობით, მაშინ როდესაც ხსენებული ცნობის მიხედვით საარქივო დოკუმენტურ მასალებში ი. ყ-შვილსა და ა. და ვ. კ-კების მამულისა და სახლის ყიდვა-გაყიდვა არ დასტურდება. საარქივო ცნობა არ შეიცავს ქუთაისის ნოტარიუსის ვ. ყ-შვილის სიმაგრის წიგნის, კერძოდ 1920წ. ¹1 წიგნის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას. სიმაგრის წიგნში ხელშეკრულების გატარება სასამართლომ დაადგინა მხოლოდ ხელშეკრულებაზე გაკეთებული მინაწერის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული, საარქივო დოკუმენტების ხშირად დაკარგვის და განადგურების ფონზე, საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია, თუმცა იგივე არგუმენტი არ გამოიყენა სადავო ფართის ნაციონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია თვით 1920წ. ¹1 წიგნის დაკარგვის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 16.01.1920წ. ნასყიდობის ხელშეკრულება გატარებულ იქნა სანოტარო არქივის რეგისტრაციაში, ე.წ. სიმაგრის წიგნში არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ხსენებულ გარემოებას მნიშველობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის, ვინაიდან სიმაგრის წიგნში ხელშეკრულების გატარება წარმოადგენდა მისი ძალაში შესვლის და შესაბამისად მისი ნაციონალიზაცია- მუნიციპალიზაციაქმნილი ქონების სიაში მითითების პირობას. სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული ხელშეკრებულების ტექსტის თანახმად, იგი დამტკიცებულია არა ნოტარიუსის, არამედ მისი თანაშემწის მიერ, სასამართლოს არ დაუდგენია თანაშემწის უფლებამოსილება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ფართი არ ყოფილა ნაციონალიზებული. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა საარქივო ცნობებით, მას არ გამოუთხოვია და არ განუხილავს სახელმწიფო ცენტრალური არქივის მასალა (ტ.3, ს.ფ. 133) ... ქ. ¹40-ში მდებარე სახლების ჩამორთმევის თაობაზე, რომელშიც განთავსებული იყო საარტილერიო პოლკი. დოკუმენტი შეიცავს ნაციონალიზაციაქმნილი და მუნიციპალიზაციაქმნილი სახლების მდებარეობის, კერძოდ ¹133 და ¹134 ნომრებით შეტანილი სახლების აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით მდებარე ობიექტების აღწერას, რაც იძლევა ნაციონალიზაციაქმნილი ფართის დადგენის შესაძლებლობას. საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის, ექსპროპრიირებული ფართის ზუსტი დადგენის მოსაზრებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულება საქმის მასალებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. ჩამორთმეული ქონების დადგენას ხელს შეუწყობდა აგრეთვე მ. დ-ძის და კ-კეების ქონების ჩამორთმევის აქტების გამოთხოვა და შესწავლა.
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ფართი არასოდეს ყოფილა აღრიცხული ქარხნის ბალანსზე და რომ ქარხნის ბალანსიდან, სადავო ობიექტის გარდა, ყველა ობიექტი იქნა გადაცემული. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ამიერკავკასიის სამხედრო-საავიაციო ჯარების სარდლის 08.07.1940წ. ¹1 ბრძანებით შეიქმნა ¹150 საავიაციო-ტექნიკური სახელოსნო. სახელოსნოს 25.10.1940წ. ეწოდა ¹305 სტაციონალური სახელოსნო, ხოლო 10.08.1946წ. სამხედრო-საავიაციო ბაზა. 07.09.1956წ. ქარხანა შეყვანილ იქნა სამხედრო-საჰაერო ძალების დაქვედებარებაში. ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხნის გადაცემის თაობაზე შედგენილი 18.12.1992წ. აქტის (ტ.3, ს.ფ. 163) მიხევით საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ 34-ე საჰაერო არმიისაგან მიიღო ქარხნის შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი ფონდი. გადაცემის აქტს თან ერთვის დანართი 206 ფურცლად, რომელიც შედგება მოხსენებებისა და საინვენტარიზაციო აღწერებისაგან. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუთხოვია და არ შეუფასებია აღნიშნული დოკუმენტაცია, მისი დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ფართი არასოდეს ყოფილა აღრიცხული ქარხნის ბალანსზე, არ ემყარება საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა სრულყოფილ გამოკვლევას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 21.12.1992წ. ¹968 განკარგულებით შეიქმნა ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხანა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.07.1995წ. ბრძანებით მას მიენიჭა ს.ნ. ¹45430. საქართველოს პრეზიდენტის 19.05.1997წ. ¹170 განკარგულებით ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხნის ხელმძღვანელობას ქარხნის აქციონირების ნება დაერთო. სააპელაციო პალატას წარედგინა მიღება-ჩაბარების ¹2 აქტი, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 19.05.1997წ. ¹170 განკარგულების და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.07.1997წ. ¹241 ბრძანების, მერიის 30.07.1997წ. ¹392 ბრძანების საფუძველზე მიმღებს-ქ. ქუთაისის მერიის კომისიას ჩაბარდა ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხნის ქონება, გადაცემული ქონების ჩამონათვალში 96-ე ნომრად მითითებულია, ექსპლუატაციაში 1902 წელს მიღებული, 4577,76 ლარის საბალანსო ღირებულების საბავშვო ბაღი (ტ.2, ს.ფ. 205). გარდა ამისა, სააპელაციო პალატას წარედგინა აგრეთვე ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხნის 28.07.1997წ., ¹50 ბრძანებით შექმნილი საპრივატიზებო კომისიის საინვენტარიზაციო მასალები, კერძოდ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და გადასაცემი მოწყობილობათა) ღირებულების შეფასების აქტი, რომლის მიხედვით 1997 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ბაგა-ბაღი (¹93) იმყოფებოდა ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხნის ბალანსზე (ტ.2, ს.ფ. 209). სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ მიუცია შეფასება ხსენებული მტკიცებულებებისათვის, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია აღნიშნული დოკუმენტაცია, რითაც საქმეზე არ იქნა გამოკვლეული ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა დავის გადაწყვეტის შედეგზე.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ს/ს ... ქარხნის დირექტორის 10.12.2007წ. ¹264 წერილი (ტ.2, ს.ფ. 250), რომელსაც სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულების ძალა არ მიანიჭა. აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ საბავშვო ბაღის შენობა ქარხნის ბალანსზე ირიცხებოდა 1969 წლიდან, შენობა გადმოტანილი იყო «კეჩ»-ის ბალანსიდან, 12.12.1997 წ. ¹709 ბრძანების საფუძველზე საბავშვო ბაღის შენობა გადაეცა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში და მოიხსნა ქარხნის ბალანსიდან. საქმეში წარმოდგენილი კომუნალურ-საექსპლუატაციო ნაწილის («კეჩ») 09.01.1991 წ. ¹31 ცნობით და 15.10.1991 წ. წერილით (ტ. 1, ს.ფ. 23-24), დგინდება, რომ ცნობის გაცემის მომენტისათვის საბავშვო ბაღი, მდებარე ... გამზ. ¹54-ში, «კეჩ»-ის ბალანსზე არ ირიცხებოდა. საქმეში წარმოდგენილია ქარხნის საპრივატიზაციო მასალა (ტ. 2, ს.ფ. 226-231), სადაც მითითებულია, რომ ქ. ქუთიაისის მერის 12.12.1997 წ. ¹709 ბრძანების გამოცემამდე 01.09.1997 წ. მდგომარეობით საბავშვო ბაღი ირიცხებოდა ქუთაისის საავიაციო-სარემონტო ქარხნის ბალანსზე(ტ.2, ს.ფ. 200,205).
იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩას, სადაც მდებარეობს სადავო ფართი, სხვადასხვა წლებში სხვადასხვა დასახელება ჰქონდა და პერმანენტულად იცვლებოდა ნუმერაცია (ბაღის ქ., ... ქ. ¹40, ... 36, 42,54), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლვის მიზნით, წლების მიხედვით უნდა დადგინდეს ქუჩის დასახელება და სადავო ფართის ნუმერაცია, მით უფრო, რომ ხსენებული გარემოება საფუძვლად ედო ქ. ქუთაისის მერის 12.10.04წ. ¹38 დადგენილების სადავო ნაწილის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნას. მოსარჩელის მოსაზრებით გასაჩივრებულ დადგენილებაში საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში სადავო ფართის მისამართის არასწორად მითითება დადგენილების უპირობოდ ბათილობის საფუძველია. აღნიშნული გარემოება გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ ისე, რომ არ არის გამოკვლეული ქ. ქუთაისის მერის დადგენილებაში მისამართად - ... გამზ. ¹36 “ა” მითითების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულია ასკ-ს მე-4, მე-19 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და შეფასებული საქმის გარემოებები. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, საქმის ყველა გარემოების სრულყოფილ დადგენას, რის გამოც საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის მერიის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2008წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.