Facebook Twitter
ბს-812-776(კ-09) 25 ივნისი, 2009 წელი

ბს-812-776(კ-09) 25 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელ ნ. ყ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 4 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ღია სააქციო საზოგადოება «...» საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორ ღია სააქციო საზოგადოება «...» დაევალა ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2009 წლის 23 ივნისს ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელმა ნ. ყ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას და ღია სააქციო საზოგადოება «...» არ არის საქართველოს რეზიდენტი კომპანია, მას საქართველოში არ გააჩნია იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობა, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, რის გამოც ამ კასატორის მიერ ვერ ესწრებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში, ანუ 2009 წლის 24 ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელმა ნ. ყ-შვილმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის ვადის ღია სააქციო საზოგადოება «...» გაგრძელება 10 დღით, ანუ 2009 წლის 4 ივლისამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბინა ¹42), ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელ ნ. ყ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 17 ივნისს და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამ კასატორს ამოეწურა 2009 წლის 24 ივნისს (ოთხშაბათი).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელ ნ. ყ-შვილის ზემოხსენებული განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელ ნ. ყ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (ამ მუხლში) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელ ნ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ღია სააქციო საზოგადოება «...» წარმომადგენელ ნ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.