ბს-813-777(კ-09) 09 ივლისი, 2009წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს «...» საკასაციო საჩივრის განუხულველად დოტოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.08წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.08წ. განჩინებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.08წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 04.12.08წ. განჩინება 18.05.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინებით შპს «...» ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღე. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (ს.ფ. 273) დგინდება, რომ აღნიშნული განჩინება შპს «...» წარმომადგენელს _ დ. გ-იას 11.06.09წ. ჩაბარდა საკასაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. რაც შეეხება შპს «...», მას არაერთჯერ გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართებზე (ქ. თბილისი, ... გამზ. კორპ. ¹11(II), ბ. 19 და ... გამზ. ¹16), მაგრამ მისამართის უზუსტობის გამო ვერ ჩაბარდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. დ. გ-იას შპს «...» დირექტორის გ. გ-ულის მიერ 10.11.2008 წ. ¹2 რწმუნებულებით 10.11.2011 წლამდე მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საქართველოს საერთო სასამართლოების ნებისმიერ ინსტანციაში შპს-ს სახელით ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით. მიუხედავად ამისა, შპს «...» ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «...» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.08წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.