Facebook Twitter

¹ბს-818-782(კ-09) 16 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ. ზ-შვილი, რ. ბ-ძე, მ. ჩ-ძე და სხვები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და კანონისმიერი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ს-შვილმა, პ. ზ-შვილმა, ნ. რ-შვილმა, რ. ბ-ძემ, მ. ჩ-ძემ, ა. გ-შვილმა, ნ. ვ-შვილმა, თ. გ-შვილმა, ვ. ს-ძემ, ტ. წ-ურმა, მ. ხ-ძემ, ც. მ-ძემ, მ. ჯ-იამ, ვ. დ-ურმა, მ. ბ-შვილმა, მ. რ-შვილმა და ა. ლ-შვილმა 2007 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 13 აგვისტოს ¹989 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის მიერ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე დ. ს-შვილის წარმომაგდენლის რ. გ-იანის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელე დ. ს-შვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ კანონიერი ვალდებულების შესრულების და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების პ. ზ-შვილს, ნ. რ-შვილს, რ. ბ-ძეს, მ. ჩ-ძეს, ა. გ-შვილს, ნ. ვ-შვილს, თ. გ-შვილს, ვ. ს-ძეს, ტ. წ-ურს, მ. ხ-ძეს, ც. მ-ძეს, მ. ჯ-იას, ვ. დ-ურის, მ. ბ-შვილს, მ. რ-შვილს და ა. ლ-შვილს სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ კანონიერი ვალდებულებების შესრულების და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პ. ზ-შვილმა, ვ. დ-ურმა, მ. ჯ-იამ, ტ. წ-ურმა, ნ. რ-შვილმა, ნ. ვ-შვილმა, რ. ბ-ძემ, მ. ჩ-ძემ, ა. გ-შვილმა, თ. გ-შვილმა, ვ. ს-ძემ, მ. ხ-ძემ, ც. მ-ძემ, მ. ბ-შვილმა, მ. რ-შვილმა და ა. ლ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით პ. ზ-შვილის, ვ. დ-ურის, მ. ჯ-იას, ნ. რ-შვილის, ნ. ვ-შვილის, რ. ბ-ძის, მ. ჩ-ძის, ა. გ-შვილის, თ. გ-შვილის, ვ. ს-ძის, მ. ხ-ძის, ც. მ-ძის, მ. ბ-შვილის, მ. რ-შვილის და ა. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პ. ზ-შვილმა, რ. ბ-ძემ, მ. ჩ-ძემ, ა. გ-შვილმა, ც. მ-ძემ, მ. ჯ-იამ, ვ. დ-ურმა, მ. ბ-შვილმა, ნ. ვ-შვილმა, თ. გ-შვილმა, მ. ხ-ძემ, მ. რ-შვილმა, ნ. რ-შვილმა, ა. ლ-შვილმა და ვ. ს-ძემ და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული პ. ზ-შვილის, ვ. დ-ურის, მ. ჩ-ძის და სხვების საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას პ. ზ-შვილის, ვ. დ-ურის, მ. ჩ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული პ. ზ-შვილის, ვ. დ-ურის, მ. ჩ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.