¹ბს-822-786(კ-09) 6 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 26 ივნისს შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორმა ი. ქ-ძემ სასარჩელო განცხადებებით (3 სასარჩელო განცხადება) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების _ შპს «...», შპს «...» და შპს «...» საიჯარო ხელშეკრულებების წერილობით გაფორმების დავალება, შპს «...» და მ. კ-ძეს, შპს «...» და მ. კ-ძეს შორის 2006 წლის 1 იანვარს, ასევე შპს «...» და მ. კ-ძეს შორის 2004 წლის 15 ივნისს დადებული საიჯარო ხელშეკრულებების პირობებით და აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებების ასახვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
მოგვიანებით, მოსარჩელემ _ შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორმა ი. ქ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების წარდგენით დააზუსტა სასარჩელო განცხადებები (3 სასარჩელო განცხადება) და მოითხოვა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებოდა, შპს «...» და მ. კ-ძეს, შპს «...» და მ. კ-ძეს შორის 2006 წლის 1 იანვარს, ასევე შპს «...» და მ. კ-ძეს შორის 2004 წლის 15 ივნისს დადებულ საიჯარო ხელშეკრულებებში, შპს «...», შპს «...» და შპს «...» შეთანხმებით, წერილობითი ცვლილებების შეტანა, რომლებითაც მეიჯარედ მიეთითებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებოდა, შპს «...», შპს «...» და შპს «...» შეთანხმებით, შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებებისა და 2004 წლის 15 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრირება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებებით (3 განჩინება): შპს «...», შპს «...» და შპს «...» შეთანხმებით, შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულებებისა და 2004 წლის 15 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დავალების შესახებ შპს «...», შპს «...» და შპს «...» სასარჩელო მოთხოვნებზე შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, დაუშვებლობის გამო; დადგინდა შპს «...», შპს «...» და შპს «...» შეთანხმებით, საიჯარო ხელშეკრულებებში წერილობითი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებითაც მეიჯარედ მიეთითებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ შპს «...», შპს «...» და შპს «...» სასარჩელო მოთხოვნებზე საქმის წარმოების გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით ი. ბ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს «...», შპს «...» და შპს «...» საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2007 წლის 31 აგვისტოს შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორმა ი. ქ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით (3 დაზუსტებული სასარჩელო განცხადება) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებოდა, იმ საიჯარო ხელშეკრულებების შესრულება, რომლებიც მასსა და მოიჯარეებს _ შპს «...», შპს «...» და შპს «...» შორის, კანონის მოთხოვნათა თანახმად, ჩამოყალიბდა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე, შესაბამისად, 200 კვ.მ, 623,08 კვ.მ და 48,09 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართების მეიჯარე მ. კ-ძის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებოდა, შპს «...» და მ. კ-ძეს შორის, შპს «...» და მ. კ-ძეს შორის 2006 წლის 1 იანვარს, ასევე შპს «...» და მ. კ-ძეს შორის 2004 წლის 15 ივნისს დადებულ საიჯარო ხელშეკრულებებში, შპს «...», შპს «...» და შპს «...» შეთანხმებით, წერილობითი ცვლილებების შეტანა, რომლებითაც მეიჯარედ მიეთითებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება, 2007 წლის 7 აგვისტოდან 2007 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (ამ დაზუსტებული სარჩელების წარდგენის დღე), შპს «...» სასარგებლოდ _ 224877,31 ლარი, შპს «...» სასარგებლოდ _ 76333,6 ლარი და შპს «...» სასარგებლოდ _ 3040,85 ლარი. ი. ქ-ძემ, როგორც შპს «...» და შპს «...» დირექტორმა, შესაბამისი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით (2 დაზუსტებული სასარჩელო განცხადება) ასევე მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 2007 წლის 31 ივლისის ¹19 გაფრთხილების ბათილად ცნობა.
2008 წლის 2 მაისს შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორმა ი. ქ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების წარდგენით, დააზუსტა სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება, 2007 წლის 7 აგვისტოდან 2008 წლის 2 მაისის ჩათვლით (განვლილი პერიოდი), შპს «...» სასარგებლოდ _ 29047,6 ლარი, შპს «...» სასარგებლოდ _ 2354383,01 ლარი და შპს «...» სასარგებლოდ _ 587778,45 ლარი. შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორმა ი. ქ-ძემ ასევე მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მისთვის ანაზღაურების შესაბამისი მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარედ, მოსარჩელის თანხმობით, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს «...», შპს «...» და შპს «...» შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებოდა, იმ საიჯარო ხელშეკრულებების შესრულება, რომლებიც მასსა და მოიჯარე მოსარჩელეთა შორის, კანონის მოთხოვნის თანახმად, ჩამოყალიბდა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹...-ში მდებარე, 200 კვ.მ, 623,08 კვ.მ და 48,09 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართების მეიჯარე მ. კ-ძის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებოდა, მოსარჩელეებთან შეთანხმებით, საიჯარო ხელშეკრულებებში წერილობითი ცვლილებების შეტანა, რომლებითაც მეიჯარედ მიეთითებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება, 2007 წლის 7 აგვისტოდან 2008 წლის 2 მაისის ჩათვლით, შპს «...», შპს «...» და შპს «...» სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 იანვრის სხდომაზე ი. ქ-ძის წარმომადგენელმა ი. ბ-შვილმა მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 2007 წლის 31 ივლისის ¹18 და ¹19 გაფრთხილებების ბათილად ცნობა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 2007 წლის 31 ივლისის ¹18 და ¹19 გაფრთხილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორმა ი. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ამავე ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო აპელანტმა უარი განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორმა ი. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 2007 წლის 31 ივლისის ¹18 და ¹19 გაფრთხილებების ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ნ. თ-ძეს შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, ხოლო კასატორს _ შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძეს გადახდილი აქვს 150 ლარი, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. თ-ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 105 ლარი, ხოლო ი. ქ-ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...», შპს «...» და შპს «...» დირექტორ ი. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება;
3. ნ. თ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 105 ლარი; ი. ქ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 105 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.