Facebook Twitter

ბს-845-813(კ-08) 21 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – ბათუმის რეგიონალური ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე “მ. ბ-ი” (მოსარჩელე)

დავის საგანი – ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტისა და ¹59 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ინდ.მეწარმე ,,მ. ბ-მა” 2005 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის საგადასახადო ინსპექციისAმიმართ და მოითხოვა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტისა და @¹59 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინდ. მეწარმე ,,მ. ბ-ის” სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ¹59 საგადასახადო მოთხოვნა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 აგვისტოს შემოწმების აქტი, კერძოდ, ინდ. მეწარმე ,,მ. ბ-ე” დარიცხული 71 463 ლარის საშემოსავლო გადასახადი, აქედან 51 463 ლარი ძირითადი თანხაა და 20 000 ლარი ჯარიმა_საურავი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ინდ. Mმეწარმე ,,მ. ბ-ის” სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2004 წლის 4 აგვისტოს ¹754 ბრძანება და მის საფუძველზე მიღებული ¹59 საგადასახადო მოთხოვნა ინდ. მეწარმე ,,მ. ბ-ე” დღგ-ს გადასახადის 13532, საშემოსავლო გადასახადის 22 723 ლარის, სოციალური დაზღვევის გადასახადის 35 212 ლარის და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის გადასახადის 45,5 ლარის დარიცხვის ნაწილში, ხოლო სხვა გადასახადის გადახდის ნაწილის ბათილად ცნობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი, რომლითაც მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 200 ლარის გადახდა, რაც ჩაეთვალა გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 1 768, 37 ლარი დაუბრუნდა უკან; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ “მ. ბ-ს” ¹59 საგადასახადო მოთხოვნით საქველმოქედო მიზნით დარიგებული საქონლის რეალიზაციის გამო დღგ-ს გადასახდელად დაერიცხა 13 532 ლარი, საშემოსავლო გადასახადო 22 723 ლარი, სოციალური დაზღვევის გადასახადი 35 212 ლარი, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის გადასახადი 45,5 ლარი, სხვა გადასახადი 6223,3 ლარი, სულ 78 735,8 ლარი.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ი.მ “მ. ბ-ი” მოქმედებდა გერმანული საქველმოქმედო ფონდი სახელით, შესაბამისად ის ვერ აღწერდა მის შემოსავალში საქველმოქმედო მისიისათვის მიღებულ საქონელს, ვინაიდან არ მომხდარა საქონლის სასყიდლიანი გასხვისება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი, მე-14, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 104-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 146-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 166-ე, 173-ე, 175-ე, 282-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მიუთითა, რომ მართალია საქონელი დარიგებულ იქნა ი/მ-ის სახელით, მაგრამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ის წარმოადგენდა გერმანულ ფირმას და შესაბამისად არ უნდა დაბეგრილიყო ქველმოქმედების მიზნით გასხვისებული საქონელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, საპელაციო საამართლომ არ გამოარკვია მოსარჩელე ინდ.მეწარმე მ. ბ-ი თავისი სახელით ახდენდა გერმანიიდან მიღებული საქონლის უსასყიდლოდ დარიგებას, თუ გერმანული მისიის სახელით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ისეთი წერილობითი დოკუმენტი, რომ მოსარჩელე იყო “ფრიდენს ბოტე”-ს კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 1 მარტის ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებას. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის განბაჟება მოხდა მოსარჩელის სახელით, მოსარჩელე თავისი სახელით ახდენდა ასევე გერმანიიდან მიღებულო საქონლის მიწოდებას და ამ შემთხვევაში საგადასახადო მიზნებისათვის მნიშვნელობა არა აქვს მოსარჩელემ მიიღო თუUარა შემოსაველი.

კასატორის აზრით, საპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა გერმანიის საქველმოქმედო ფონდ “ფრიდენს ბოტეს”-ს პრეზიდენტის წერილს, რითაც იგი აღიარებს დაშვებულ დარღვევებს და მომხდარს ფაქტიურად ქართული კანონმდებლობის სათანადოდ არცოდნით ხსნის. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, იგი დაფუძნებულია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი საქმიანობის მიზანი არ არის ქველმოქმედების განხორციელება, რის გამოც მიაჩნია, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს ის საგადასახადო შეღავათები, რაც საქველმოქმედო ორგანიზაციის მიმართ ვრცელდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ 2005 წლის 19 აგვისტოს აქტის თანახმად ჩაატარა საკონტროლი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ი/ს “მ. ბ-ი” ბიუჯეტსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებთან ანგარიშსწორების საკითხებზე, შემოწმებამ მოიცვა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 აგვისტომდე განვლილი საანგაშგებო პერიოდი (ს.ფ. 14).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ¹59 საგადასახადო მოთხოვნით, ი/მ “მ. ბ-ს საქველმოქმედო მიზნით დარიგებული საქონლის რეალიზაციის გამო დღგ-ს გადასახდელად დაერიცხა 13 532 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 22 723 ლარი, სოც. დაზღვევის გადასახადი 35 212 ლარი, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის გადასახადი 45,5 ლარი, სხვა გადასახადი 6223,3 ლარი, სულ 78 735,8 ლარი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ინდ. მეწარმე მ. ბ-ის შემოწმება მოიცვა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 აგვისტომდე განვლილი საანგარიშგებო პერიოდი, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეეფასებინა არა მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, არამედ 2004 წლის 31 დეკემრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, რის გამოც საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსის (2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება. ამ ნორმის თანახმად, ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება 2005 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზეც, რომლებიც მთავრდება 2005 წლის 1 იანვრიდან, რადგან მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს მხოლოდ პროცედურული დებულებების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან ინდ.მეწარმე “მ. ბ-ი” არ ახორციელებს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ საქმიანობას, ამიტომ მის მიერ განხორციელებული მოქმედება წარმოადგენს ქველმოქმედებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადასაწყვეტად საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმად ჩათვალა, რომ ი/მ “მ. ბ-ი” ახორციელებდა საქველმოქმედო საქმიანობას, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იმისათვის რომ პირმა საქველმოქმედო საქმიანობის გამო ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით, იგი იმავდროულად უნდა აკმაყოფილებდეს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნას; ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქედო ორგანიზაციის სტატუსი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო საქმის მასალებით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს და არა ორგანიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეფასება არ მისცეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მართალია საქონელი დარიგებულ იქნა ინდ.მეწარმე “მ. ბ-ის” სახელით, მაგრამ იგი ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენდა გერმანულ ფირმას და იგი მოქმედებდა გერმანული საქველმოქმედო ფონდის სახელით, რის გამოც ჩათვალა, რომ ქველმოქმედების მიზნით გასხვისებული საქონელი არ უნდა დაბეგრილიყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის დასასაბუთებლად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის (2005 წლის 1 იანვრის რედაქცია) 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი; ამ ნორმის პირველი წინადადების თანახმად საწარმოს/ ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს.ფ.13-ზე წარმოდგენილი ხელშეკრულება დადებულია 2004 წლის 1 მარტს ქ. ბათუმში, ერთის მხრივ გამყიდველს, საქველმოქმედო მისია “ფრიდენსბოტესა” და მეორეს მხრივ მყიდველს, ინდივიდუალურ მეწარმე მ. ბ-ს შორის; ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საკუთრებაში გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამიტომ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ინდ.მეწარმე “მ. ბ-სა” და საქველმოქმედო მისია “ფრიდენსბოტეს” შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საგანი, მხარეთა უფლება-მოვალეობების შინაარსი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ ხელშეკრულების არსებით პირობებს. .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.