¹ბს-852-816 (კ-09) 30 სექტემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – რ. ვ-ძე, მ. ჩ-შვილი, მ. ბ-ძე
და სხვები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო (მოპასუხე)
დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ვ-ძემ, მ. ჩ-შვილმა, მ. ბ-ძემ, გ. ვ-ძემ, დ. მ-ძემ, ნ. კ-ძემ, ზ. წ-ანმა, ს. ს-ძემ, რ. ა-იანმა, ი. ღ-ტმა, ი. რ-ძემ, ზ. ჩ-ძემ, გ. ლ-ძემ, ი. ო-იამ, ა. ო-იამ, თ. ა-ძემ, დ. გ-ძემ, რ. ჯ-ძემ, ნ. ვ-ძემ, დ. ჯ-ძემ, ვ. ვ-იანმა, მ. ს-ძემ, გ. ჯ-ელმა, მ. ბ-ძემ, ქ. ხ-აშმა, ქ. ვ-ძემ, გ. კ-ძემ, დ. გ-შვილმა, ლ. მ-ოვამ, ბ. ძ-ძემ, ვ. დ-ძემ, ა. ხ-აშმა, ა. თ-ძემ, მ. კ-ძემ, რ. ჭ-აიამ 2007 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ წინა წლებში წარმოქნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად არასათანადო მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოთი; ამავე განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დარჩა საქმეში მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს მოსარჩელე რ. ვ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 635 ლარის, მ. ჩ-შვილის სასარგებლოდ 763,35 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ 235,77 ლარის, გ. ვ-ძის სასარგებლოდ 433,66 ლარის, დ. მ-ძის სასარგებლოდ 1073,69 ლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ 464,00 ლარის, ზ. წ-ანის სასარგებლოდ 530,22 ლარის, ს. ს-ძის სასარგებლოდ 566,28 ლარის, რ. ა-იანის სასარგებლოდ 448,13 ლარის, ი. ღ-ტის სასარგებლოდ 571,21 ლარის, ი. რ-ძის სასარგებლოდ 225,80 ლარის, ზ. ჩ-ძის სასარგებლოდ 571,64 ლარის, გ. ლ-ძის სასარგებლოდ 758,48 ლარის, ი. ო-იას სასარგებლოდ 525,64 ლარის, ა. ო-იას სასარგებლოდ 368,22 ლარის, თ. ა-ძის სასარგებლოდ 434,52 ლარის, დ. გ-ძის სასარგებლოდ 321.99 ლარის, რ. ჯ-ძის სასარგებლოდ 242,18 ლარის, ნ. ვ-ძის სასარგებლოდ 327,72 ლარის, დ. ჯ-ძის სასარგებლოდ 287,33 ლარის, ვ. ვ-იანის სასარგებლოდ 549,78 ლარის, მ. ს-ძის სასარგებლოდ 225,65 ლარის, გ. ჯ-ელის სასარგებლოდ 285,75 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ 324,64 ლარის, ქ. ხ-აშის სასარგებლოდ 240,34 ლარის, ქ. ვ-ძის სასარგებლოდ 214,69 ლარის, გ. კ-ძის სასარგებლოდ 484,01 ლარის, დ. გ-შვილის სასარგებლოდ 613,84 ლარის, ე. მ-ოვას სასარგებლოდ 642,65 ლარის, ბ. ძ-ძის სასარგებლოდ 310,50 ლარის, ვასილ დევაძის სასარგებლოდ 368,22 ლარის, ა. ხ-აშის სასარგებლოდ 372,04 ლარის, ა. თ-ძის სასარგებლოდ 251.13 ლარის, მ. კ-ძის სასარგებლოდ 334,21 ლარის, რ. ჭ-აიას სასარგებლოდ 1937,78 ლარის გადახდა; მოსარჩელეებს უარი ეთქვა ულუფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეების წარმომადგენელმა გ. შ-ძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარმა სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს და მოსარჩელეთა წარმომადგენლის გ. შ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის და სხვათა სარჩელი ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის განჩინებით რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის, გ. ვ-ძის, დ. მჟავ-ძის, ნ. კ-ძის, ზ. წ-ანის, ს. ს-ძის, რ. ა-იანის, ი. ღ-ტის, ი. რ-ძის, ზ. ჩ-ძის, გ. ლ-ძის, ი. ო-იას, ა. ო-იას, თ. ა-ძის, დ. გ-ძის, რ. ჯ-ძის, ნ. ვ-ძის, დ. ჯ-ძის, ვ. ვ-იანის, მ. ს-ძის, გ. ჯ-ელის, მ. ბ-ძის, ქ. ხ-აშის, ქ. ვ-ძის, გ. კ-ძის, დ. გ-შვილის, ლ. მ-ოვას, ბ. ძ-ძის, ვ. დ-ძის, ა. ხ-აშის, ა. თ-ძის, მ. კ-ძის, რ. ჭ-აიას სარჩელი მოპასუხე აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს, მესამე პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ გადაეგზავნა უფლებამოსილ ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელეების რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის, გ. ვ-ძის, დ. მ-ძის, ნ. კ-ძის, ზ. წ-ანის, ს. ს-ძის, რ. ა-იანის, ი. ღ-ტის, ი. რ-ძის, ზ. ჩ-ძის, გ. ლ-ძის, ი. ო-იას, ა. ო-იას, თ. ა-ძის, დ. გ-ძის, რ. ჯ-ძის, ნ. ვ-ძის, დ. ჯ-ძის, ვ. ვ-იანის, მ. ს-ძის, გ. ჯ-ელის, მ. ბ-ძის, ქ. ხ-აშის, ქ. ვ-ძის, გ. კ-ძის, დ. გ-შვილის, ლ. მ-ოვას, ბ. ძ-ძის, ვ. დ-ძის, ა. ხ-აშის, ა. თ-ძის, მ. კ-ძის და რ. ჭ-აიას წარმომადგენლის გ. შ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეიცვალა არასათანადო მოპასუხე აჭარის ა/რ მთავარი სამმართველო სათანადო მოპასუხით_ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთი; საქმე ¹3-217/08 განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის, გ. ვ-ძის, დ. მ-ძის, ნ. კ-ძის, ზ. წ-ანის, ს. ს-ძის, რ. ა-იანის, ი. ღ-ტის, ი. რ-ძის, ზ. ჩ-ძის, გ. ლ-ძის, ი. ო-იას, ა. ო-იას, თ. ა-ძის, დ. გ-ძის, რ. ჯ-ძის, ნ. ვ-ძის, დ. ჯ-ძის, ვ. ვ-იანის, მ. ს-ძის, გ. ჯ-ელის, მ. ბ-ძის, ქ. ხ-აშის, ქ. ვ-ძის, გ. კ-ძის, დ. გ-შვილის, ლ. მ-ოვას, ბ. ძ-ძის, ვ. დ-ძის, ა. ხ-აშის, ა. თ-ძის, მ. კ-ძის და რ. ჭ-აიას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მოსარჩელე რ. ვ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 635 ლარის, მ. ჩ-შვილის სასარგებლოდ 763,35 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ 235,77 ლარის, გ. ვ-ძის სასარგებლოდ 433,66 ლარის, დ. მჟავ-ძის სასარგებლოდ 1073,69 ლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ 464,00 ლარის, ზ. წ-ანის სასარგებლოდ 530,22 ლარის, ს. ს-ძის სასარგებლოდ 566,28 ლარის, რ. ა-იანის სასარგებლოდ 448,13 ლარის, ი. ღ-ტის სასარგებლოდ 571,21 ლარის, ი. რ-ძის სასარგებლოდ 225,80 ლარის, ზ. ჩ-ძის სასარგებლოდ 571,64 ლარის, გ. ლ-ძის სასარგებლოდ 758,48 ლარის, ი. ო-იას სასარგებლოდ 525,64 ლარის, ა. ო-იას სასარგებლოდ 368,22 ლარის, თ. ა-ძის სასარგებლოდ 434,52 ლარის, დ. გ-ძის სასარგებლოდ 321.99 ლარის, რ. ჯ-ძის სასარგებლოდ 242,18 ლარის, ნ. ვ-ძის სასარგებლოდ 327,72 ლარის, დ. ჯ-ძის სასარგებლოდ 287,33 ლარის, ვ. ვ-იანის სასარგებლოდ 549,78 ლარის, მ. ს-ძის სასარგებლოდ 225,65 ლარის, გ. ჯ-ელის სასარგებლოდ 285,75 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ 324,64 ლარის, ქ. ხ-აშის სასარგებლოდ 240,34 ლარის, ქ. ვ-ძის სასარგებლოდ 214,69 ლარის, გ. კ-ძის სასარგებლოდ 484,01 ლარის, დ. გ-შვილის სასარგებლოდ 613,84 ლარის, ე. მ-ოვას სასარგებლოდ 642,65 ლარის, ბ. ძ-ძის სასარგებლოდ 310,50 ლარის, ვ. დ-ძის სასარგებლოდ 368,22 ლარის, ა. ხ-აშის სასარგებლოდ 372,04 ლარის, ა. თ-ძის სასარგებლოდ 251.13 ლარის, მ. კ-ძის სასარგებლოდ 334,21 ლარის, რ. ჭ-აიას სასარგებლოდ 1937,78 ლარის გადახდა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ულუფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ვ-ძემ, მ. ჩ-შვილმა, მ. ბ-ძემ და სხვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების _ მოსარჩელეთათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში _ შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დაეკისრა რ. ვ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, მ. ჩ-შვილის სასარგებლოდ 295 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, გ. ვ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, დ. მ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ნ. კ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ზ. წ-ანის სასარგებლოდ 295 ლარის, ს. ს-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, რ. ა-იანის სასარგებლოდ 295 ლარის, ი. ღ-ტის სასარგებლოდ 295 ლარის, ი. რ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ზ. ჩ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, გ. ლ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ი. ო-იას სასარგებლოდ 295 ლარის, ა. ო-იას სასარგებლოდ 295 ლარის, თ. ა-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, დ. გ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, რ. ჯ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ნ. ვ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, დ. ჯ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ვ. ვ-იანის სასარგებლოდ 295 ლარის, მ. ს-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, გ. ჯ-ელის სასარგებლოდ 295 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ქ. ხ-აშის სასარგებლოდ 295 ლარის, ქ. ვ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, გ. კ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, დ. გ-შვილის სასარგებლოდ 295 ლარის, ე. მ-ოვას სასარგებლოდ 295 ლარის, ბ. ძ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ვ. დ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, ა. ხ-აშის სასარგებლოდ 295 ლარის, ა. თ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, მ. კ-ძის სასარგებლოდ 295 ლარის, რ. ჭ-აიას სასარგებლოდ 295 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეებს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის თანხის _ თითოეულის სასარგებლოდ 354 ლარის _ ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ვ-ძემ, მ. ჩ-შვილმა, მ. ბ-ძემ და სხვებმა და მოითხოვეს სააპელაციო გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული რ. ვ-ძის, მ. ჩ-შვილის, მ. ბ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.