Facebook Twitter

ბს-859-826(კ-08) 15 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

13.01.05წ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ საწარმოო გაერთიანება “.....” წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ 01.07.96წ. და 15.09.99წ. ქირავნობის ხელშეკრულებების მოშლა, მოპასუხისათვის 13 649 აშშ დოლარის ქირის დავალიანების დაკისრება და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე ფართის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოიშალა 01.07.96წ. და 15.09.099წ. ხელშეკრულებები, მოპასუხეს დაეკისრა 13 649 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ქირის დავალიანების გადახდა და დაევალა ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული ფართის გამოთავისუფლება, საწარმოო გაერთიანება “....” დირექტორს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “....”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილებით შპს “....” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.05წ. გადაწყვეტილება საწარმოო გაერთიანება “...” დირექტორისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა შპს “....”, დანარჩენ ნაწილში შპს “....” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ, დაკავებული ფართიდან გამოსახლების ნაწილში, გაასაჩივრა შპს “....”. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეში მესამე პირის ჩაბმა და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივარის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “....” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს “....” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “....” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს “....” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (965) 70% _ 675 ლარი და 50 თეთრი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222”;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.