Facebook Twitter
#bs-666-632(k-09)

ბს-869-831(კ-09) 14 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ა-ევის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა ა. ა-ევმა, შ. გ-ოვმა, ფ. ფ-ევმა, ჯ. ა-ოვმა და ტ. ა-ადემ 2005 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს ,,...’’, მ. მ-შვილი, ლ. ბ-შვილი და დ. დ-ძე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, შ. გ-ოვს, ფ. ფ-ევს, ჯ. ა-ოვს, ტ. ა-ადეს, ა. რ-ევს და შ. ბ-ოვს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 11 მარტის ¹67, ¹75, ¹80, ¹83, ¹88 და ¹93 დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე; ა. ა-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 11 მარტის ¹79 დადგენილება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. გ-ოვმა, ფ. ფ-ევმა, შ. ბ-ოვმა, ა. რ-ევმა და ტ. ა-ადემ; ასევე ბოლნისის რაიონის გამგეობამ.

2008 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით შ. ბ-ის წარმომადგენლის ზ. პ-შვილის შაუმდგომლობა, სარჩელზე (ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ 2005 წლის 11 მარტის ¹80 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე) უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა.

2008 წლის 18 დეკემბერს ასევე დაკმაყოფილდა ზ. პ-შვილის შუამდგომლობა შ. გ-ოვის, ჯ. ა-ოვის, ფ. ფ-ევის, ა. რ-ევისა და ტ. ა-ოვის სასარჩელო განცხადების გამოხმობისა და ამ ნაწილში მისი განუხილველად დატოვების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა-ევის სარჩელი ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 11 მარტის ¹79 დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ევმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ევის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ა-ევის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ა. ა-ევს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ევის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;

3. ა. ა-ევს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.