ბს-881-843(კ-09) 1 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ც-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 5 ნოემბერს ვ. ც-ძემ სარჩელით მიმართა მთაწმინდა_კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ს. ს-ავას მიმართ ადმინისტრაციულ-სამრათლებრვი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის სხდომის 1995 წლის 10 აგვისტოს დადგენილების (ოქმი ¹7), ქ. თბილისში ... ქ. ¹16/1 მცხოვრები ლ. პ-აიას და მისი მეუღლის ს. ს-ავასათვის დამხმარე სათავსოდ აწ. გარდაცვლილი ს. რ-შვილის ყოფილი, საცხოვრებლად უვარგისი ბინის სულ 15 კვ.მ გადაცემის შესახებ გაუქმებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საბინაო მომსახურების ცენტრის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.13.14 დადგენილების, ქ. თბილისში ... ქ. ¹16/1 მცხოვრები ლ. პ-აიას და მისი მეუღლის ს. ს-ავასათვის დამხმარე სათავსოს 15 კვ.მ გადაცემის თაობაზე გაუქმებას და 1998 წლის 22 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ასევე ქ. თბილისში ... ქ. ¹16/1 –ში მდებარე 15 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ცნობას.
2004 წლის 15 ნოემბერს ვ. ც-ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების: ს. ს-ავას, ლ. პ-აიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საბინაო მომსახურების ცენტრის, ნოტარიუს ლ. გ-იანისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა ნოტარიუსი ლ. გ-იანი და საქმეში დარჩა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მესამე პირის სტატუსით.
2006 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართეს ი. ს-ავამ და ლ. პ-აიამ მოპასუხეების _ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობისა და ვ. ც-ძის მიმართ თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის სხდომის 1995 წლის 10 აგვისტოს დადგენილების (ოქმი ¹11) ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით ი. ს-ავასა და ლ. პ-აიას შეგებებული სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეზე მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხნენ ი. ს-ავა და ლ. პ-აია და საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო სათანადო მოპასუხედ განისაზღვრა_ ძველი თბილისის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ც-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ც-ძის წარმომადგენელმა გ. თ-ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით ვ. ც-ძის წარმომადგენელ გ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ც-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილბას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ც-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ვ. ც-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ვ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ვ. ც-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. თ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ვ. ც-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).»
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ც-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. გ. თ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.