ბს-890-852 (კ-09) 09 სექტემბერი, 2009წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე: მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხულველად დოტოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.09წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.09წ. განჩინებით შ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.08წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 21.04.09წ. განჩინება, გარდა სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტისა საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.07.09წ. განჩინებით შ. მ-შვილს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა _ 5 დღე ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან. შ. მ-შვილის 21.07.09 წ. განცხადების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინებით შ. მ-შვილის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაგრძელდა კიდევ ათი დღით, განჩინების ჩაბარების დღიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინება შ. მ-შვილს და მის წარმომადგენელს მ. ყ-შვილს გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ აღნიშნული განჩინება შ. მ-შვილის წარმომადგენელს _ მ. ყ-შვილს 15.08.09წ. ჩაბარდა პირადად საკასაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... 1-ლი გას. 1). რაც შეეხება შ. მ-შვილს, მას სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ბაგები ... ქ. ¹14) ფოსტის მუშაკის მიერ დატოვებულ შეტყობინებაზე გამოუცხადებლობის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. მ. ყ-შვილს შ. მ-შვილის მიერ 23.12.04 წ. (სანოტარო აქტი ტ. I ს.ფ. 80-81) განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება წარმოადინოს მარწმუნებელი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, იგი ასევე მონაწილეობას ღებულებდა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას. ამდენად, ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 16.08.09 წ. და 25.08.09 წ. ამოიწურა. მიუხედავად ამისა, შ. მ-შვილს ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.