ბს-900-862(კ-09) 9 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. კ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-იანმა 01.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ და მოპასუხეებისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვილებებისა და დამატებების შეტანის დავალდებულებით ... ქუჩის მხრიდან 8.30 კვ.მ-ზე, იმ თავისუფალ ფართზე, რომელიც 1940 წლიდან მისი წინაპრების საკუთრებად ითვლებოდა და მის მფლობელობაში არსებული 2 გარაჟის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
10.08.07წ. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 09.11.04წ. ¹2409/04, 11.11.04წ. ¹2413/04 და 29.06.07წ. ¹1728/07 ჩანაწერების, ნოტარიუსის _ მ. კ-ძის მიერ 10.11.04წ. დამოწმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების, ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.05.07წ. ¹4-7/189 ცნობის, ქობულეთის რაიონის გამგეობის დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 16.10.06წ. ¹53 მშენებლობის ნებართვის გაუქმება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით ვ. კ-იანის სახელზე ... ქუჩის მხრიდან ქ. კ-იდის უკანონო სარგებლობაში არსებული 77 კვ.მ და მის მფლობელობაში არსებული 2 გარაჟის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებად დარეგისტრირების დავალდებულება მოითხოვა. 06.03.08წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სარჩელი, მან შუამდგომლობით გამოითხოვა სარჩელი საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ნაწილში, კერძოდ ვ. კ-იანის მფლობელობაში არსებული 2 გარაჟის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცის თაობაზე.
საქმე არაერთგზის განხილულ იქნა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 10.10.08წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია და ბოლოს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 12.11.08წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. კ-იანსი სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-იანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. განჩინებით ვ. კ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქობულეთის რაიონული სასამართლოს 12.11.08წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-იანმა. კასატორმა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-იანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. კ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-იანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორ ვ. კ-იანის წარმომადგენელს რ. ფუტკარაძეს დაუბრუნდეს მის მიერ 20.07.09წ. ¹5001624709 საგადასახადო დავალებით (საიდენთიფიკაციო ნოემერი 61002004701) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.