ბს-905-867 (კ-09) 21 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ს.ს «...» საკასაციო საჩივრის განუხულველად დოტოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.09წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.09წ. განჩინებით ს.ს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.01.09წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 17.03.09წ. განჩინება 02.06.09წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს «...» დირექტორმა დ. დ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბ. ს-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.07.09წ. განჩინებით სსსკ-ს 396-ე მუხლის თანახმად, ს.ს «...» საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღე. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ აღნიშნული განჩინება ს.ს «...» და მის დირექტორს დ. დ-შვილს 11.07.09წ. ჩაბარდათ საკასაციო საჩივარზე მითითებულ მისამართებზე. მიუხედავად ამისა, ს.ს «...» ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც ამოიწურა 20.07.09წ. ს.ს «...» დირექტორმა დ. დ-შვილმა 21.07.09წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ს/ს-ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ამავე განცხადებით დ. დ-შვილი ითხოვს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორმა საპროცესო მოქმედება განახორციელა სასამართლო განჩინებით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ს.ს «...» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. დ. დ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა _ 150 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს «...» საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.09წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. დ. დ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.09წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი 60002004744) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.