Facebook Twitter
ბს-910-872(2კ-09)

ბს-910-872(2კ-09) 11 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. კ-ძემ 13.05.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, მ. მ-ძისა და ე. ტ-ევის მიმართ, რომლითაც ე. ტ-ევის საკუთრებად 0,203 ჰა მიწის ნაკვეთის აღიარების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.01.08წ. საოქმო გადაწყვეტილების, 15.01.08წ. გაცემული ¹5580 საკუთრების უფლების მოწმობის, მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერებისა და ე. ტ-ევსა და მ. მ-ძეს შორის გაფორმებული 18.02.08წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ე. ტ-ევმა 10.09.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიისა და რ. კ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 13.03.08წ. ე. კ-ძეზე გაცემული ¹6565 საკუთრების მოწმობისა და თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის, 02.05.08წ. ¹58 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება, რომ აღადგინოს თავის უფლებებში და აღადგინოს საკუთრების უფლების ¹5580 მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ბათილად ცნობილი საოქმო გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 28.10.08წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ტ-ევის წარმომადგენლის მ. გ-ძის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ნამდვილად ერთიდაიგივე მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა და მხარეებიც ერთიდაიგივე იყო. საქმეთა დროულად განხილვისათვის და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად იქნა მიჩნეული საქმეთა გაერთიანება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.01.09წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.01.08წ. საოქმო გადაწყვეტილება ე. ტ-ევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ე. ტ-ევზე გაცემული საკუთრების უფლების ¹5580 მოწმობა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორცილებული ჩანაწერი, ბათილად იქნა ცნობილი ე. ტ-ევსა და მ. მ-ძეს შორის 18.02.08წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რ. კ-ძის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ე. ტ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება რ. კ-ძის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი რ. კ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების ¹6565 მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ე. ტ-ევის მოთხოვნა 02.05.08წ. საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ე. ტ-ევის მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების – საკუთრების უფლების ¹5580 მოწმობის, საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ბათილად ცნობილი საოქმო გადაწყვეტილების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. კ-ძემ, ე. ტ-ევმა და მ. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.09წ. განჩინებით რ. კ-ძის, მ. მ-ძისა და ე. ტ-ევის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.01.09წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ტ-ევმა და რ. კ-ძემ. ე. ტ-ევმა მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და რ. კ-ძისათვი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. რ. კ-ძემ მისი სარჩელის დაკმაყოფილება და ე. ტ-ევის სარჩელის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.07.09წ. განჩინებით ე. ტ-ევის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს რ. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ დ. გ-ძის მეშვეობით 20.07.09წ. ¹3 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი 61002020995) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.