ბს-937-901(კ-08) 14 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-მა» 29.06.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა უფლების დადგენა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-ს» ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 22.10.96წ. ¹581 ბრძანებისა და ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 16.05.97წ. ¹114 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, 12 _ სართულიანი, 121 _ ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქ. თბილისში, ..... შესახვევის ¹20, ¹22, ¹24, ¹26 და ¹28-ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.10.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-ს» უარი ეთქვა თბილისის მთავარი არქიტექტორის 22.10.96წ. ¹581 და თბილისის სახელმწიფო არქიტექტურული სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 16.05.97წ. გაცემული ¹114 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ქ. თბილისში ...... შესახვევის ¹¹20, 22, 24, 26, 28-ში საცხოვრებელი მრავალბიანიანი კორპუსის მშენებლობის უფლების აღიარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-მა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.10.06წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-მა», რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «მ-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორის წარმომადგენელს პ. კ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 10.11.08წ. ¹312 საგადასახადო დავალებით (საიდენთიფიკაციო კოდი 35001031362) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.