Facebook Twitter

¹ბს-950-910(კ-09) 24 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 17 იანვარს ი. დ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელე ი. დ-შვილი სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მან 2006 წლის 10 ნოემბერს თელავის საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო 2006 წლის 14 ოქტომბრის შეტყობინება ¹338 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის, ასევე 2006 წლის 14 ოწტომბრის შეტყობინება ¹338 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, მოპასუხე ინსპექცია ატყობინებდა, რომ მას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 1400 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი 500 ლარი, საურავი 900 ლარი.

აღნიშნული გადასახადის დარიცხვას ი. დ-შვილი არ დაეთანხმა და შესაგებლით მიმართა თელავის საგადასახადო ინსპექციას, საიდანაც 2006 წლის 8 დეკემბერს მიიღო ¹05/7320 პასუხი, რომ მის მიერ შეტანილი შესაგებელი არ იქნა განხილული. მიიჩნია რა, რომ აღნიშნული გადასახადის დანიშვნა იყო უკანონო, სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 ოქტომბრის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინებებისა და 2006 წლის 6 დეკემბრის ¹05/7320 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის სარჩელი თელავის საგადასახადო ინპექციის 2006 წლის 24 ოქტომბრის ¹338 შეტყობინებების, 2006 წლის 6 დეკემბრის ¹05/7320 პასუხის ბათილად ცნობის და მოპასუხის დავალდებულების შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-შვილმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა; მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა ჩამოეწერა ი/მ ი. დ-შვილზე უკანონოდ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 500 ლარი და მასზე დარიცხული სანქცია-საურავები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 ოქტომბრის ¹338 შეტყობინება საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 6 დეკემბრის ¹05/7320 წერილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.