¹ბს-954-913(2კ-09) 24 სექტემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. და ა. მ-შვილების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 19 ნოემბერს ა. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხის დავალდებულებას მის საკუთრებაში არსებული, ქ. საჩხერეში, ... ქ. ¹92-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. მ-შვილი და საჩხერის მუნიციპალიტეტი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 19 სექტემბრის ¹351 და იმავე სამსახურის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹515 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა ა. მ-შვილის სახელზე ქ. საჩხერეში, ... ქ. ¹92-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ასევე იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად შ. მ-შვილის ჩართვის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შ. მ-შვილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-შვილმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით ა. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 19 სექტემბრის ¹351 და იმავე სამსახურის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹515 გადაწყვეტილებები ა. მ-შვილისათვის 282,5მ2 მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ა. მ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატაროს 282,5მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. საჩხერეში, ... ქ. ¹92-ში.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. და ა. მ-შვილებმა.
კასატორი – შ. მ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვტილებით ა. მ-შვილისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მეორე კასატორი – ა. მ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 19 სექტემბრის ¹351 და იმავე სამსახურის 2006 წლის 25 დეკემბერის ¹515 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას ა. მ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატაროს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. საჩხერეში, ... ქ. ¹92-ში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-შვილის, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, შ. და ა. მ-შვილების საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შ. და ა. მ-შვილების საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შ. და ა. მ-შვილების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).»
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. და ა. მ-შვილების საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე;
2. ა. ბ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.