Facebook Twitter

ბს-961-920(2კ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 4 იანვარს ი/მ ა. ნ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე _ ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის, 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 და 2006 წლის 23 ივნისის ¹04-02/336 შეტყობინებების მოქმედებისა და აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ა. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფოლდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაევალა განეხორციელებინა ი/მ ა. ნ-შვილის მიერ 2001-2003 წლებში შესაბამისი დეკლარაციებით წარდგენილი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი 32 507,3 ლარის ღირებულების დღგ-ს ჩათვლა. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი დღგ-ში მოსარჩელის მავალდებულებელი აქტები; ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო მოთხოვნა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ და ი/მ ა. ნ-შვილმა. აპელანტმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტმა _ ი/მ ა. ნ-შვილმა დღგ-სა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ი/მ ა. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ი/მ ა. ნ-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი შესაბამის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ჩათვლის განხორციელებისა და 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო მოთხოვნის, 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ «ა. ნ-შვილის» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 45 ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, 32 507.3 ლარის ოდენობით გაუქმებული დღგ-ს ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 შეტყობინება, ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოსარჩელის მიერ 2001-2003 წლებში შესაბამისი დეკლარაციებით წარდგენილი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი 32 507.3 ლარის ღირებულების დღგ-ს ჩათვლა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ და ი/მ ა. ნ-შვილმა აპელანტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ი/მ ა. ნ-შვილმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც დღგ-ს ჩათვლის გაუქმება ნაწილობრივ კანონიერად ჩაითვალა, სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა, აგრეთვე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 275 ლარის ოდენობით ბაჟის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქმეშე მესამე პირებად ჩაებნენ ინდივიდუალური მეწარმეები: «თ. ბ-ძე», «ბ. ვ-ძე», «ჯ. ა-ძე», «ნ. ხ-აში», შპს «...», შპს «...», შპს «...», შპს «...».

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი/მ ა. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ი/მ ა. ნ-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ჩათვლის განხორციელებისა და შესაბამისად, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო მოთხოვნის, 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის მოთხოვნით ი/მ ა. ნ-შვილის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი/მ ა. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო მოთხოვნა და 2006 წლის 4 მაისის ¹04-02/336 საგადასახადო შეტყობინება 16121,59 ლარის ნაწილში; 414 ლარის ნაწილში კი მოსარჩელის მოთხოვნას ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. აპელანტებმა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.