Facebook Twitter

ბს-974-932(კ-09) 21 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. ს-იკის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის ჟ. ს-იკის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მე-12 სანოტარო კანტორის მიერ ვ. ს-იკზე 18.01.94წ. გაცემული პრივატიზაციის ხელშეკრულების და ჟ. ს-იკის 05.10.98წ. მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება, სადავო ბინიდან ჟ. ს-იკის გამოსახლება და ბინაში სამხედრო მოსამსახურის ნ. კ-იანის ოჯახის წევრებთან ერთად შესახლება მოითხოვა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 11.04.02წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა, ჟ. ს-იკის საკუთრებაში აღრიცხული, ქ. თბილისში, ... გამზ. 38-ე კორპუსის ¹40-ში მდებარე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების, ჟ. ს-იკის ამ ბინიდან გამოსახლებისა და მასში ნ. კ-იანის შესახლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ნ. კ-იანმა.

საქმე არაერთგზის განხილულ იქნა თბილისის საოლქო (სააპელაციო) და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. განჩინებით ჟ. ს-იკზე 05.10.98წ. გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობისა და ჟ. ს-იკის ამ ბინიდან გამოსახლების ნაწილში საქმეზე გამოეყო ცალკე წარმოებად და ამ ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძვლზე შეჩერდა სააპელაციო საქმის განხილვა საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციულ საქმეზე აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის – სადავო ბინაში ნ. კ-იანის და მისი ოჯახის წევრების შესახლების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება მესამე პირის ნ. კ-იანის მიმართ, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნ. კ-იანის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 11.04.02წ. გადაწყვეტილება ნ. კ-იანის შესახლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. კ-იანის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 11.04.02წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჟ. ს-იკის საკუთრებაში აღრიცხული, ქ. თბილისში ... გამზირზე 28-ე კორპუსის ¹40 ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მე-12 სანოტარო კანტორის მიერ 18.01.94წ. დადასტურებული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ქ. თბილისში, ... გამზ. კორპუსი ¹38-ის ბინა ¹40-ში მცხოვრებ ვ. ს-იკსა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის რაიონის მე-3 საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის წარმომადგენელს ტ. გ-შვილს შორის, ქ. თბილისში, ... გამზირი ¹38-ში მდებარე ¹40 ბინის პრივატიზაციის (უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის) თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ს-იკმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკამყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ს-იკის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჟ. ს-იკის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. ს-იკის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ა. უ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 30.06.09წ. ¹8 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი 01029008076) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.