Facebook Twitter

ბს-977-935(2კ-09) 8 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 20 აპრილს შპს ,,...’’ ფილიალ ,,...’’ უფროსმა ნ. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, შეჩერებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის მოთხოვნით.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,...’’ ფილიალის _ ,,...’’ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა გადახდილი დღგ-ს, 71 830 ლარის აღდგენა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 თებერვლის განჩინება და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 აპრილის განჩინებით განსახილველ საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩართული შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, შპს ,,პაფუზი’’, შპს ,,...’’, შპს ,,...’’, ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია, ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, გორის საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო შპს ,,...’’ უფლებამონაცვლედ _ შპს ,,...’’.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე _ თბილისის საგადასახადო ინსპექცია, შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით, ხოლო თბილისის საგადასახადო ინსპექცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა აღედგინათ შპს ,,...’’ დღგ-ს ჩათვლები შემდეგი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით: ა) სერია აა-04 ¹038162 (საქონლის მომწოდებელი _ შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 18166 ლარი და 78 თეთრი; ბ) სერია აა-99 ¹298543 (საქონლის მიმწოდებელი _ შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 3997 ლარი და 50 თეთრი; გ) სერია აა-03 ¹142751 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 3047 ლარი და 49 თეთრი; დ) სერია აა-05 ¹256410 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 2457 ლარი და 40 თეთრი; ე) სერია აა-05 ¹256414 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 3657 ლარი და 50 თეთრი; ვ) სერია აა-05 ¹128663 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 4752 ლარი; ზ) სერია აა-06 ¹131778 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 2400 ლარი; თ) სერია აა-06 ¹114162 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 1956 ლარი; ი) სერია აა-21 ¹004960 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 2494 ლარი და 80 თეთრი; კ) სერია აა-23 ¹001064 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 285 ლარი და 60 თეთრი; ლ) სერია აა-23 ¹001183 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 897 ლარი და 20 თეთრი; მ) სერია აა-23 ¹001184 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 195 ლარი და 3 თეთრი; ნ) სერია აა-23 ¹001314 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 490.65 ლარი; ო) სერია აა-23 ¹001313 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 864 ლარი და 81 თეთრი; პ) სერია აა-39 ¹005264 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 2664 ლარი და 60 თეთრი; ჟ) სერია აა-39 ¹005635 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 1657 ლარი და 60 თეთრი; რ) სერია აა-39 ¹007823 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 2489 ლარი და 40 თეთრი; ს) სერია აა-99 ¹155859 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 1077 ლარი და 89 თეთრი; ტ) სერია აა-99 ¹155857 (საქონლის მიმწოდებელი შპს ,,...’’), დღგ-ს თანხით 417 ლარი და 4 თეთრი; შპს ,,...’’ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.