¹ბს-993-951(კ-09) 16 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე
საკასაციო სასამართლო გაეცნო ნ. ი-შვილის საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაზე და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. ი-შვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების ასლი ხელწერილით ჩაჰბარდა 2009 წლის 22 აპრილს (ტ. 2, ს.ფ. 33), რაც დასტურდება ხელწერილის ტექსტში ნ. ი-შვილის მიერვე მითითებული თარიღითა და ნ. ი-შვილის ხელმოწერით. ნ. ი-შვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2009 წლის 11 ივნისს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე (ტ. 2, ს.ფ. 36) დასმული თარიღით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ხოლო ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამდენად, ნ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა ნ. ი-შვილისთვის ამოიწურა 2009 წლის 22 მაისს (პარასკევი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც ხსენებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და
Dდ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.