Facebook Twitter

ბს-1223-1185(2კს-08) 20 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები: 1. ე. კ-ე და მ. ა-ე (მოპასუხეები ნ. ჯ-ის სარჩელზე), წარმომადგენლები _ თ. ჭ-ე და რ. ბ-ე; 2. ნ. ჯ-ე (მოპასუხე ზ. კ-ის, ზ. მ-სა და მ. ა-ის სარჩელზე), წარმომადგენელი _ გ. გ-ე

მოპასუხე ზ. კ-ის, ზ. მ-სა და მ. ა-ის სარჩელზე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოპასუხე ე. კ-ის სარჩელზე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოპასუხე ნ. ჯ-ის სარჩელზე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივრების განხილვა

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 28 დეკემბერს ზ. კ-ემ, მ. ა-ემ და ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ნ. ჯ-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ნ. და მ. ჯ-ზე 2500-2500 კვ.მ მიწის ნაკვეთების გამოყოფის ნაწილში გონიოს კოოპერაციული მეურნეობის საერთო კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის დადგენილების (ოქმი ¹2) არარად ცნობა; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 2001 წლის 4 მარტის ¹22/9-143 აქტის არარად ცნობა; სოფელ .... 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

2008 წლის 25 იანვარს ნ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ე. კ-ის სახელზე გაცემული ¹3232 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

2008 წლის 29 იანვარს ნ. ჯ-ემ კიდევ ერთი სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მ. ა-ის სახელზე გაცემული ¹3228 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

2008 წლის 18 თებერვალს ზ. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლებმა _ თ. ჭ-ემ და რ. ბ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ნ. ჯ-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს: სოფელ .... მეკომურთა საერთო კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის დადგენილების (ოქმი ¹2) არარად ცნობა; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 2001 წლის 4 მარტის ¹22/9-143 აქტის ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები _ ზ. კ-ის, მ. ა-სა და ზ. მ-ის სარჩელისა გამო და ნ. ჯ-ის ზემოაღნიშნული სარჩელებისა გამო, გაერთიანდა ერთ წარმოებად.

2008 წლის 17 მარტს ე. კ-ის წარმომადგენლებმა _ თ. ჭ-ემ და რ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ნ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვეს: სოფელ .... მეკომურთა საერთო კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის დადგენილების (ოქმი ¹2) არარად ცნობა; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 2001 წლის 4 მარტის ¹22/9-143 და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 2001 წლის 2 მარტის ¹22/9-144 აქტების ბათილად ცნობა; იურიდიული მომსახურების თანხის მოპასუხეებისთვის დაკისრება.

2008 წლის 4 მარტს ნ. ჯ-ის წარმომადგენელმა დ. ჭ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მ. ა-ის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ე. კ-ის, მ. ა-ის, ზ. მ-სა და ნ. ჯ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა; არარად იქნა ცნობილი გონიოს კოოპერაციული მეურნეობის საერთო კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება (ოქმი ¹2); ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 2001 წლის 4 მარტის ¹22/9-143 აქტი, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 2001 წლის 2 მარტის ¹22/9-144 აქტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ. ა-ე გაცემული ¹3228 საკუთრების უფლების მოწმობა და ამ მოწმობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ე. კ-ე 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული ¹3232 საკუთრების უფლების მოწმობა და ამ მოწმობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება; ნ. ჯ-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ე. კ-სა და მ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდათ იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო ბაჟის თანხა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება, რომლითაც ნ. ჯ-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ე. კ-სა და მ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო ბაჟის თანხა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე ნაწილობრივ გაასაჩივრეს ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლებმა _ თ. ჭ-ემ და რ. ბ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა, აგრეთვე, ნ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ე. კ-ის, მ. ა-სა და ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ე. კ-ის, მ. ა-სა და ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 26 სექტემბერს, 12.00 საათზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის კიდევ ერთი განჩინებით განუხილველად დარჩა ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი და ნ. ჯ-ეს სრულად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების შესაბამისად, ნ. ჯ-ის წარმომადგენელ დ. ჭ-ეს, რომელსაც საქმეში არსებული რწმუნებულებით (ს.ფ. 45) მინიჭებული ჰქონდა ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილება პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 23 ივლისს (ს.ფ. 135), ხოლო ნ. ჯ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა მხოლოდ 2008 წლის 19 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 6 აგვისტოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით (ძალაში შევიდა 2008 წლის 18 იანვრიდან) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილში განხორციელებული ცვლილებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის ამოღების შემდეგ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყებოდა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან და მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ როდის ჩაჰბარდა სასამართლო გადაწყვეტილება მარწმუნებელს, ანუ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყებოდა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების პირველად ჩაბარების მომენტიდან.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა), კანონის თანახმად, არ შეიძლებოდა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის კიდევ ერთი განჩინებით განუხილველად დარჩა ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების შესაბამისად, ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლებს _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ეს, რომლებსაც საქმეში არსებული რწმუნებულებებით (ს.ფ. 43-44) მინიჭებული ჰქონდათ ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილება პირადად ჩაჰბარდათ 2008 წლის 28 ივლისს (ს.ფ. 133), ხოლო მ. ა-სა და ე. კ-ის სახელით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მათ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 11 აგვისტოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით (ძალაში შევიდა 2008 წლის 18 იანვრიდან) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილში განხორციელებული ცვლილებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის ამოღების შემდეგ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყებოდა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან და მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ როდის ჩაჰბარდა სასამართლო გადაწყვეტილება მარწმუნებელს, ანუ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყებოდა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების პირველად ჩაბარების მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და არც სააპელაციო საჩივარს ერთვოდა მ. ა-ის მიერ თ. ჭ-სა და რ. ბ-ე გაცემული რწმუნებულება, მაგრამ სასამართლო მხედველობაში იღებდა იმ გარემოებას, რომ თ. ჭ-ე და რ. ბ-ე რეალურად მონაწილეობდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში, როგორც მისი წარმომადგენლები _ სასამართლოს მისცეს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 85-91) და გამოვიდნენ საპაექრო სიტყვით (ს.ფ. 107-109). აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად, თ. ჭ-სა და რ. ბ-ის დაედგინა ხარვეზი მ. ა-ის მიერ მათზე გაცემული რწმუნებულების წარსადგენად, ვინაიდან ასეთი რწმუნებულების წარდგენის შემთხვევაში, დგებოდა იგივე შედეგი, ანუ გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, სააპელაციო საჩივარი რჩებოდა განუხილველი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ მ. ა-ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 6 აგვისტოს, რომელიც მას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა), კანონის თანახმად, არ შეიძლებოდა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი შეიტანეს ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლებმა _ თ. ჭ-ემ და რ. ბ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორებს ჩაჰბარდათ 2008 წლის 28 ივლისს, რომლის გასაჩივრების ვადა შეადგენდა 14 დღეს და შესაბამისად, გასაჩივრების ვადა გადიოდა 2008 წლის 11 აგვისტოს, მაგრამ მათ მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს. ამდენად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა დაგვიანებით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, განუხილველი დარჩა. ამასთან, იმ პერიოდისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში გამოცხადებული იყო საომარი მდგომარეობა, ხოლო 2008 წლის 11 აგვისტო _ საყოველთაო ჯაჭვის დღედ და ამ დღეს სამუშაო დრო მთავრდებოდა 14.00 საათზე. 2008 წლის 11 აგვისტოს, 6 საათამდე მათი მარწმუნებელი გამოცხადდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ სასამართლო დაკეტილი დახვდა. გასაზიარებელია ის ფორსმაჟორული გარემოება, რაც იმ დროისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო. კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ, საპატიოდ ჩაეთვალოთ, თუკი მათ მიერ გაშვებულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-ის წარმომადგენელმა _ გ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. ნ. ჯ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინების ასლი, რომლითაც განუხილველად დარჩა ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კერძო საჩივარზე თანდართული ადვოკატების _ დ. ჭ-სა და ე. ჩ-ის, ასევე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კურიერის _ ე. ბ-ის განცხადებებით უტყუარად დასტურდება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი დ. ჭ-ეს პირადად არ ჩაჰბარებია 2008 წლის 23 ივლისს, არამედ აღნიშნულ დღეს, ვინაიდან დ. ჭ-ე სამუშაო ადგილზე არ აღმოჩნდა, კურიერ ე. ბ-ის მიერ იგი ჩაჰბარდა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹50-ში მდებარე ადვოკატთა ოფისში მყოფ სხვა ადვოკატს, დ. ჭ-ის მეგობარს, მაგრამ მასთან რაიმე სამსახურებრივ დამოკიდებულებაში არმყოფ ე. ჩ-ს, რომელმაც ხელი მოაწერა კურიერისაგან დოკუმენტის მიღებაზე და იმის გამო, რომ იმ დღეებში იგი ძალიან იყო დაკავებული, ხოლო 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოში დაიწყო საომარი მდგომარეობა (როგორც თავად განმარტავს), აღნიშნული ასლი დ. ჭ-ეს გადასცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია). დ. ჭ-ემ, მიიღო რა სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, თავის მხრივ, იმთავითვე აცნობა ამის შესახებ მის მარწმუნებელ ნ. ჯ-ეს, მაგრამ მას სააპელაციო საჩივრის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ხსენებული გადაწყვეტილება უკვე ხელთ ჰქონდა ნ. ჯ-ეს, რომელმაც სააპელაციო საჩივარი, სხვა წარმომადგენლის დახმარებით, თვითონ წარადგინა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2008 წლის 19 აგვისტოს. საქმის ფურცელ 130-ზე ხელით გაკეთებული მინაწერით დადგენილია, რომ ნ. ც-ემ (ნ. ჯ-ის მძახალი) სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ნ. ჯ-ზე გადასაცემად ჩაიბარა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2008 წლის 6 აგვისტოს და მან იმავე დღეს ჩააბარა აღნიშნული დოკუმენტი ნ. ჯ-ეს.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ამ ვითარებაში, სასამართლო გადაწყვეტილება ნ. ჯ-ის წარმომადგენლისთვის 2008 წლის 23 ივლისს ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს და დ. ჭ-ის სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივად ჩაბარების დროა 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვები, ხოლო სააპელაციო წესით მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ათვლილ უნდა იქნეს არა 2008 წლის 23 ივლისიდან, როცა სასამართლო გადაწყვეტილება გადაეცა ე. ჩ-ს, არამედ _ 2008 წლის 6 აგვისტოდან, როცა ნ. ჯ-ემ თავად ჩაიბარა სასამართლო გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2008 წლის 19 აგვისტოს, ნ. ჯ-ეს დაცული აქვს სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა.

ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის, აგრეთვე, ნ. ჯ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 და 21 ნოემბრის განჩინებებით, შესაბამისად, ნ. ჯ-ის, ასევე ე. კ-სა და მ. ა-ის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორების _ ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასახელებული კერძო საჩივრის ავტორები თვითონვე აღიარებენ, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მათ ჩაჰბარდათ 2008 წლის 28 ივლისს, რომლის გასაჩივრების ვადა შეადგენდა 14 დღეს და შესაბამისად, გასაჩივრების ვადა გადიოდა 2008 წლის 11 აგვისტოს, მაგრამ მათ მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს და ამდენად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა დაგვიანებით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია, რომ ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლებს _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ეს საქმეში არსებული რწმუნებულებებით (ტ. 4, ს.ფ. 43-44) მინიჭებული აქვთ ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება და მათ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი პირადად ჩაჰბარდათ 2008 წლის 28 ივლისს (ტ. 4, ს.ფ. 133), ხოლო მ. ა-სა და ე. კ-ის სახელით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი მათ შეიტანეს მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს (ტ. 4, ს.ფ. 152), მაშინ, როდესაც მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 11 აგვისტოს (ორშაბათი).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით (ძალაში შევიდა 2008 წლის 18 იანვრიდან) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყებოდა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან და მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ როდის ჩაჰბარდა სასამართლო გადაწყვეტილება მარწმუნებელს, ანუ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყებოდა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების პირველად ჩაბარების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორების თხოვნას მათ მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არ არის ხსენებული ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, თუმცა ამ ვადის გაშვების მიზეზს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად არის რეგლამენტირებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. გარდა ამისა, მართალია, “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ¹402 ბრძანებულებით (ძალადაკარგულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹425 ბრძანებულებით) საომარი მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც საპროცესო მოქმედება უნდა შესრულებულიყო და შესაბამისად, მხარე ვერ ასაბუთებს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის გამო, კანონით დადგენილ ვადაში სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობას.

რაც შეეხება ნ. ჯ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეს გაშვებული აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა), კანონის თანახმად, არ შეიძლება, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიაჩნია, რომ ნ. ჯ-ის წარმომადგენელ დ. ჭ-ეს საქმეში არსებული რწმუნებულებით მინიჭებული აქვს ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (ტ. 4, ს.ფ. 45) და დ. ჭ-ეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილება პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 23 ივლისს _ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გზავნილზე არის მინაწერი _ ხსენებული თარიღი _ 2008 წლის 23 ივლისი და დ. ჭ-ის ხელმოწერა (ტ. 4, ს.ფ. 135). ნ. ჯ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა მხოლოდ 2008 წლის 19 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოეწურა 2008 წლის 6 აგვისტოს (ოთხშაბათი).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გზავნილზე არის დ. ჭ-ის 2008 წლის 23 ივლისით დათარიღებული ხელმოწერა, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივარზე თანდართული ადვოკატების _ დ. ჭ-სა და ე. ჩ-ის, ასევე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კურიერის _ ე. ბ-ის განცხადებებით უტყუარად დასტურდება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი დ. ჭ-ეს პირადად არ ჩაჰბარებია 2008 წლის 23 ივლისს, არამედ აღნიშნულ დღეს კურიერ ე. ბ-ის მიერ იგი ჩაჰბარდა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹50-ში მდებარე ადვოკატთა ოფისში მყოფ ე. ჩ-ს, რომელმაც ხელი მოაწერა კურიერისაგან დოკუმენტის მიღებაზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე. ჩ-ი დ. ჭ-ის მაგივრად, ხელს ვერ მოაწერდა, ხოლო თუ იგი ჩაიბარებდა დოკუმენტს, მას მხოლოდ თავისი სახელით უნდა მოეწერა ხელი, რის გამოც საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც განაპირობებდა კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, კერძოდ, მიუხედავად კერძო საჩივარზე თანდართული განცხადებებისა, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2008 წლის 23 ივლისს ჩაჰბარდა არა დ. ჭ-ეს, არამედ _ ე. ჩ-ს დ. ჭ-ის გადასაცემად.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილების შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ნ. ჯ-აც ამოეწურა 2008 წლის 6 აგვისტოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ნ. ჯ-ის წარმომადგენლისთვის 2008 წლის 23 ივლისს ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს და დ. ჭ-ის სასამართლო გადაწყვეტილების ფაქტობრივად ჩაბარების დროა 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვები, ხოლო სააპელაციო წესით მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ათვლილ უნდა იქნეს არა 2008 წლის 23 ივლისიდან, როცა სასამართლო გადაწყვეტილება გადაეცა ე. ჩ-ს, არამედ _ 2008 წლის 6 აგვისტოდან, როცა ნ. ჯ-ემ თავად ჩაიბარა სასამართლო გადაწყვეტილება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2008 წლის 19 აგვისტოს, ნ. ჯ-ეს დაცული აქვს სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული მოსაზრების სისწორე არ დასტურდება ამ საქმის მასალებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის, ასევე ნ. ჯ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებები, რომლებითაც განუხილველად დარჩა ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის, ასევე ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. კ-სა და მ. ა-ის წარმომადგენლების _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ის, ასევე ნ. ჯ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.